GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple Watch-ის ეკრანი არ რეაგირებს შეხებაზე. რა ვქნათ?

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
25/10/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
433
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

იმისდა მიუხედავად, რომ ბევრ თანამედროვე სმარტფონს აქვს დაცვა ტენისგან, მათი გამოყენება წყალქვეშ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არა, საქმე იმაში არ არის, რომ არსებობს რაიმე განსაკუთრებული აკრძალვა, არამედ იმაში, რომ ტევადი ეკრანები წყალთან კონტაქტს აღიქვამენ, როგორც ნამდვილ შეხებას. ამის გამო, სენსორული ეკრანი იწყებს ზეწოლების არასწორად აღქმას და ხელს უშლის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. ამ თვალსაზრისით ჭკვიანი საათების ეკრანები არაფრით განსხვავდება სმარტფონებისგან, რადგან ისინი ასევე პასუხობენ წყალთან შეხებას, რაც თავის მხრივ ზოგჯერ მომხმარებლებისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. საბედნიეროდ, Apple-მა ამოხსნა ეს პრობლემა.

მეორე თაობიდან დაწყებული, Apple Watch-მა მიიღო წყლისგან დაცვა, რამაც შესაძლებელი გახადა წყალში ასეთი საათით შესვლა. iPhone-ისგან განსხვავებით, რომელიც, IP67/68 სერთიფიკაციის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული წყალში რომ მოხვდეს, Apple Watch ითვალისწინებს სპორტული ვარჯიშების ჩატარებას აუზში. ეს ნიშნავს, რომ საათს დროდადრო მოუწევს წყლით გამოცდა, რამაც შეიძლება შეაფერხოს სენსორული ეკრანის მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლად, Apple-მა მიკროკოდში განათავსა სპეციალური რეჟიმი, სახელად „წყლის დაბლოკვა (Water Lock)“.

რას ნიშნავს წყლის წვეთი Apple Watch-ის ეკრანზე

არა, ეს ხელს არ შეუშლის წყლის შეღწევას მოწყობილობაში. ამისათვის დიზაინში გათვალისწინებულია პასიური დაცვა. ეს რეჟიმი საჭიროა იმისათვის, რომ ეკრანი წყალთან კონტაქტისას ჩაიკეტოს. ფაქტია, რომ წყალი დენის კარგი გამტარია, რაც ნიშნავს რომ მას შეუძლია გამოიწვიოს მოკლე ჩართვა. და ვინაიდან ტევადი ეკრანები არ რეაგირებენ ზეწოლაზე, როგორც ამას აკეთებენ რეზისტენტული ეკრანები, არამედ კონტაქტების შეკვრაზე, შემთხვევითი დაწკაპუნების თავიდან აცილების მიზნით, საათი დაბლოკავს ეკრანს. შედეგად, Apple Watch კვლავ შეძლებს შეტყობინებების გაგზავნას და სხვა ინფორმაციის ჩვენებას, მაგრამ ეკრანი არ მოხდენს შეხებაზე რეაგირებას.

„წყლის დაბლოკვის“ რეჟიმი შეიძლება იძულებით გააქტიუროთ, მაგალითად, თუ გადაწყვეტთ მხოლოდ ცურვას, ასევე შესაძლებელია გააქტიურება ავტომატურადაც. თვითაქტივაცია ხდება იმ შემთხვევაში, თუ Apple Watch გამოიცნობს წყლის ვარჯიშების დაწყებას. ამ შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება წყლის წვეთის ხატულა. ეს ნიშნავს, რომ „წყლის დაბლოკვა“ არის ჩართული და ახლა საათის ეკრანი არ უპასუხებს ნებისმიერ შეხებას. იმისათვის, რომ აღადგინოთ საათის ჩვეულებრივი ფუნქციონირება, დაატრიალეთ საათის ციფრული ბორბალი ატრიალეთ მანამ, სანამ ეკრანი არ განიბლოკება.

როგორ გავაშროთ Apple Watch

„წყლის დაბლოკვის“ რეჟიმის გამორთვა ერთდროულად ააქტიურებს დაბალი სიხშირის ხმას — ეს ნორმალურია. თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, თუ როგორ გამოდის წყლის წვეთები დინამიკების გარეთ. ამრიგად, Apple Watch აშრობს საკუთარ თავს. იმისდა მიუხედავად, რომ საათის დიზაინი უზრუნველყოფს სპეციალურ შუასადებს, რომელიც იცავს შიდა კომპონენტებს ტენიანობის შეღწევისაგან, ჯერ კიდევ არსებობს ტექნიკური ხვრელები კორპუსში, სადაც წყალს შეუძლია შეაღწიოს. მნიშვნელოვანია, სითხე დიდი ხნით არ გაჩერდეს კორპუსში, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს იმ ბგერის ხარისხზე, რომელსაც საათი უშვებს და, შესაძლოა, სხვა ელემენტების მუშაობას ხელი შეუშალოს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ორიგინალი Apple Watch (სერიის მითითების გარეშე), ისევე როგორც Apple Watch სერია 1-ს, არ აქვთ დაცვა წყლის შეღწევისგან და, შესაბამისად, აუზში და განსაკუთრებით მარილიან წყალში ვარჯიშები უკუნაჩვენებია. ამრიგად, თუ ამ საათის მოდელების ეკრანი შეწყვეტს შეხებაზე რეაგირებას, არ შეეცადოთ გამორთოთ „წყლის დაბლოკვის“ რეჟიმი, რადგან ის ამ მოდელებს უბრალოდ არა აქვთ. სავარაუდოდ, მიზეზი იმისა, რომ სენსორული ეკრანი არ რეაგირებს შეხებაზე, პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს და ასეთ სიტუაციებში უმჯობესია დაუკავშირდეთ Apple სერვისცენტრს.

Tags: Watch
Previous Post

Apple-ის ოქტომბრის ღონისძიება არ იქნება — რა ხდება რეალურად

Next Post

რატომ ჰგავს Pixel 4 iPhone-ს?

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
930
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
251
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
501
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
407
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
272
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
945
Next Post
რატომ ჰგავს Pixel 4 iPhone-ს?

რატომ ჰგავს Pixel 4 iPhone-ს?

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG