Apple Watch-ის ოფიციალური წარმოდგენის შემდეგ მრავალი გაოცებული დარჩა — რა არის ეს, რატომ არის ამ მოწყობილობის გარშემო ასეთი ხმაური ატეხილი და მართლა ხომ არ ჩაიფუშა Apple. სრულიად გაუგებარი იყო, რისთვის არის საჭირო ეს ნივთი, რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული და რით იქნება ის უკეთესი კონკურენტების სხვა საათებისაგან? ტიმ კუკის მარკეტინგული ლაქლაქი და ამ მოწყობილობაზე ლამაზი სურათების გამოტანამ ჩვენ ჯერ სრულიათ ვერ დაგვარწმუნეს.
მაგრამ ამასთან ერთად, არის იმის გაგება, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყიდის ამ მოწყობილობას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს Apple-ია და ესე იგი, არსებობს პოტენციური ბაზარი, რომელზეც ვინც პირველია, ის მოგებულია.
იმისათვის რომ გავიგოთ, რა არის სინამდვილეში ეს მოწყობილობა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, ჩვენ მის SDK-ში უნდა ჩავიხედოთ.
კვლევების შედეგებმა ცოტა არ იყოს გაგვაოცეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ დამატებითი მონიტორია თქვენი iPhone-ისათვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ნოუთბუკს მიუერთეთ დმატებითი მონიტორი ზომებით 3×5-ზე, ახლა თქვენ მასზე შეგიძლიათ რაიმე გამოიტანოთ. რა? „არ ვიცი, ალბათ რაიმე შეტყობინებები“ — გეტყვით თქვენ Apple. დაახლოებით ასე. ანუ, საათი თავისტავად არაფერს არ აკეთებს. რუკაც კი PNG-ფაილის სახით გამოისახება ეკრანზე, რომელიც წინასწარ iPhone-ზე შეიქმნა.
აი, რას ამბობს Apple ოფიციალურად:
„Watch-ის აპლიკაცია ავსებს თქვენს ძირითად iOS-აპლიკაციას და არ ცვლის მას. თუთქვენ ახლა ზომავთ დროს, რომელსაც მომხმარებელი პროგრამაში ატარებს, წუთებით, Watch-ის აპლიკაციაში ეს დრო წამებში განიზომება“.
აპლიკაცია iPhone-ში შეიცავს მთელ კოდს, Watch-ის მხარეზე მხოლოდ რესურსები ინახება და UI (Storyboard). აი სქემები, რომლებიც ციტათი ხსნიან, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი:
ვინაიდან აპლიკაცია iPhone-ის მხარეზე სრულდება, პროგრამისტისათვის ხელმისაწვდომია ყველა მეთოდი და მონაცემები, რაც ტელეფონში ინახება (თუმცა Apple-მა უკვე გააფრთხილა დეველოპერები იმ ენერგოდანახარჯებზე, რაც ოპერაციების შერულებას დასჭირდება). WatchKit კი არის ის „ხიდი“, რომელიც აკავშირებს კოდს iPhone-ში Watch-ის ინტერფეისთან.
ახლა, მოდი ვისაუბროთ პერიფერიაზე და შესაძლებლობებზე.
Watch-ზე დაყენებულია Watch OS. მოწყობილობის ზომები 38×38მმ, ან 42×42მმ. ეკარნის გარჩევადობა — 340x272px, ან 390x312px შესაბამისად. სამი სხვადასხვა მოდელი იქნება ხელმისაწვდომი: Watch, Sport Watch, Edition Watch (განსხვავება შუშაში, სამაჯურებშია და Edition ვერსია 18 კარატიანი ოქროთი იქნება დაფარული).
პერიფერია: არის Bluetooth და Wi-Fi, მაგრამ მათი საშუალებით მხოლოდ iPhone-თან შეიძლება დაკავშირება, ანუ დეველოპინგში არ გამოდგება. არის აქსელერომეტრი და ჰიროსკოპი, მაგრამ მათი დეველოპინგში გამოყენება არ შეიძლება. ეკრანი გრძნობს დაჭერის ძალას, მაგრამ ამის დეველოპინგში გამოყენება არ შეიძლება. არის ტაქტილური შეტყობინებები (TapTic Engine), მაგრამ მათი დეველოპინგში გამოყენება არ შეიძლება. არის ჩადგმული ხმამაღლამოლაპარაკე და მიკროფონი, მაგრამ… გასაგებია უკვე. არის GPS, მაგრამ მხოლოდ iPhone-ში. ანუ თუ დარბიხარ და გჭირდება მანძილის, დროის და ა.შ. გაზომვა, iPhone-ის გარეშე ეს არ გამოვა.
არის წინასწარ დაინსტალირებული აპლიკაციები და არის აპლიკაციები, რომლებიც შეგიძლია შექმნა:
- Glances — მხოლოდ ინფორმაციის საჩვენებლად, ანუ მასში არ არის არანაირი ელემენტი, რომლებიც მომხმარებლის ურთიერთქმედებას მოითხოვენ.
- Notifications — ორი სახის არსებობს: მოკლე და გრძელი. მოკლე — რომელიც საათის ერთ ეკრანზე ეტევა. გრძელი — რომელსაც ეკრანის ქროლი დასჭირდება. მათში შესაძლებელია ტექსტის, ნახატის, ღილაკების გამოყენება. თითის დაჭერა იწვევს იგივე აპლიკაციის iPhone-ში გახსნას.
- WatchKit Apps — აი ეს უკვე სრულფასოვანი აპლიკაციაა, რომელმაც იდეაში iPhone-ის გარეშე უნდა იმუშაოს. მაგრამ როდის გამოჩნდება ასეთი სახის აპლიკაცია, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შედეგად, დეველოპინგის თვალსაზრისით დღეს ეს სრულიად გამოუსედაგრი მოწყობილობაა. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ — ეს ძალიუან გაქვს Apple-ის ადრინდელ ქმედებას. ყველაფერი წინაა, თუცა არ ვიცით როდის. პირველ აიფონზეც შეუძლებელი იყო აპლიკაციების დაყენება. ანუ აზრი გასაგებია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, Apple Watch-ის პერსპექტივები ბაზარზე ჯერ ბუნდოვანია. მაგრამ აი რისი გაგება გახდა შესაძლებელი. ეს არ არის საათი.
ეს არის ჯანმრთელობის მოწყობილობა. HealthKit-ის ფუნქციებს SDK-ში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. და ამ ფუნქციათა ოდენობაც ყველაზე მეტია.
როგორც ჩანს, Apple სერიოზულად არის მოწადინებული დაიპყროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბაზარი და სერვისები. არასაკმარისი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღება, გავლილი კილომეტრების დაფიქსირება, ექიმის რჩევები და ადრეული დიაგნოსტიკა. აი საით უმიზნებს Apple.
აი ეს უკვე ფრიად საინტერესოა და თან ძალიან. მაგრამ ამ ბაზარზე ჯერ არავის არ უშვებენ. და ჩვენტან ეს სერვისები ოდესმე თუ იმუშავებს, ისიც საკითხავია.
შედეგად, Apple-მა თან გაგვიცრუა იმედი და თან დაგვაინტრიგა. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ გადასული. ჯერ იქ არაფერი არ გვესაქმება.