GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

Google-ის ყოფილი პრაქტიკანტი იმის შესახებ, თუ რატომ არ ვარგა Android-ის ინტერფეისი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
09/12/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min
0
გუგლის მობილური ძებნის 2/3 iOS-ზე მოდის
611
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Google Android-ის დეველოპერთა გუნდის ყოფილი პრაქტიკანტი მოგვითხრობს თავის აზრს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამორჩება და თანაც მნიშვნელოვნად, Android-ის სენსორული ინტერფეისი Apple-ის, Microsoft-ისა და Research in Motion-ის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

პროგრამული უზრუნველყოფის კათედრის სტუდენტი, ენდრიუ მანი თავის Google+ გვერდზე გვიზიარებს თავის მოსაზრებებსა და დაკვირვებებს.

მანის განცხადებით, Android-ის სენსორული ინტერფეისი ნამდვილად „თავის ტკივილს“ წარმოადგენს დეველოპერებისთვისა და მომხმარებლებისათვის, ვინაიდან მას იგივე პრიორიტეტი გააჩნია საოპერაციო სისტემის დონეზე, როგორც სხვა ამოცანებს (კერძოდ, ეს ეხება გრაფიკული ობიექტების გადახატვას). ამაშია Android-სა და iOS-ს შორის განსხვავება, ამ უკანასკნელში მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისს ყველაზე მაღალი პრიორიტეტი გააჩნია (ანუ, ბრძანების მიღებისას საოპერაციო სისტემა წყვეტს სხვა ამოცანების მოქმედებას და იწყებს გრაფიკის გადახატვას და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება სხვა ამოცანებს). მაგალითისათვის მას მოყავს ვებ-საიტების ჩატვირთვა და Movies აპლიკაციის მუშაობა Android-ში, როდესაც საოპერაციო სისტემა განაგრძობს ჩატვირთვას სენსორული ბრძანების მიღების შემდეგაც.

მანმა გამოყო აგრეთვე ზოგიერთი სხვა ფაქტორიც, რომლებიც მისი აზრით Android-ის სამომხმარებლო ინტერფეისის ჩამორჩენის მიზეზი გახდა. მაგალითად, აპლიკაციის „ფოტოგალერეა“ მუშაობა Android 3.0 Honeycomb-ში და 4.0 Ice Cream Sandwich-ში შეზღუდულია წამში 30 კადრით, თუმცა იმისათვის რომ აპლიკაციამ ნარნარად იმუშაოს, საჭიროა მინიმუმ 60 კადრი წამში. შედეგად ასეთი სიხშირის ანიმაცია უბრალოდ ვერ იქნება ნარნარი, როგორც კონკურენტ პლათფორმებზე.

ავტორი აგრეთვე მიუთითებს Android-ის აპარატურული ნაწილის პრობლემებზე. მისი სიტყვებით, ჩიპი Nvidia Tegra 2 ზღუდავს Android-ს დაბალი გამტარუნარიანობით და NEON-ის მხარდაჭერის არარსებობით. პლანშეტები Honeycomb-ის ბაზაზე უკეთ იმუშავებდნენ, რომ ჰქონოდათ სხვა გარფიკული პროცესორი — მაგალითად Samsung Hummingbird, ან Apple A4.

მანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ Android-მა ჯერ კიდევ „ბევრი უნდა გაიაროს“, რომ მიაღწიოს სამომხმარებლო ინტერფეისის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თუ შევადარებთ Apple iOS-ს:

„iOS-ში ინტერფეისის თითოეული სახე ცალკე გამოისახება და ინახება მეხსიერებაში, ანიმაციას აქტიურად სჭრიდება GPU და ის კარგად ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას. სამწუხაროდ Android-ში ინტერფეისების იერარქია არ არსებობს და ინტერფეისის გადახატვას ისეთივე პრიორიტეტი გააჩნია, როგორც სხვა ამოცანებს“.

ამის გარდა ჩამორჩენის მიზეზი, მანის განცხადებით, არის Android Dalvik ვირტუალური მანქანის შეზღუდულობა, რომელიც „არ არის ისეთი მოწიფული“, როგორც მისი უფროსი ძმა, სამაგიდე კომპიუტერების Java VM. თუმცა Dalvik-ის პრობლემების კომპენსირება შესაძლებელია მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებით Ice Cream Sandwich-ში. მაგრამ მიუხედავად გაუმჯობესებებისა, მანი თვლის, რომ Android-ის სამომხმარებლო ინტერფეისი არასდროს იქნება „აბსოლუტურად მოქნილი და ნარნარი“ არსებული საპროექტო შეზღუდვების გამო: „ამ თვალასაზრისით Galaxy Nexus სინარნარით შეგვიძლია სამი წლის წინანდელ iPhone-ს შევადაროთ“.

მანის სიტყვებით, პლათფორმის არსებული კონსტრუქციის შეცვლის საბაბი გახლავთ ის, რომ Android-ის საწყისი პროტოტიპი არ ითვალისწინებდა სენსორულ ეკრანს და გამიზნული იყო BlackBerry-ს პირდაპირ კონკურენტად. თავიდანვე ამ საოპერაციო სისტემის არქიტექტურა გათვლილი იყო კლავიატურაზე და ტრეკბოლზე. მანი ასევე ამტკიცებს, რომ სულ პირველი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ 2007 წელს, კომპანია Google-მა სასწრაფოდ დაიწყო Android-ის ჭკუაზე მოყვანა, მაგრამ „უკვე ძალიან გვიანი იყო სამომხმარებლო ინტერფეისის გადაკეთება“.

მაგალითის სახით ძველი საოპერაციო სისტემებიდან, რომლებსაც იგივე პრობლემა წარმოეშვათ წარმადობასთან, მას მოყავს Windows Mobile 6.5, BlackBerry და Symbian. მათი მფლობელებმა — Microsoft, RIM და Nokia უარი განაცხადეს მათზე და ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.

„Android ფაქტიურად ერთადერთი მობილური საოპერაციო სისტემაა, რომელიც iPhone-ზე ადრე გაჩნდა“.

– წერს მანი.

Android-ის ინჟინერ-პროგრამისტი, რომეინ გაი (Romain Guy) აღიარებს, რომ არჩევანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, პლათფორმის დეველოპერებს ახლა აქვთ გასაკეთებელი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, არსებული ყველა აპლიკაცია ასევე გადასაკეთებელი გახდება. Android იძულებული იქნება მხარი დაუჭიროს ძველ აპლიკაციებს და ამასთან შექმნას ახალი ფუქნციები, რომლებიც ახალ სტრუქტურაში გაჩნდება. მანის განცხადებით, ოს-ის გადაწერა ცალსახად აუცილებელია, მიუხედავად ყველა სირთულისა და მინუსებისა. ის, როგორც პროდუქტების დამწყები მენეჯერი, თვლის რომ Android-ის გუნდის სიზანტე აბსოლუტურად მიუღებელია, არადა ეს ამოცანა ნომერი 1 უნდა იყოს სამქეთა სიაში.

კრიტიკოსები უკვე დიდი ხანია აძაგებენ Android-ს სწორედ რომ ჩამორჩენის გამო და ინტერფეისის სიზანტისათვის. Amazon Kindle Fire-ის, რომელიც აგრეთვე Android-ზეა აგებული, გამოყენებადობის ამასწინდელი კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯეიკობ ნილსენი (Jakob Nielsen) წერს გადაფურცვლის მოუხერხებულობაზე და „უზარმაზარ ლაგებზე სენსორულ ღილაკებზე დაჭერისას“. პრობლემის მიზეზად ნილსენმა დაასახელა „გაუფრთხილებელი პროგრამირება“.

The New York Times-ის ერთ-ერთმა ავტორმა, დევიდ პოუგმა (David Pogue) აგრეთვე ბევრი უარყოფითი მომენტი აღმოაჩინა Kindle Fire-ში:

„ანიმაცია ზანტია და წყვეტილი, გვერდების გადაფურცვლისასაც კი, რაც არაფრით არ უნდა დაეშვა Kindle-ის შექმნელთა გუნდს. დაჭერა ხანდახან არ მოქმედებს. არ არის ინდიკატორები, რომლებიც გვიჩვენებდნენ შესრულების პროცესს ან დაყოვნებას, ასე რომ თქვენ არც იცით, აღიქვა თუ არა მანქანამ ბრძანება საერთოდ. ანიმაციის იმპულსი არასწორდაა გათვლილი, ზოგადად მოწყობილობაზე შთაბეჭდილება უარყოფითია“.

მანი თვლის, რომ ეს საკითხები Android-ის იმიჯს ძალიან ურტყამს. დარღვეულია Google-ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ჟღერს როგორც სწრაფი რეაგირება და ოპტიმიზაცია. და ამდაგვარი ლაგები უბრალოდ არ უნდა იყოს სენსორულ მოწყობილობებში:

„მოწყობილობა არარ არის ბუნებრივი, ის ჯადოსნურობას კარგავს. მომხმარებელს არ შეუძლია სათანადოდ ურთიერთქმედება მასთან და მათ [Android-ის გუნდმა] უნდა აღიარონ, რომ იყენებენ არასრულყოფილ მეთოდებს კომპიუტერულ მოდელირებაში. მე ხშირად ვიყენებ iPad-ს და ცუდად მხდის Xoom-ის ინტერფეისის „ძიგძიგი“.

მანი თავის მოხსენებას ასრულებს ოპტიმისტური ნოტით — მას იმედი აქვს, რომ Android-ის გრაფიკული გარსი პროფესიული გუნდის ხელშია და საბოლოო ჯამში ისინი ყველაფერ საჭიროს გააკეთებენ.

წყარო: Andrew Munn

Tags: iOSiPadiPhone
Previous Post

Samsung-ი Apple-ს 100 000 ევროს გადაუხდის

Next Post

iPad 3 Retina-ეკრანით თებერვალში გამოვა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

რატომ არ აქვს iPhone-ს USB-C?
სიახლეები

რატომ არ აქვს iPhone-ს USB-C?

06/03/2021
11
Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა
სიახლეები

Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

04/03/2021
509
Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა
სიახლეები

Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

03/03/2021
594
2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს
სიახლეები

2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს

02/03/2021
64
NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია
სიახლეები

NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია

02/03/2021
41
Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება
სიახლეები

Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

01/03/2021
823
Next Post
არანაირი iPad 3 შემდეგ წლამდე!

iPad 3 Retina-ეკრანით თებერვალში გამოვა

Discussion about this post

  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.