GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

iboot+multibeast – პირველი ჰაკინტოში სწრაფად და მარტივად!

დავით მაჭახელიძე by დავით მაჭახელიძე
11/04/2011
in სიახლეები
Reading Time: 4 min
0
Mavericks (10.9) intelx86 — ინსტალაცია ჩვეულებრივ PC-ზე
788
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სალამი HI-TECH.GE-დან და ჩემი პირველი სტატიაც შეპირებულ თემაზე 🙂

ხშირად კომპანია Apple-ის პროდუქციის შეძენა გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და იმათთვის ვისაც აინტერესებს პლატფორმა და არ აქვს საშუალება სრულად გაეცნოს მას ვთავაზობ მაკინტოშის პერსონალურ კომპიუტერზე ინსტალაციის ერთ-ერთ ინსტრუქციას მრავალთაგან 🙂

ხშირად ჰაკინტოშის დაყენება მოითხოვს კომპიუტერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას, ტერმინალში ბრძანებების აკრეფას, დრაივერების ძიებას და უამრავ ფორუმზე ხეტიალს საჭირო ინფორმაციის მოპოვებისთვის. ამ მეთოდის ავტორი გვთავაზობს მარტივ ინსტალაციას დრაივერების და სისტემური კომპონენტების “სრული” მხარდაჭერით. iBoot+MultiBeast მეთოდი შექმნილია ნებისმიერი დესკტოპისათვის ან ლეპტოპისათვის, რომელიც აწყობილია Intel-ის ბოლო თაობის პროცესორებით Core i3/i5/i7. ასევე ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებს ძველ მანქანებზეც, CoreDuo, Core2Duo და ზოგიერთ შემთხვევაში Pentium 4 პროცესორებზეც. სისტემები AMD-ს ბაზაზე ამ მეთოდით გათვალისწინებული არ არის, რადგან ის მოითხოვს Mac OS X Snow Leopard-ის ბირთვის (kernel) შეცვლას, რაც სისტემის შემდეგ ვერსიამდე განახლებას აფერხებს.

 

რა დაგვჭირდება

  • კომპიუტერი Intel-ის  პროცესორით
  • ცარიელი CD
  • Mac OS X Snow Leopard-ის ოფიციალური DVD დისკი, რომლის შეძენაც შეიძლება ლეგალურად ან გადმოწერა ინტერნეტიდან და 8 გიგაბაიტიან DualLayer DVD-ზე ჩაწერით.
  • შიშებისგან განთავისუფლება :-).
  • მოთმინება და შეუპოვრობა 🙂 – შეიძლება არ გამოგივიდეთ პირველივე ცდაზე, ამიტომაც არსებობს სპეციალური ფორუმები სადაც სხვა მომხმარებლები მსგავსი აპარატული მონაცემებით აუცილებლად დაგეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში 🙂

სანამ დაიწყებთ

  • თუ გაქვთ 4 გბ-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერება ანუ RAM, ამოიღეთ დამატებითი მოდულები. თქვენ მათ ჩაბრუნებას ინსტალაციის შემდეგ შეძლებთ აუცილებლად.
  • გამოიყენეთ მხოლოდ 1 გრაფიკული ადაპტერი პირველ PCIe სლოტში ერთი მიერთებული მონიტორით.
  • გამოაერთეთ ნებისმიერი ხისტი დისკი გარდა ცარიელისა, რომელზეც უნდა დააყენოთ OS X.
  • მოხსენით ნებისმიერი USB  პერიფერიული მოწყობილობა მაუსისა და კლავიატურის გარდა.
  • მოხსენით ნებისმიერი PCI ადაპტერი ვიდეო ადაპტერის გარდა, ისინი შესაძლოა არ იყვნენ თავსებადი მაკთან.
  • თუ იყენებთ Gigabyte 1156  დედაპლატას, გამოიყენეთ ლურჯი Intel-ის SATA პორტები და არა Gigabyte-ის თეთრი.

ნაბიჯი პირველი: ბიოსის პარამეტრები საჭიროა ბიოსში ჩავრთოთ AHCI რეჟიმი და შევცვალოთ ჩატვირთვის პრიორიტეტი CD-ROM დრაივზე. ასევე არ დაგავიწყდეთ გადაიყვანოთ HPET 64 ბიტიან რეჟიმში.

ნაბიჯი მეორე: Mac OS X -ის ინსტალაცია
დაგჭირდებათ iBoot-ის ანარეკლის ჩამოწერა და მისი ცარიელ დისკზე გამოწვა.  გაცილებით ძველი აპარატურის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ iBoot-ის ძველი  Legacy ვერსია.
  1. ჩამოტვირთეთ  iBoot
  2. გამოწვით ანარეკლი CD-ზე
  3. მოათავსეთ iBootCD/DVD დრაივში
  4. გადატვირთეთ კომპიუტერი
  5. Chameleon-ის გამოჩენისთანავე, ამოიღეთ iBoot
  6. მოათავსეთ Mac OS X Snow Leopard Retail DVD და დააჭირეთ F5
  7. როცა ნახავთ შესაბამის ეკრანს დააჭირეთ enter რომ დაიწყოთ ჩატვირთვის პროცესი
  8. როცა გამოჩნდება ინსტალაციის ეკნრანი აირჩიეთ Utilities/Disk Utility.
  9. შეარჩიეთGUID პარტიციების ცხრილი
  10. დააფორმატეთ დისკიMac OS Extended (Journaled) ფაილურ სისტემაში. გაითვალისწინეთ, რომ ქამელეონი მუშაობს 1 ტერაბაიტამდე ზომის პარტიციებთან.
  11. დაარქვით პარტიციას Snow Leopard.  თქვენ შეგიძლიათ შემდგომში გადაარქვათ სახელი მას.
  12. დახურეთ Disk Utility
  13. როცა ინსტალატორი მოგთხოვთ სამიზნეს აირჩიეთ Snow Leopard
  14. აირჩიეთ Customize‚ და მოხსენით დამატებითი პარამეტრები.  ამით ინსტალაციის პროცესს დააჩქარებთ.  თქვენ მათ დაყენებას მოგვიანებითაც შეძლებთ.
  15. ინსტალაციის დასრულებისთანავე გადატვირთეთ კომპიუტერი და ისევ ჩადეთ iBoot დრაივში.
  16. როცა გამოჩნდება Chameleon-ში ჩატვირთვის ეკრანი, ამოარჩიეთ ახალი  Snow Leopard პარტიცია.
  17. უცქირეთ და დატკბით შესანიშნავი ვიდეო მისალმებით

ნაბიჯი მესამე: განახლება 10.6.7-მდე

10.6.2  ვერსიის გამოსვლის შემდეგ და 27” Intel Core i5 და i7 iMac-ების გამოსვლისას Snow Leopard-ს დაემატა Core i5 750 და Core i7 860 პროცესორების მხარდაჭერა. 10.6.6  განხახლება აყენებს Vanilla Kernel-ს რომელიც შეიცავს უსაფრთხოების და სტაბილურობის განახლებებს.

  1. გახსენით Finder და გადადით თქვენს Snow Leopard დისკზე.
  2. წაშალეთ ფოლდერი Mac OS X Install Folder. ის მხოლოდ ინსტალაციის პროცესში იყო საჭირო და აწი დანიშნულება არა აქვს.
  3. ჩამოტვირთეთ Mac OS X 10.6.7 Combo Update
  4. ჩამოტვირთეთ MultiBeast
  5. გახსენით MultiBeast– და ჯერ არ გაუშვათ, დატოვეთ ღია.  როგორც სქრინშოტზეა.
  6. გახსენით MacOSXUpdCombo10.6.7.dmg
  7. დააყენეთ MacOSXUpdCombo10.6.7.pkg
  8. დასრულებისას, როცა ინსტალატორი შემოგთავაზებთ გადატვირთვას.  არ გადატვირთოთ.
  9. გადადით უკვე გახსნილ MultiBeast-ზე.  თუ დახურულია ისევ გახსენით.

ნაბიჯი მეოთხე: MULTIBEAST

MultiBeast არის ყველაფერი-ერთში პოსტ-ინსტალაციის ინსტრუმენტი შექმნილი მყარი დისკიდან ჩატვირთვისთვის, ასევე აყენებს აუდიოს, ვიდეოსა და ქსელს. არის ორი განსხვავებული გადაწყვეტილება EasyBea
st and UserDSDT.  მას დამატებით აქვს სისტემური უტილიტები და დრაივერების კოლექცია, ჩამტვირთები, ჩატვირთვის კონფიგურაცია და სხვა საჭირო ინსტრუმენტები.

EasyBeast არის DSDT-გან თავისუფალი გადაწყვეტილება ნებისმიერ Core/Core2/Core i სისტემისათვის. ის აყენებს მინიმუმს რითაც თქვენი სისტემა ჩაიტვირთება. აუდიო, გრაფიკა და ქსელი ცალკე უნდა შეურჩიოთ.

UserDSDT არის იმათთვის ვისაც უკვე აქვს DSDT ფაილი თავისის სისტემისთვის. მოათავსეთ DSDT.aml თქვენს Desktop-ზე ინსტალაციამდე. აუდიო, გრაფიკა და ქსელი ცალკე იქნება გასააქტიურებელი.  რჩევა: ნახეთ DSDT -მონაცემთა ბაზა თქვენი დედაპლატისთვის.

  1. გაუშვით MultiBeast .
  2. თუ გაქვთ თქვენივე DSDT მოათავსეთ ის სამუშაო მაგიდაზე და აარჩიეთ UserDSDT.
  3. დანაჩენს EasyBeast მონიშნავს
  4. აარჩიეთ System Utilities.
  5. დამატებით, თქვენ დაგჭირდებათ სხვა დრაივერების დაყენება Advanced Options-ში, რომ ჩართოთ ქსელი გრაფიკა და აუდიო. EasyBeast, და UserDSDT სტანდარტულად  აყენებს Chameleon 2.0 RC5 ვერსიას, ასევე ნახეთ MultiBeast-ის დემო ვიდეო რგოლები
  6. დააყენეთ Snow Leopard– დისკზე.
  7. ამოიღეთ iBoot დრაივიდან.
  8. და ჩაიტვირთეთ უკვე მზა  Snow Leopard დისკიდან.

გილოცავთ !

თქვენ უკვე გაქვთ თქვენი პირველი ჰაკინტოში.   თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების შესრულებისას შეგექმნათ პრობლემები შეიარეთ ფორუმებზე ან დასვით კითხვები კომენტარებში.

 

სტივი იყოს თქვენი მფარველი 🙂

 

სტატია ასევე გამოქვეყნებულია საიტზე: HI-TECH.GE

Tags: Apple TViOSMacmacOS
Previous Post

აიპედები საბავშვო ბაღებში

Next Post

სტივ ჯობსი და გუგლი

დავით მაჭახელიძე

დავით მაჭახელიძე

Related Posts

დავაყენეთ iOS 14.4 — ბევრი სიახლეა
სიახლეები

დავაყენეთ iOS 14.4 — ბევრი სიახლეა

27/01/2021
398
აშშ-ს ელჩი Apple-ის შემდეგ Google-საც უჩივის
სიახლეები

აშშ-ს ელჩი Apple-ის შემდეგ Google-საც უჩივის

26/01/2021
52
Apple-ი MacBook Air-ს წელსაც გააძლიერებს. და რაში გვჭირდება MacBook Pro?
სიახლეები

Apple-ი MacBook Air-ს წელსაც გააძლიერებს. და რაში გვჭირდება MacBook Pro?

25/01/2021
326
Microsoft-ი ახალ რეკლამაში ცდილობს დაამციროს MacBook Pro, მათი აზრით Surface Pro 7 უკეთესია
სიახლეები

Microsoft-ი ახალ რეკლამაში ცდილობს დაამციროს MacBook Pro, მათი აზრით Surface Pro 7 უკეთესია

24/01/2021
530
გამოვიდა MacOS Big Sur 11.2 — დეველოპერებისთვის
სიახლეები

გამოვიდა MacOS Big Sur 11.2 — დეველოპერებისთვის

22/01/2021
47
დონალდ ტრამპმა აშშ-ს გმირთა ეროვნულ პარკში სტივ ჯობსის ძეგლის დადგმა მოითხოვა
სიახლეები

დონალდ ტრამპმა აშშ-ს გმირთა ეროვნულ პარკში სტივ ჯობსის ძეგლის დადგმა მოითხოვა

20/01/2021
87
Next Post
სტივ ჯობსი და გუგლი

სტივ ჯობსი და გუგლი

Discussion about this post

  • Microsoft-ი ახალ რეკლამაში ცდილობს დაამციროს MacBook Pro, მათი აზრით Surface Pro 7 უკეთესია

    Microsoft-ი ახალ რეკლამაში ცდილობს დაამციროს MacBook Pro, მათი აზრით Surface Pro 7 უკეთესია

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • დავაყენეთ iOS 14.4 — ბევრი სიახლეა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-ი MacBook Air-ს წელსაც გააძლიერებს. და რაში გვჭირდება MacBook Pro?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • iPhone SE (2020) — რა არის ახალი?

    57 shares
    Share 57 Tweet 0
  • აშშ-ს ელჩი Apple-ის შემდეგ Google-საც უჩივის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.