GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

Mac OS X-ის ისტორია

IC by IC
27/03/2011
in სიახლეები
Reading Time: 2 min
0
Mac OS X-ის ისტორია
474
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

წელს, 24 მარტს,  ეპლის საოპერაციო სისტემას OS X-ს 10 წელი შეუსრულა. როგორც სჩანს, ზაფხულისთვის დაგეგმილი მეშვიდე ვერსია, Mac OS 10.7, ანუ იგივე ლომი, საბოლოო იქნება, რადგანაც ველური კატების სამყაროში, რომელთა სახელების დარქმევაც საკუთარი საოპერაციო სისტემების ვერსიებისთვის  ეპლს ძალიან უყვარს, ლომზე ძლიერი არ არსებობს. რაღათქმა უნდა, რომ კომპანია არ შეწყვეტს დესკტოპის საოპერაციო სისტემის გამოშვებას, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი სრულიად განსხვავებული იქნება ახლანდელი OS X-ის კონცეფციისგან. ცხოველთა სამყაროს რომელ ოჯახზე გადაინაცვლებს ეპლი, ან ერქმევა კი საერთოდ ცხოველების სახელები ლომის შემდგომ ვერსიას, ეს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცის კუპერტინოში. მანამდე კი გავიხსენოთ, როგორ დაიწყო მსოფლიოში ყველაზე კარგი საოპერაციო სისტემის ისტორია.

სტივ ჯობსის ეპლში დაბრუნებამდე კომპანია რამდენიმე წელიწადი უშედეგოდ ცდილობდა თავისი Mac OS Classic-ის საფუძვლიან განახლებას.  1984 წლიდან დაწყებული, როცა პირველი მაკინტოში მოევლინა სამყაროს და გრაფიკული ინტერფეისი და მაუსის რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი, ეპლის საოპერაციო სისტემა ნელ-ნელა დამძიმდა და აღარ გამოირჩეოდა ისეთი სტაბილურობით, როგორც რამოდენიმე წლის წინ.  გამომდინარე იქიდან, რომ Mac OS  კვლავ ძველ კოდზე იყო დამყარებული, ეპლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ახალი საოპერაციო სისტემის ნოლიდან შექმნა და ამისათვუს 1994 წელს პროექტი სახელწოდებით კოპლანდი დაიწყო.

ორიოდე წლის შემდეგ მენეჯმენტი მიხვდა, რომ ეს პროექტი, მიუხედავად მასში ინვესტირებული უამრავი ფულისა და ადამიანური რესურსებისა, ვერასოდეს დამთავრდებოდა მთელი რიგი მიზეზების გამო. ეპლმა გადაწყვიტა უბრალოდ ეყიდათ რომელიმე იმ დროისთვის არსებული პერსპექტიული საოპერაციო სისტემა და ის განევითარებინათ საკუთარი მაკებისთვის. კომპანია ძალიან ახლოს იდგა ეპლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჟან ლუი გასეს პირმშოს – BeOS-ს ყიდვისგან, როდესაც ეპლის გენერალურ მენეჯერს გილ ამელიოს სტივ ჯობსმა, რომელიც იმ დროისთვის საკუთარ NeXT Inc-ს ედგა სათავეში, დაურეკა საქმიანი წინადადებით. ამის შემდეგ ეპლი ყიდულობს სტივ ჯობსის NeXT-ს ძირითადად მისი საოპერაციო სისტემა NeXTStep-ის გამო და აქედან იწყება Mac OS X-ის ისტორიაც.

Next-ის ყიდვის შემდეგ ეპლმა გადაწყვიტა, რომ NeXTStep-ზე გადმოეტანათ MacOS -ის ძველი ინტერფეისი. სამუშაო იმდენად ადვილი ჩანდა, რომ მისი განხორციელება მხოლოდ ერთ პროგრამისტს მიანდეს. ამ პროექტის მენეჯერი კორდელ რაცლოფი იხსენებს, რომ მისი (პროგრამისტის) სამუშაო საკმაოდ მოსაწყენი იყო –  მას ახალი ინტერფეისი ძველისთვის უნდა დაემსგავსებინა.

მიუხედავად კომპანიის ასეთი პოლიტიკისა ახალი საოპერაციო სისტემის მიმართ, რაცლოფი თვლიდა, რომ ძველი ინტერფეისის ინტეგრაცია სრულიად ახალ საოპერაციო სისტემაზე, რომელიც მარკეტინგული მიზნით იყო გამოწვეული, საკმაოდ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ამიტომ მანდ პარალელურად დაიწყო ახალი ინტერფეისის კონცეფციაზე მუშაობა. ბერტრან სერლემ, რომელმაც პირველმა ნახა კონცეფციის ელემენტები, უაღრესად კმაყოფილი დარჩა, მაგრამ იმდროინდელმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ  ეპლს არც დრო ჰყოფნიდა და არც შიდა რესურსები სრულიად ახალი ინტერფეისის შესაქმნელად და გააგრძელეს ძველი პოლიტიკის განხორციელება.  რამოდენიმე თვის შემდეგ ეპლის სოფტვეარ ინჟინრების შეხვედრაზე რაცლოფმა მაინც წარმოადგინა ახალი ინტერფესის მონახაზები, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ვერ ჰპოვა.  2 კვირის შემდეგ კი რაცლოფს დაურეკა სტივ ჯობსის ასისტენტმა და სთხოვა ჯობსთან შეხვედრისთვის მომზადება. ჯობსი, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ ახალი მოსული იყო  ეპლში, ეცნობოდა კომპანიის მიმდინარე პროექტებს და მათზე მომუშავე გუნდებს. რაცლოფთან და მის გუნდთან მისი შეხვედრა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: “თქვენ ხართ ისინი, ვინც ახალ საოპერაციო სისტემის ინტერფეისზე მუშაობს? თუ კი, მაშინ თქვენ ხართ იდიოტები”, იხსენებს რაცლოფი. სტივ ჯობსს იმდენად სძულდა ძველი Mac OS-ის ინტერფეისი და განსაკუთრებით ფანჯრებთან წვდომის მეთოდი, რომ მწარე ეპითეტებს არ იშურებდა მათთვის, ვინც ძველი ინტერფეისის მომხრე იყო.  მას უბრალოდ არ ესმოდა, რა საჭირო იყო ერთიდაიგივე ფანჯრის გამოძახების 8 მეთოდი, როცა ერთიც საკმარისი უნდა ყოფილიყო. სიტუაციის გადასარჩენად რაცლოფმა ჯობსს ანახა ახალი დიზაინის კონცეფცია, რომელიც მანამდე ყველამ დაიწუნა. იდეით დაინტერესებულმა ჯობსმა მათ 3 კვირის ვადა მისცა პროტოტიპის შესაქმნელად და წარსადგენად.  20 დღე და ღამე მუშაობის შემდეგ Macromedia Director-ში პროგრამისტებმა სტივ ჯობსს წარუდგინეს პროტოტიპის ვერსია.  ჯობსს იმდენად მოეწონა ინტერფეისი, რომ მთელი დღე გაატარა მათთან მსჯელობაში, რა და როგორ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ იდეის ხორცშესხმისთვის.  რაცლოფი იხსენებს, რომ ინტერფეისის ნახვის შემდეგ ჯობსმა მათ უთხრა –  ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეპლში ვხედავ ინტელექტის კოეფიციენტს, რომელიც სამნიშნა რიცხვით იზომება.  ეს იყო ნიშანი იმისა, რომ რაცლოფის გუნდს ჰქონდა სტივ ჯობსის სრუ��ი მხარდაჭერა ახალი ინტერფესის შემქნის საკითხში.  თვითონ ჯობსი უმკაცრესად აკონტროლებდა სამუშაოს პროცესს.  იგი ყოველდღე შედიოდა რაცლოფის გუნდთან ოთახში და პიქსელების დონეზე ამოწმებდა მათ სამუშაოს. თუ რომელიმე დეტალი არ დაემთხვეოდა მანამდე შეთანხმებულ ზომებს ან ფერებს, ჯობსი სერიოზულ სკანდალს უწყობდა კონკრეტულ პროგრამისტს. იგი თვითონ განსაზღვრავდა, რა ზომის, რა ფერის და როგორი ფუნქციონალობის უნდა ყოფილიყო კონკრეტული დეტალი ახალ ინტერფეისში.

რაცლოფი იხსენებს, რომ მისმა გუნდმა  ექვსი თვე დახარჯა მხოლოდ სკროლ ბარების იმ სტანდარტებამდე მიყვანაში, როგორიც ჯობსს სურდა.  ჯობსის იდეა იყო ასევე ჩასაკეცი, დასახური და გასადიდებელი ღილაკების შუქნიშნის ფერებისთვის დამთხვევაც, რადგანაც იგი თვლიდა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის უფრო ადვილი აღსაქმელი იქნებოდა მათი ფუნქციები ფერთა ასეთი კომბინაციის გამო.

18 თვე არანორმალური შრომის შემდეგ ახალი საოპერაციო სისტემა მზად იყო შიდა ტესტირებისათვის. მიუხედავად ამისა, სტივ ჯობსმა იცოდა, რომ ახალ კოდზე დამყარებულ  და სრულიად ახალი ინტერფეისის მქონე საოპერაციო სისტემას დეველოპერები ენთუზიაზმით არ შეხვდებოდნენ.  ამისათვის მანდ გადაწყვიტა დაეყოლიებინა იმდროინდელი სამი გიგანტი Mac OS X-თვის პროგრამების შექმნაში. ესენი იყვნენ Microsoft, Adobe  და Macromedia. მაიკროსოფტი გამოეხმაურა სტივ ჯობსს და შექმნა ოფისი OSX-სთვის, ხოლო დანარჩენი  ორი კომპანია მხოლოდ უბრალოდ პორტირებით შემოიფარგლა, რამაც ეპლს მომავალში უბიძგა საკუთარი ანალოგიური პროდუქტების, iLife, Final Cut , Aperture და iWork-ის  შექმნისკენ.

კორდელ რაცლოფი იხსენებს, რომ ინტერფეისის ე.წ. აკვა კონცეფციის შემქნაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეპლის ახლად გამოსულმა iMac G3-ის გარეგნულმა დიზაინმა, რასაც სტივ ჯობსი ძალიან იწონებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის შეუხამებდა საოპერაციო სისტემის და აიმაკის დიზაინს ერთმანეთს უკვე დასრულებული, ერთიანი პროდუქტის სახით.

საბოლოოდ სტივ ჯობსმა ახალი საოპერაციო სისტემა OS 10.0, იგივე Cheetah  2000 წელს მაკვორლდზე წარმოადგინა, რითიც სათავე დაუდო რევოლუციურ ახალ საოპერაციო სისტემას, რომელმაც  მომავალში თავის მხრივ უდიდესი გავლენა მოახდინა აიფონის, აიპედის შექმნაზე, ხოლო სტივ ჯობსი დროებითი მენეჯერის პოზიციიდან გადაიქცა ეპლის სრულუფლებიან, გენერალურ მენეჯერად. ქვემოთ იხილეთ ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი 2000 წელს პირველად წარადგენს Mac OS X-ს Macworld-ზე.

httpv://www.youtube.com/watch?v=Ko4V3G4NqII

სტატია შეიქმნა OSXBOOK-ის, Wikipedia-ს და Cult of Mac-ის მასალებზე დაყრდნობით

Tags: MacmacOSWatch
Previous Post

iPad 2-ის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში

Next Post

WWDC 2011 6 ივნისს

IC

IC

Related Posts

რატომ არ აქვს iPhone-ს USB-C?
სიახლეები

რატომ არ აქვს iPhone-ს USB-C?

06/03/2021
7
Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა
სიახლეები

Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

04/03/2021
461
Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა
სიახლეები

Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

03/03/2021
581
2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს
სიახლეები

2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს

02/03/2021
63
NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია
სიახლეები

NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია

02/03/2021
41
Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება
სიახლეები

Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

01/03/2021
821
Next Post
Apple WWDC 2016!

WWDC 2011 6 ივნისს

Discussion about this post

  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.