არაკომერციული ორგანიზაცია Coalition for a Safer Web-ი Apple-ს ამერიკაში უჩივის. მოსარჩელეების მოთხოვნაა რომ App Store-იდან Telegram-ი წაიშალოს.
სარჩელში ახსნილია რომ Telegram-ი გამოიყენება ექსტრემისტული შინაარსის და ძალადობრივი მოწოდება/წაქეზების პლათფორმად. Telegram-ი ასევე გამოიყენეს დეპუტატებმა კაპიტოლიუმზე შტურმის ორგანიზების მიზნით.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი სარჩელი Google-ისთვისაც მზადდება.
წინა წლის ივლისის თვეში, ორგანიზაციამ წერილით ტიმ კუკს მიმართა, სადაც გააკრიტიკა Telegram-ი და სთხოვა რომ იგი დაებლოკა App Store-დან. ტიმმა წერილს არ უპასუხა. [Washington Post]