2015 წლის 2 დეკემბერს ქალაქ სან ბერნარდინოში, კალიფორნია, აშშ მოხდა ტერაქტი. პაკისტანური წარმოშობის ამერიკელმა მოქალაქემ თანამონაწილესთან ერთად თავისი კოლეგები ჩაცხრილა ჯანმრთელობის საოლქო დეპარტამენტში. ტერორისტებმა გაცევა მოახერხეს, თუმცა შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრში ისინი ალყაში მოაქციეს და ორმხრივი ცეცხლის შედეგად ადგილზე გაანადგურეს. გამოძიების მიმდინარეობისას ნაპოვნი იქნა დამნაშავის ტელეფონი: iPhone 5c, კორპორატიული სმარტფონი, რომელიც ოფციალურად დამსაქმებელს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე Apple-მა გადასცა ამ ტელეფონის სამარქაფო ასლი iCloud ღრუბლოვანი სერვისიდან. მაგრამ სერვერზე მარქაფის მოძველებული ვერსია ინახებოდა, 19 ოქტომბრით დათარიღებული. კვლავ ვარაუდით, მფლობელმა ამ რიცხვიდან დაბლოკა ავტომატური დამარქაფების სისტემა და უფრო ახალი ფაილები სერვერზე აღარ გადაგზავნილა.
FBI-ის სურვილი, მიეღო აბსოლუტურად ყველა მონაცემი, რაც კი ტელეფონში ინახებოდა, გადაიზარდა სასამართლო განჩინებაში Apple-ის მიმართ. ამ დოკუმენტში სამაოდ მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა დახმარებოდა კომპანია ძიების პროცესს. კერძოდ:
- უნდა გეთიშა ფუნქცია, რომელიც ანადგურებს მონაცემებს ტელეფონზე პასკოდის ათჯერ არასწორი აკრეფის შემდეგ;
- უნდა უზრუნველყო პასკოდის ელექრეონულად შეყვანის შესაძლებლობა, კლავიატურის გვერდის ავლით;
- უნდა გაეთიშა პასკოდის შეყვანის მცდელობებს შორის მზარდი დაყოვნება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, FBI-ს სურს პასკოდი ტელეფონს მოარგოს ყველა შესაძლო ვარიანტის გადარჩევით (ე.წ. Brute Fource) და Apple-ისგან მოითხოვს სისტემაში არსებული დაცვის ყველა მექანიზმის მოშორებას, რომლებიც ხელს უშლიან სუსტემის გატეხვას. The Intercept-ის სტატიაში აღნიშნავენ, რომ ამ სცენარის წარმატებულად განხოციელება პაროლის სიგრძეზეა დამოკიდებული: ოთხნიშნა კოდის გამოცნობას რამდენიმე წამი სჭირდება, შვიდნიშნას — 9 დღე, ათნიშნას — 25 წელი. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ Apple დამორჩილდება სასაამრთლო გადაწყვეტილებას, რასაც კომპანია ჯერ არ ჩქარობს.
შემდეგ ნაბიჯად Apple-მა გამოაქვეყნა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის საჯარო წერილი, სადაც ის Apple-ის ტექნიკის მომხმარებლებს მიმართავს და განმარტავს იმ სიტუაციას, რომელიც წარმოიშვა გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნის გარშემო. წერილის სრული ტექსტი შეგიძლიათ კომპანიის ვებ-საიტზე იხილოთ. საერთო შინაარსი ამ წერილისა კი ასეთია:
თანამედროვე სამყაროში მომხმარებლების მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის მონაცემებს მათი iPhone-ში დაშიფვრით და არ გაგვაჩნია წვდომა ამ მონაცემებზე;
FBI იძიებს ტერაქტს სან ბერნარდინოში და ჩვენ ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია. თუმცა, მათ მოგვთხოვეს დაცვის გვერდის ავლა;
ეს საშიში პრეცენდენტი გახდება, ვინაიდან ერთხელ ამ კონკრეტული საქმისათვის შექმნილი სპეციალური ხელსაწყო შესაძლოა მრავალისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. სახელმწიფო ვერ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ასე არ მოხდება;
ჩვენ არ გვინდა შევქმნათ „გასაღები“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მილიონობით სხვა „კარების“ გასაღებად;
საკანონდმებლო ინიციატივის ნაცვლად, FBI იყენებს 1879 წლის კანონს, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს იქონიოს წვდომა თქვენი პირადი მონაცემების უზარმაზარ მოცულობაზე, თქვენი ნებართვის გარეშე;
ჩვენ ვთვლით, რომ ეს უზარმაზარი რისკია ყველა ჩვენთაგანისათვის და არ ვეთანხმებით FBI-ის ამ მოთხოვნას. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ კარგად დაფიქრდნენ შედეგებზე.
რა საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობა FBI, როდესაც Apple-ს სთხოვს აღნიშნული პროცედურების ჩატარებას? საინტერესო კითხვაა. მოთხოვნა ეფუძნება 1789 წლის კანონს, სახელად All Writs Act. ის შედის კანონების იმ კრებულში, რომლებმაც პრაქტიკულად შექმნეს აშშ-ს სასამართლო სისტემა, ჯორჯ ვაშინგტონის მიერ მათი ხელმოწერის შემდეგ. მოკლედ ეს კანონი ჯერ კიდევ მაშინ არის მიღებულია, როდესაც კალიფორნია, სადაც ამჟამად არის Apple-ის შტაბ-ბინა განთავსებული, ჯერ კიდევ მექსიკის ტერიტორია იყო. თუ მარტივად ვიტყვით, ეს კანონი საშუალებას აძლევდა ჯერ კიდევ უმწიფარ ამერიკულ იუსტიციას მიეღო საჭირო გადაწყვეტილება, უკვე არსებული კანონების დაყრდნობის გარეშე.
საკანონდებლო ნაწილის დეტალურ მიმოხილვაში Gizmodo-ს მოჰყავს სასამართლო პრაქტიკა აღნიშნული კანონის გამოყენებით. ახლა, როდესაც კანონმდებლობაში თითქოს და პრობლემა არ არის, All Writs Act ხშირად აღარ გამოიყენება. მაგალითად, 1977 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანიას დაავალდებულეს დახმარებოდა ძიებას და გადაეცა კრიმინალური ბანდის საუბრების ჩანაწერები. ანუ გამოდის, რომ ძველი კანონი გამოიყენება იმიტომ, რომ სმარტფონების გატეხვის წესები სხვაგან არსად არ არის გაწერილი. თუ აშშ-ს კონგრესმა არ იზრუნა საჭირო კანომმდებლობის შექმნაზე, სასამართლო იძულებულია გამოიყენოს არასტანდარტული მეთოდები. Gizmodo-ს სტატიაში მოყვანილია იშვიათი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ უარი განაცხადა გამოეუენებინა ეს კანონი, დასვა რა მართლზომიერი კითხვა: საკანომდებლო ბაზა არ არის იმიტომ, რომ კონგრესმა ვერ მოასწრო, თუ არ უნდოდა?
უდავოდ, სიბრიყვე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ Apple-ს არა აქვს საკუთარი ინტერესი საჯარო წერილის გამოქვეყნებაში (დიახ, დიახ! ტკბილი და მურაბა კორპორაციები არ არსებობენ). მაგრამ Apple-ის ინტერესი აქ ჩემი აზრით სულ სხვა რამეში ვლინდება. უკვე დიდი ხანია Apple საუბრობს მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე მათ დაცვაზე სახელმწიფოსაგან და ბოროტმოქმედებისაგან. და ტიმ კუკის წერილი სრულიად ჯდება იმ კომპანიის ქცევის ამ ხაზში: მომხმარებლის მონაცემების პრივატულობის უფლების შენარჩუნება — iPhone-ის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ეს ის არის, რაზეც Apple ბევრს ლაპარკობდა და კიდევ ბევრს ილაპარაკებს. Apple, როგორც კომპანია, თავის თავის პოზიცირებას ახდენს მომხმარებლის მონაცემების დამცველად (ჰო, მარკეტინგილი ხერხია, ვიცით) და კომპანიას ეს ჯერ კიდევ კარგად გამოსდის. ამაშია კომპანიის ინტერესი: გააძლიეროს თავისი მდგომარეობა, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ეს საუბრები — უსაგნო არ არის და კომპანია მზად არის შეეწინააღმდეგოს სახელმწიფოს მსგავს მოთხოვნებში. და სხვათშორის, ეს კიდევ ერთი არგუმენტია iOS vs. Android კამათებში. უსაფრთხოების თემებზე მიძღვნილ ფორუმებზე საინტერესო მოსაზრებამ გაიჟღერა: „ტერორისტს რომ Android ჰქონოდა, FBI-ს არც კი დასჭირდებოდა Google-ის მიმართვა“.
რამდენადაც მივხვდი ქსელში განთავსებული ინფორმაციით, საკითხი იმაში კი არ არის, შეუძლია თუ არა Apple-ს ბოროტმოქმედის iPhone-ის შეტეხვა. ცხადია, რომ Apple-ის პასუხი კიდევ ერთხელ მეტყველებს მის სურვილზე უსაფრთხო გახადოს თავის პლათფრომაზე მომხმარებლის ინფორმაციის შენახვა. და სასამართლოში (სასამართლო რომ გაიმართება, ეჭვი არავის შეაქვს) განხილვის საგანი არგუმენტი, რომ კომპანიამ ეს არ უნდა გააკეთოს. როგორც ვფიქრობ, ეს პროცესი მრავალ წელზე გაიწელება, რომელზეც გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაესი სასამართლო მიიღებს. მომხმარებელთა მონაცემების პრივატულობა — აშშ-ში მძაფრი თემაა, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის მიხედვით რიგითი ადამიანები დიდად არ არიან ამ საკითხით შეშფოთებულნი. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო პროცესი იქნება მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდება ის.
რატომ სთხოვს FBI, რომ Apple-მა შეტეხოს iPhone და არ აკეთებს ამას დამოუკიდებლად? როგორც ჩანს, დამოუკიდებლად მას ამის გაკეთება არ ძაულძს. სიტუაცია გვიჩვენებს, რომ ინფორმციის დაცვის მეთოდები, რომლებიც Apple-მა დანერგა, კარგად მუშაობს. არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც ასევე ამოტივტივდა ზედაპიზე. Apple-მა კონფერენც-ზარი მოაწყო და ჟურნალისტები შეკრიბა გაუგონარი პირობების წამოყენებით. კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის თავისეული ხედვა გააცნეს ჟურნალისტებს, მაგრამ ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ მათი ციტირება! უფრო მეტიც, კომპანიის წარმომადგენელთა სახელებიც კი არ იცოდნენ ჟურნალისტებმა. Apple-ის ანონიმური თანაშრომლების მოსაზრებით, FBI-მ თვითონ შიქმნა დიდი პრობლემები, როდესაც შემთხვევით შეცვალა iCloud-ის პაროლი. ეს რომ არ მომხმდარიყო, ჩართული, მაგრამ დაბლოკილი ტელფონი მიუერთდებოდა ნდობით აღჭურვილ კომპიუტერს (რომელიც ტერორისტს ეკუთვნოდა), და შესაძლებელი იქნებოდა მარქაფის გაკეთება. მაგრამ პაროლი შეიცვალა, ნდობა დაიკარგა ტელეფონსა და კომპიუტერს შორის და ეს შესაძლებლობაც ხედლიდან იქნა გაშვებული.
კიდევ ერთი ნიუანსი. პაროლის გატეხვის გარეშეც შესაძებელია გარკვეული ინფორმაციის ამოღება ტეელფონიდან, მაგრამ Apple ამას დიდად არ ახმაურებს. ორი სიტყვით რომ ითქვას — iOS 8-ში (და 9-შიც) მონაცემების გარკვეული ნაწილი იშიფრება პასკოდის გარეშე. სხვანაირად შეუძლებელია ტელეფონის მუშაობა, ვინაიდან ჩართული, მაგრამ დაბოლკილი ტელეფონი ვერ იქნება მუშა მდგომარეობაში. კერძოდ, შემუსლი/გასული ზარების ჟურნალი, სისტემის ლოგები (ქსელებთან მიერთება და სხვ.), აპლიკაციების ლოგები, ზოგიერთი საფოსტო მონაცემები, დროებითი ფაილები.
ძველ მოწყობილობებზე (iPhone 4-ის ჩათვლით) შესაძლებელია ტელეფონის გადაყვანა DFU (Device Firmware Update) რეჟიმში და საკუთარი რამდისკის ჩატვირთვა, ბურომში მოწყვლადობის გამოისობით. iPhone 4s და უფრო ახალ მოდელებში აპარატის შეტეხვა შესაძლებელია მხოლოდ თუ აყენია Jailbreak (ასევე საჭირო იქნება OpenSSH). FBI-მ ფაქტიურად Apple-ს მოსთხოვა აღნიშული მანიპულაციებისათვის საჭირო ხელსაწყოს შექმნა (კონკრეტულ აპარატზე გათვლით).
რაც შეეხება პასკოდის გატეხვას — ოფლაინ შეტევა შეუძლებელია, პასკოდის შემოწმება მხოლოდ მოწყობილობაზეა შესაძლებელი და გადარჩევის სიჩქარე ძალიან დაბალია — 5-დან 25 პაროლამდე წამში, ესეც დამოკიდებულია აპარატის მოდელზე. თუ ჩავიტვირთებით ხელმოწერილი იმიჯ-ფაილიდან — ფუნქცია „წაშლა 10 არასწორი მცდელობის შემდეგ“ არ მუშაობს, ვინაიდან ის მოქმდებს სისტემის დონეზე და არა აპარატურის.
და ბოლოს — 64 ბიტიან მოწყობილობებშო (ანუ, დაწყებული iPhone 5s-იდან ვიდრე დღემდე) ყველაფერი კიდევ უფრო გართულებულია, პაროლის გადარჩევა საერთოდ შეუძლებელია. ანუ რომ დაეხმაროს Apple გამოძიების ფედერალურ ბიუროს, ძალიან მცირე ოდენობის ინფორმცია გახდება ხელმისაწვდომი.
დაბლოკილი აიფონის შიგთავსზე წვდომის მიღების მხოლოდ სამი გზა არსებობს:
1. მივიღოთ მონაცემები iCloud-ის მარქაფიდან. ეს შეუძლია Apple-ს, ვინიდან დაშიფვრის გასაღებები გააჩნია;
2. ვიპოვნოთ კომპიუტერი, რომელთანაც ადრე ეს ტელეფონი იყო მიერთებული და დამყარებული იყო trusted relationship. მართალია, აპარატის გამორთვისა და ხელახალი ჩატვირთვის შემდეგ გასაღებები ინვალიდური ხდება, მაგრმა თუ ეს არ მოხდა და ცხელ კვალზე მიაერთებთ ისევ ამ კომპიუტერთან, პასკოდის შეყვანის გარშე შესაძლებელი იქნება iTunes-ის ლოკალური მარქაფის გაკეთება.
3. პასკოდის გატეხვა უშუალოდ ეკრანზე მისი ეკრეფით. არსებობს მინიმუმ ორი გაფაწყვეტილება (პროგრამულ-აპარატურული კომპლექსები). მაგრამ არ გვავიწყდება 10 მცდელბის შესახებ, რომლის შემდეგაც ტელფონი წაშლის ყველანაირ ინფორმაციას საკუთარ მეხსიერებაში. ყოველი ახალი მცდელობა ზრდის იმ დროს, რომელის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შემდეგი მცდელობა. ამის გვერდის ავლა შეიძლება, თუ ყოველ მცდელიბას დაახლოებით 40 წამის ინტერვალით გააკეთებთ, მაშინ დრო არ გაიზრდება. უხეში გაანგარიშებით, წარმატება ამ შემთხვევაში 10%-ის ფარგლებშია.
მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ თხრობას. აიფონის „გატეხვის“ შედეგები იმაშია, რაც მე ყველაზე მეტად მადარდებს — საზოგადოების აპათიური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩემი მოსაზრებით, ბევრი უბრალოდ ვერ ხვდება ამ სიტუაციის პოტენციურ შედეგებს, რაც მოყვება იმას, თუ Apple იძულებული იქნება მაინც დეამორჩილოს სასამართლოს გადაწყ���ეტილებას.
ცალკე უნდა აღინიშნოს ის ადამიანები „მე არაფერი მაქვს დასამალი, დაე ნახონ“, რომ გაჰყვირიან. ჯერ ერთი, მე ვფიქრობ რომ ასეთი ადამიანებისათვის პირადი ინფორმაციის პრივატულობა — ფრიად გაუგებარი კატეგორიაა, განსაკუტრებით მას შემდეგ რაც მათ მრავალი ათეული წელი გაატარეს საბჭოეთში. მეორეც, როდესაც ადამიანი ასეთ რამეს აცხადებს, მე ყოველთვის ვთავაზობ საჯაროდ დადოს საბანკო ბარათების სურათები, პასპორტი და ა.შ. რატომღაც ამ შეთავაზების შემდეგ ყველა უკვალოდ ქრება. არადა, Apple-ის იძულების ერთ-ერთი შედეგი შესაძლოა გახდეს ბოროტმოქმედების წვდომა ასეთ ინფორმაციაზე. და მესამე, მე არ ვთვლი, რომ ადამიანებს, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ პირად ინფორმაციას შეიძლება რაიმე საპასუხისმგებლო საქმე ჩააბარო ანდა მომავალში მათი აზრი გაითვალისწინო.
თუ FBI მიიღებს შესაძლებლობას ელექტრონული ბრუტ-ფორსით გადაარჩიოს პაროლების ყველა შესაძლო ვარიანტი და შესაძლოა განბლოკოს მოწყობილობა (ჩვენ არ ვიცით, იმ კონკრეტულ ტერორისტს რა მეთოდი ჰქონდა გამოყენებული, 4-ნიშნა PIN-კოდი, თუ უფრო რთული ვარიანტი. ამიტომ გარანტირებული შედეგის მიღება სათუოა), მნიშვნელობა არ ექნება, რა მეთოდით იქნება დაშიფრული ინფორმაცია —პერსპექტივაში ნებისმიერი მოდელი გატყდება. და ნუ ჩავთვლით, რომ ეს კონკრეტული საქმე მხოლოდ Apple-ს შეეხება და სხვებს არა. საკვანძო სხვაობა ამ სიატუაციისა სხვა წინამორბედებისაგან (როგორც მაგალითად Blackberry-ის შემთხვევაში, როდესაც კომპანია წვდომას აძლევდა სპეც სამსახურებს თავის სერვერებზე), არის მოთხოვნა სპეც სამსახურის მიერ საოპერაციო სისტემის სპეციალური ვერსიის შექმნაზე. საკითხი არ დგას, შეუძლია, თუ არა ეს Apple-ს, საკითხი დგას, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ამ სიტუაციის სხვა ასპექტი. FBI და სხვა სპეც, სამსახურები, რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, დიდი ხანია ითხოვენ წვდომის შესაძლებლობას მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე. დისკუსები „უკანა კარის“ არსებობაზე პროგრამულ უზრუნველყოფაში (რასაც FBI ითხოვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში), უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს (1993 წლიდან) და ჯერ-ჯერობით კერძო კომპანიები ახერხებდნენ საკუთარი პოზიციების დაცვა. არის მოსაზრება, რომ სან ბერნარდინოს საქმე FBI-მ სპეციალურად წამოწია წინ, ვინაიდან ის ყველაზე მსხვილი ტერაქტია 2001 წლის 11 სექტმებრის შემდეგ (დაიღუპა 14, დაიჭრა 22 ადამიანი). შესაბამისად ემოციური სიმძაფრე ამ სიტუაციის გარშემო კვლავაც ძალიან დიდია. FBI შესანიშნავად ხვდება, რომ რიგით ადამიანებში ძლიერი ემოციების გაღვივება ფრაზებით „აი, Apple ხელს უშლის გამოძიებას“ ძალიან ადვილია, ამიტომ აირჩიეს ეს საქმე. ის, რომ ახლა აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს და ეს აუცილებლად იქნება გამოყენებული საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ, ასევე არტულებს საქმეს. რესპუბლიკური პარტიის ტაუნჰოლზე უკვე დაისვა კითხვა, რა უნდა გააკეთოს Apple-მა და ყველა კანდიდატმა ერტხმად უპასუხა, რომ „უნდა ვაიძულოთ Apple გააკეთოს ის, რასაც ითხოვს FBI“.
იურიდიული პრეცედენტი — ფრიად საშიში რამა რის, ვინაიდან ყველაფერი ერთი მცირე დათმობით იწყება და მერე ეს გადაიზრდება ზვავისებური ცვლილებებში, რომლეთა შეჩერება უკვე შეუძლებელია. დღეს FBI ითხოვს „ერთი კონკრეტული აიფონის“ გატეხვას, ხოლო ხვალ, პრეცედენტით შეიარაღებული, აღმოჩნდება რომ „აი კიდევ ერთი iPhone და ისიც ტეროროსტის (როგორც მინიმუმ, ასე ვფიქრობთ) და მისი გაშიფვრაც საჭიროა“. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ის ტერორისტი არც ყოფილა, არც საკმარისი საფუძლევლიც არ არსებობდა, მაგრამ ეს არავის არ გაახსენდება. და შემდეგ კი დაიწყება FBI-ს, CIA-ს, NSA-ს მოთხოვნების გაუთავებელი ნაკადი. და თითოეულ ასეთ მოთხოვნას რაიმე უნიკალური მეთოდი დასჭირდება, მანამ, სანამ კომპანიას არ მობეზრდება და არ გააკეთებს ერთ უნივერსალურ ხელსაწყოს, სპეც. სამსახურებისათვის. და თუ ამ ხესლაწყოს გამოყენებას შეძლებს სახელწმიფო, რატომ გგონიათ, რომ ის არ აღმოჩნდება კრიმინალური დაჯგუფებების ხელში? ან მაგალითად სამოქალაქო საქმეების გარჩევისას, ცოლ-ქმარს შორის? და შემდეგ ეს მოთხოვნა აიფონიდან თანდათან გადავა მაკზე, შემდეგ ვინდოუსზე (თუ მანდ ისედაც სპეც. სამსახურები დათარეშობენ ჩვენს დაუკითხავად?), შემდეგ ანდროიდზე? და ვინ იცის, რა უფრო ადრე მოხდება — ეს ხელსაწყო გადავა ბოროტმოქმედების ხელში, თუ სახლემწიფო მოითხოვს ამ მექანიზმის ჩასმას ყველა საოპერაციო სისტემაში. არანაირი მნიშვენობა არ ექნება, iPhone იქნება ეს, თუ რა მეთოდი გამოიყენა Apple-მა ინფორმაციის განშიფრისათვის, ეს დათმობა რადიკალურად შეცვლის ინფორმაციის დაცვის მეთოდებს მთელს მსოფლიოში. ორი სიტყვა გაჟონვის შესახებ. წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ინფორმაცია Apple-ის ახალი პროდუქტების შესახებ მუდმივად ჟონავს ვითომდა საიდუმლო წყაროებიდან. და რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ხესაწყო ასევე არ გაჟონავს Apple-ის სერვერებიდან? არანაირი.
ამიტომ მე არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ეს საქმე ძალიან მნიშვენლოვანია. ამიტომ არის, რომ გუგლიც და მაიკროსოფტიც (მართალია, საკმაოდ მდორედ) მხარს უჭერენ Apple-ის პოზიციას. რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, ვისაც არ აღელვებს საკუთარი ინფორმაციის დაცულობა, ჩვეულებრივ მომხმარებლებს უფლება აქვთ უსაფრთხოებაზე და ხელშეუხებლობაზე. სპეც. სამსახურებს, რომლებმაც უნდა ებრძოლონ ტერორისტებს და სხვა ბოროტმოქმედებს, საკამრისად აქვთ ხელსაწყოები იმისათვის, რომ თავისი საქმე აკეთონ. რატომ უნდა მივცეთ მათ დამატებითი საშუალებები ჩვენი პროვატულობის დასარღვევად? ხოლო მომმხარებლებს ჯერ კიდევ აქვთ უფლება იმაზე, რომ დაიცვან საკუთარი თავი და ინფორმაცია სახელმწიფოსგან და დამნაშეავეებისაგან. ამიტომ ეს დისკუსია — უფრო მეტია, ვიდრე სასამართლო განჩინება ეფლისადმი, ეს არის ის, რაც ეხება ყველა მომხმარებელს გამონაკლისის გარეშე, ის ეხება ჩვენს უფლებებსა და თავისუფლებას, ასევე ჩვენს უფლებას დავიცვათ ეს თავისუფლება მათგან, ვისაც მათი შებღალვა სურთ. მთელი ეს ფრაზები „ოჰ, კარგი ერთი! სოცალური მედიის პირობებში ისედაც ყველაფერი ცნობილია“ — იგივე ინფანტილიზმია, რომელიც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. დიახ, თავდაცვის ხელსაწყოებით მარტო კეთილსინდისიერი მოქალაქეები არ ისარგებლებენ, არამედ ბოროტმოქმედებიც, მაგრამ ეს სიატუაცია ძალიან ჰგავს სამზარეულოდ დანების ამბავს: მათი საშუალებით ბოსტენულის დაჭრაც შეიძლება და ადამიანისაც, მაგრამ რატომღაც არავინ არ კრძალავს ამ დანებს, ვიანიდან ისინი კარგი საქმისათვისაც საჭიროა.
მე ვთვლი ადამიანის პირად ინფორმაციას, უნდა მას მისი დაცვა, თუ არა, „ძირითად თავისუფლებად“ და თქვენს გირჩევთ, რომ ასევე მოეპყროთ მას. FBI-დან მოთხოვნა და Apple-ის პოზიცია პოტენციურად არა მარტო აშშ-ს მთავრობისათვის, არამედ სხვებისათვისაც ხსნიან არასანქცირებული წვდომის შესაძლებლობას იმ ინფორმაციაზე, რომელიც არა მარტო iPhone-ში ინახება, არამედ ანდროიდშიც, მაკებშიც და სხვა ნებისმიერ მოწყობილობაშიც. ამიტომ Apple-ის პოზიცია ახლა — არა მხოლოდ „მარკეტინგული სვლაა“, არამედ პრინციპიალური პოზიცია, კარგად გააზრებული შედეგებით სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ არის რომ მწყინს, როდესაც ვხედავ დასავლური პრესის ჟურნალისტების გაძლიერებულ აქტივობას, რომლებიც აქტიურად განიხილავენ არსებულ ვითარებას და სანაცვლოდ თითქმის ნულოვან რეაქციას ჩვენს პრესაში. ტიმ კუკი მოგვიწოდებს აქტიური დისკუსიის დაწყებისაკენ ამ საკითხზე და სწორედ ეს უნდა ხდებოდეს ყველგან. დისკუსიის გარეშე, იმის გაგების გარეშე, თუ რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს Apple-ის მხირდან დათმობას, სრულიად შეიცვლება ჩვენი საინფორმაციო მომავალი.
P.S. როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეფლისა და FBI-ს დაპირისპირების შესახებ. და როდესაც თითქოსდა მხოლოდ ერთი ტელეფონის გატეხვაზეა საუბარი, ამოტივტივდა ფრიად საინტერესო დეტალები.
კერძოდ, FBI კიდევ 9 აიფონის გატეხვას ითხოვს, გვატყობინებს The New York Times. გაზეთს ხელთ ჩაუვარდა სასამართლოს დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ კიდევ რამდენიმე საქმეზე. და ყველა მათგანში აიფონის გატეხვის მოთხოვნაა.
აშშ-ს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ჯერ არ ადასტურებენ აღნიშნული მოთხოვნების არსებობას.
Apple-ს უკვე მხარი დაუჭირეს სხვა ტექნოლოგიურმა კორპორაციებმა, მათ შორის Google-მა და Facebook-მა. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ცალსახად FBI-ს მხარეზე დადგნენ.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეფლში არ სურთ რეპუტაციის დაკარგვა და მარკეტინგული ზარალის მიღება, ხოლო პრივატულობაზე ნაკლებად ზრუნავენ.
როგორც ხედავთ, ჩვენი უსაფრთხოება მართლაც დიდი საშიშორების წინაშე დგას.