Apple Watch-ის შემდეგი თაობის გამოსვლა 2017 წლის მეორე ნახევარზეა დაგეგმილი. ამის შესახებ გვამცნო DigiTimes-მა ტაივანიდან, რომლემაც ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიებიდან მოიპოვა.
ამჟამად Apple Watch მხოლოდ ტაივანში იწყობა, კომპანია Quanta Computer-ის ქარხნებში. 2017 წლის მეორე ნახევარში ეფლის ჭკვიანი საათების წარმოებას კომპანია Compal Electronics-იც დაიწყებს, რომელიც თავის თავზე აიღებს მიმდინარე მოდელის წარმოებას. ხოლო Quanta Computer კი შემდეგი, მესამე თაობის ჭკვიანი საათის წარმოებაზე გადაერთვება.
გასულ წელს 11.9 მლნ ერთეული Apple Watch იქნა წარმოებული — ჭკვიანი საათების 49%. Apple საათის 2 თაობას უშვებს: Series 1 და Series 2. მათი დიზაინი ერთნაირია, სხვაობა შიგთავსშია: მეორე თაობის ჭკვიანი საათი GPS მოდულს შეიცავს და 50 მეტრამდე წყალში გადასარევად მუშაობს. ორივე თაობის საათის კორპუსი ალუმინის, უჟანგავი რკინსა და კერამიკისგან მზადდება. ოქროს მოდელები მოიხსნა წარმოებიდან.
მოსალოდნელია წამრადობის და ავტონომიური მუშაობის ზრდა ახალ მოდელში, ასევე GSM მოდულის დამატებაც. ამის წყალობით, საათი აღარ იქნება აიფონთან დაკავშირებული ხისტად და დამოუკიდებლად შეძლებს მუშაობას.