GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

მეოთხე თაობის iPad-ის შესახებ

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
05/11/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min
0
მეოთხე თაობის iPad-ის შესახებ
479
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

iPad mini-ზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მის თემას ამ დღეებში კვლავ დავუბრუნდებით. მოდი ახლა მის უფროს ძმაზე ვისაუბროთ, ანუ მეოთხე თაობის iPad-ზე. უცხოური გამოცემების iT-ჟურნალისტებმა მოგვითხრეს, თუ რას ფიქრობენ ამ ახალ მოწყობილობაზე. მათ, ჩვენგან განსხვავებით, აქვთ იმის ბედნიერება, რომ ტექნიკის სიახლეებთან უსწრაფესი წვდომა ჰქონდეთ უშუალოდ ამ სიახლეების წარმოდგენისას.
iPad mini-საგან განსხვავებით, უფროსი მოდელი ზედმეტი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე იქნა მიღებული. აი გაოცება კი ნამდვილად გამოიწვია ამ მოწყობილობის ანონსმა. სიახლე უფრო მძლავრია, ვიდრე წინამორბედი, კამერაც უკეთესი აქვს. შესაბამისად, iPad 4Gen შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც iPad 3S, ანუ ძირეული სიახლეების გარეშე. დიახ, ახალი პროცესორი, ორჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე წინა მოდელში, ახალი ტიპის კაბელი და მობილური ქსელების გაუმჯობესებული მოდული. მაგრამ მოდი ვნახოთ, თუ ამბობენ მასზე ისინი, ვინც უკვე შეძლო და ხელით შეეხო ახალი თაობის აიპედს.

დევიდ პირსი,  The Verge-იდან და ტიმ სტივენსი Engadget-იდან:

iPad-ის მეოთხე თაობა საუკეთესოდ გვიჩვენებს ევოლუციურ განვითარებას: Apple-მა გააუმჯობესა ძირეული კომპონენტები, მაგრამ საუბარი არ არის რევოლუციურ სიახლეებზე. მეოთხე თაობის უპირატესობა მესამეზე უფრო კარგად გამოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რესურსების მომთხოვნი აპლიკაციების ადაპტაცია მოხდება ამ ახალი პროცესორისათვის, ხოლო Lightning-ფოსოსათვის უფრო მეტი აქსესუარი გაჩნდება.

გსურთ პროგრესის მოწინავე ხაზზე იყოთ? მაშინ ნამდვილად ღირს ამ ახალ მოდელზე გადასვლა. არა? მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მესამე თაობის iPad კვლავაც მშვენივრად მოგემსახურებათ. ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც.

დევიდ პირსი, The Verge

პირსმა ახალი მოდელი შეაფასა 9.3 ქულით 10 შესაძლოდან — ეს ფრიად მაღალი შეფასებაა — ანალოგიური შეფასება მიიღო წინამორბედმა გაზაფხულზე. ჟურნალისტის სიტყვებით, ექსპლუატაციაში მოწყობილობა იდენტურია მესამე თაობის აიპედისა.სხვაობა იგრძნობა აპლიკაციების გაშვების სისწრაფეში და რათქმაუნდა თამაშებში.

ტიმ სტივენსი სიახლეს უფრო ენერგიულად მიუდგა.

ორჯერ უფრო სწრაფი და უკეთესი ავტონომიურობის კოეფიციენტით (11 საათი მუშაობს 10-ის ნაცვლად), მაგრამ იგივე ფასად. ახალი iPad — ნამდვილად ჰიტია ყველა გაგებით. მათ, ვინც ადრე შეიძინეს მესამე თაობის მოდელი, ცოტა იმედგაცრულებულები დარჩებიან, მაგრამ მათ ვეტყვი, რომ სამყარო წინ მიიწევს და დროა ახალ ნავში გადახვიდეთ.

ახალი iPad — საუკეთესო 10 დუიმიანი პლანშეტია ბაზარზე. მოწყობილობა იმდენად კარგია, რომ გამართლებულია დროში ასეთი სწრაფი განახლება.

ტიმ სტივენსი , Engadget

მოდი ახლა თვალი გადავავლოთ იმ ტესტებს, რომლებიც ამ ახალ მოწყობილობას ჩაუტარეს და გავიგოთ, თუ რა სისწრაფის გამოწურვა შეგვიძლია მისგან.

iPhone 5-ის გრაფიკული სისტემა სამბირთვიანია, აქ — ოთხბირთვიანი. ოპერატიული მეხსიერება — 1 გბაიტი, ანუ იგივე დარჩა. ახლა ვნახოთ, ბევრია, თუ ცოტა Geekbench: 1757. მოდი შევხედოთ შემდეგ გრაფიკს, ყველაფერი ნათელი გახდება:

შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულიდან შემდეგი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ: iPad 4 არაჩვეულებრივი შენაძენი გახდება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია პლანშეტი. მესამე თაობის აიპედის მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ. ხოლო ვისაც ხელს არ უშლის iPad 2-ის ეკრანის გარჩევადობა, შეუძლიათ iPad mini შეიძნონ.

წყარო: The Verge და Engadget

Tags: iPadiPhoneWatch
Previous Post

iPad mini და iPad 4 — ღირს, თუ არა მათზე გადასვლა?

Next Post

Kingston Wi-Drive — შიგთავსის გაზიარების ახალი გზა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?
სიახლეები

ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

27/02/2021
267
Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს
სიახლეები

Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

26/02/2021
1.8k
ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“
სიახლეები

ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

25/02/2021
134
რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი
სიახლეები

რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

21/02/2021
4.1k
მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს
სიახლეები

მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს

21/02/2021
57
AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ
სიახლეები

AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ

19/02/2021
59
Next Post
Kingston Wi-Drive — შიგთავსის გაზიარების ახალი გზა

Kingston Wi-Drive — შიგთავსის გაზიარების ახალი გზა

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ს სურს რომ Apple-ს თვალთვალის ახალი წესების გამო უჩივლოს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.