გახსოვთ ეს სერვისი? ამ აპლიკაციაში Apple-მა შეაგროვა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და საუკეთესო ჟურნალების კრებულები და მიაწოდა საკუთარ მომხმარებლებს iPhone-ისა და iPad-ს Apple News-ის აპლიკაციის საშუალებით. ამ აპლიკაციაში 300-ზე მეტი ჟურნალია, მათ შორის არის: Wired, The Wall Street Journal, Vanity Fair და კიდევ სხვა სახელოვანი ჟურნალი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ სერვის მომხმარებლები თითქმის აღარ ემატება.
CNBC-ის წყაროს თანახმად, Apple ცდილობს ახალი მომხმარებლების დამატებას. ფაქტია, რომ სერვისის გამოსვლიდან პირველ 48 საათში Apple News+ 200,000 მომხმარებელმა გამოიწერა.