Google აგრძელებს iOS-თვის ექპერიმენტული აპლიკაციების გამოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია Google Play აქვთ. გიგანტმა კომპანიამ, ამჯერად გამოუშვა ორი აპლიკაცია App Store-თვის, რომლებსაც ფოტოებსა და ვიდეოებთან მუშაობისთვის ექსპერიმენტული შესაძლებლობები აქვთ.
აპლიკაცია Selfissimo! მას ერთი შეხედვით მარტივი ფუნქციები აქვს — გეხმარებათ სელფების გადაღებაში, თუმცა, მისი ახალი კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეუძლია ავტომატურად შეწყვიტოს გადაღება მაშინვე, როგორც კი ობიექტი კამერის წინ გადაადგილებას შეწყვეტს. ფოტოების უმეტესება იღებს შავ და თეთრ ფერებს.
აპლიკაცია Scrubbies — იგი საშუალებას გაძლევთ პატარა ვიდეოები, თავისი ანიმაციებით გადაიღოთ. როდესაც ეკრანზე თქვენი თითი გადაადგილდება ვიდეოში ჩაირთვება ანიმაციების ფუნქციები, ხოლო როგორც კი მოაშორებთ ისევ რეალურ სახეს მიიღებს.
ორივე აპლიკაცია უფასოა და მისი გადმოწერა ქვემოთ მითითებული ბმულებიდან შეგიძლიათ.