იუსტიციის ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის განყოფილებამ, Apple-ის, Amazon-ის, Facebook-ისა და Google-ის წინააღმდეგ — გამოძიება დაიწყო.
ექსპერტები აპირებენ შეამოწმონ ის კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავიათ ინტერნეტ ქსელური რესურსების კუთხით. მათ აინტერესებთ, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან, რომლებიც დომინანტ პოზიციებზე იმყოფებიან, ხომ არ იყენებენ რაიმე მეთოდებს იმისათვის, რომ შეამცირონ ქვედა კონკურენცია ახალ ინოვაციების კუთხით და ზიანი მიაყენონ მომხმარებლებს. ეს საქმე „ბიზნესმენების, მეწარეებისა და მომხმარებლების შეშფოთებამ“ გახსნა.
გამოძიების მიზანია — შეისწავლოს კონკურენტული პირობები ინტერნეტ ბაზარზე და უზრუნველყოს ამერიკელების ხელმისაწვდომობა თავისუფლად, სადაც კომპანიები კონკურენციას უწევენ მომსახურებას. თუ დანაშაული გამოვლინდება, სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს კომპენსაციის სახით.
ხელისუფლება ეჭვმიტანილებად Apple-ს, Amazon-სა და Google-ს განიხილავს. [MacRumors]