მიუხედავად იმისა, რომ 21 მარტის ღონისძიება მთავარი თემაა, მოხდა კიდევ ერთი ფრიად საინტერესო რამ, რის შესახებაც მე ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გესაუბრეთ. საქმე ეხება FBI-სა და Apple-ის დაპირსპირებას. და ამ ფრონტზე ჩვენ კვლავ სიახლეები გვაქვს.
როგორც გაირკვა, FBI-მ გადადო სარჩელი, რომელითაც მას სურდა Apple-ის მხირდან მიეღო დახმარება სან ბერნარდინოს ტერორისტული აქტის შემსრულებლის აიფონის გახსნის საკითხში. სასამართლოს პირველი სხდომა უნდა შემდგარიყო 22 მარტს, მაგრამ ის აღარ შედგება.
გთავაზობთ FBI-ს სარჩელის გადადების ტექსტის ძირითად ნაწილს:
On Sunday, March 20, 2016, an outside party demonstrated to the FBI a possible method for unlocking Farook’s iPhone. Testing is required to determine whether it is a viable method that will not compromise data on Farook’s iPhone. If the method is viable, it should eliminate the need for the assistance from Apple Inc. (“Apple”) set forth in the All Writs Act Order in this case.
თარგმანი ასე ჟღერს: „2016 წლის 20 მარტს, კვირას, მესამე მხარემ აცნობა FBI-ს აიფონის განბლოკვის შესაძლო ალტერნატიული მეთოდის შესახებ. აუცილებელია დამატებითი შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოქმედი მეთოდია და რომ მისი გამოყენებით ინფორმაცია iPhone-ში არ დაზიანდება. თუ მეთოდი მუშა აღმოჩნდება, საჭირო აღარ იქნება Apple-ის დახმარება აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებაში, რისთვის მათ მივმართეთ All Writs Act-ის თანახმად“.
დასაწყისისათვის მოდი ჯერ შეთქმულების თეორიებ��ს მოყვარულებს გავუცურვოთ იმედები, რომლებიც იმწამსვე ახმაურდნენ და დაიწყეს იმის მტკიცება რომ „აჰა, გასაგებია, Apple და FBI წინასწარ შეთანხმდნენ და თეატრალური წარმოდგენა დაგვიდგეს“. ჯერ ერთი, ასეთი რთული და ცახლართული შეთქმულების თეორიების მხოლოდ რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ადამიანებს სჯერათ. თუ ცოტა უფრო მეტად დავფიქრდებით და FBI-ს ტექსტს უკეთ წავიკითხავთ, აღმოჩნდება, რომ ჯერ არაფერი არ დასრულებულა და ხელისუფლებას სასამართლო სარჩელი ჯერ გაუუქმებია. FBI-მ ითხოვა საქმის მხოლოდ დროებით გადადება, სანამ არ გაირკვევა მესამე მხარის მიერ შემოთავაზებული მეთოდის ქმედითუნარიანობა. ანგარიშგება ამის შესახებ FBI-მ უნდა წარმოადგინოს 2016 წლის 5 აპრილამდე. სასამართლო დაეთანხმა ამას და ელოდება ანგარიშგებას დათქმუს დღეს.
მეორეც, უნდა გავითვალისწინოთ ვარიანტი, რომლის დროსაც FBI, რომელიც ადრე ამტკიცებდა, რომ მათ „ყველა მეთოდი სცადეს“, აღმოჩნდა იმ ფაქტების პირისპირ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველა მეთოდი ჯერ არ არის გამოყენებული. ამ შემთხვევაში FBI-ს პოზიცია საკმაოდ არამყარი ჩანს სასამართლოში და პრეცენდენტი, რომლის მიღწევასაც ცდილობდა გამოძიების ფედერალური ბიურო, სხვა მხარეს შესაძლოა შემობრუნებულიყო. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმ მხარდაჭერას, რაც Apple-მა მიიღო, სრულიად შესაძლებელია, რომ FBI-მ შეაფასა თავისი შანსები სასამართლოში და გადაწყვიტა არ გამხდარიყო დაცინვის ობიექტი. თუმცა ამის თავიდან აცილება ძნელი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან ამ საკთხზე სხდომაზე კონგრესში FBI-ს დირექტორმა არაერთხელ განაცხადა, რომ მათ აბსოლუტურად ყველა მეთოდი სცადეს და ახლა მხოლოდ Apple-ს შეუძლია მათი დახმარება. შედეგად ეს ჩანს როგორც : 1. რომ FBI-ს არ ესმის ტექნოლოგიების შესაბამის დონეზე: ან 2. არ გვეუბნება სრულ სიმართლეს თავისი მოტოვების შესახებ. ორივე — ჩვენი მხრიდან შესფოთების საგანი უნდა გახდეს.
და ყველაზე მთავარი: ჩვენ არ ვიცით დეტალები იმის შესახებ, კონკრეტულად რომელ მთეოდზე საუბრობს FBI. ეს შესაძლოა იყოს როგორც მეთოდი, რომელიც ბოლო-ბოლო გაიმეტა და გადასცა FBI-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA), რომლებსაც, როგორც ამბობენ საკუთარი ხელსაწყოები აქვთ ასეთი შემთხვევებისათვის, ასევე ამ პრობლემის გადაწყვეტის რაიმე უახლესი მექანიზმი, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია. ტერორისტ ფარუკის iPhone-ში, როგორც ცნობილია ჯერ კიდევ აყენია iOS 9.1 ვერსია. ამ ვერსიას გააჩნია რამდენიმე ბაგი, რომლეთა გამოყენება შესაძლებელია რათა მოხერხდეს პაროლის შეტეხვა. ამის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობდნენ უსაფრთხოების დარგის ექსპერტები. დამატებით დავძენ რომ ტელეფონზე არ არის აპარატურული დაცვის მექანიზმი Secure Enclave, რაც აფართოვებს შეტეხვის შესაძლებლობების სპექტრს. მაგალითად ამ დღეებში გამოვიდა iOS 9.3 ვერსია და მას თან ახლავს დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა გაუმჯობესდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ ვინც არ განახლდება — თავის თავს დააბრალოს. ასევე შესაძლებელია ვარიანტი, როდესაც მოხდება საჭირო ტელეფონის ჩიპის კლონირება, რაც გაზრდის პაროლის შეტანის ვარიანტებს. ასე რომ სულმოუთქმელად ველოდებით FBI-ს ანგარიშგებას 5 აპრილს.
რომ დავუბრუდეთ შეთქმულების თეორიებს. რატომღაც იმ ადამიანების კომენტარებში, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული საინფორმაციო უსაფრთხოებასთან, ვერ ვხედავთ ასეთ უაზრო ვერსიებს, რომ „ისინი უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ“. პირიქით, მათ უხარიათ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან ეს იწვევს არა მარტო საზოგადეობის გათვიცნობიერებას საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მონაცემების პრივატულობის სფეროში, არამედ იმაშიც, რომ Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება გააძლიეროს თავისი მოწყობილობებისა და სერვისების უსაფრთხოება. აი ეს უდავოდ შეგვიძლია პლუსად ჩავუწეროთ FBI-ს.
მაგრამ ყველაზე მთავარი — ეს ისტორია ჯერ ამით არ სრულდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ FBI იტყვის: „ჩვენ შევძელით და ამოვიღეთ ინფორმაცია ამ ტელეფონიდან“, აუცილებლად გამოჩნდება სხვა ტელეფონი და დუელი კვლავ გაგრძელდება.