GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home ხრიკები

Mavericks (10.9) intelx86 — ინსტალაცია ჩვეულებრივ PC-ზე

დავით მაჭახელიძე by დავით მაჭახელიძე
20/11/2013
in ხრიკები
Reading Time: 2 min
0
Mavericks (10.9) intelx86 — ინსტალაცია ჩვეულებრივ PC-ზე
2.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოგესალმებით განახლებულ პორტალზე და, როგორც Apple-ის “არაპირდაპირი” მომხმარებელი და ხშირ შემთხვევაში ოპონენტი, ვსარგებლობ რა Mac OS X საოპერაციო სისტემით, მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ამასთანავე ჩემი გადაწყვეტილება PC-ზე Mac OS X დამეყენებინა გამოწვეული იყო პირველ რიგში ჩემი ინტერესით და მეორე იმით, რომ Microsoft-ის WIndows ძალიან მომბეზრდა და ჩემს ძველ კომპიუტერზე მისი ბოლო ვერსია გაუსაძლისად ნელია, რასაც ვერ ვიტყვი Apple-ის სისტემის ბოლო ვერსიაზე, რომელიც ოპერატიული მეხსიერების დიეტაზეც მშვენივრად მუშაობს.

პირველ რიგში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, თუ რომელი მწარმოებლის დედაპლატა და ვიდეო ბარათი აქვს ჩვენს კომპიუტერს. მინდა გითხრათ, რომ არის მთელი რიგი მწარმოებლები, რომლებიც უშვებენ იგივე კომპონენტებისგან შედგენილ სისტემას, როგორიც Apple-ის მიერ გამოშვებულ კომპიუტერებს აქვს.

უმთავრესი მოთხოვნა არის intel-ის ჩიპსეტი, რომელიც თითქმის ანალოგიურია ყველა სისტემაში და მისი მხარდაჭერა Mac OS-ში ავტომატურად არის განხორციელებული, ასევე  მხარდაჭერილია intel-ის ინტეგრირებული ვიდეო აქსელერატორების მხარდაჭერაც, რომლებიც Apple-ის პროდუქტებშია გამოყენებული.

გამომდინარე იქიდან, რომ Nvidia-სა და AMD-ის ვიდეო ბარათები Apple-ის კომპიუტერებთან მეგობრობს და უპრობლემოდ არის მათი მხარდაჭერა ოფიციალურ დონეზე, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვძებნოთ შესაბამისი დედაპლატა და დავიწყოთ ინსტალაციისთვის მზადება.

პირველ ეტაპზე მოგვიწევს ჩვენი დედაპლატის შემოწმება hackintosh-თან თავსებადობაზე. ამისათვის არის საიტი biosrepo სადაც შეგიძლიათ თქვენი დედაპლატისთვის მოდიფიცირებული ბიოსის გადმოწერა, რაც აუცილებელია hackintosh-ის კორექტული მუშაობისათვის. სიაში არ არის GIGABYTE-ის დედაპლატები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ჭირდება მოდიფიცირებული ბიოსი, ვინაიდან ისედაც არიან თავსებადი EFI ჩამტვირთთან…

ამიტომაც, როდესაც კომპიუტერს ყიდულობთ და გინდათ ის თავსებადი იყოს Apple-თან შეეცადეთ GIGABYTE-ის დედაპლატა შეუკვეთოთ. ასევე ვიდეო დაფა და WiFi მოდული, რომელიც ცალკეული დრაივერების დაყენების გარეშე იმუშავებს.

იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად შევარჩიოთ ჩვენი კომპიუტერის კონფიგურაცია მინდა შემოგთავაზოთ, ბმული სადაც 100%-ით თავსებადი კონფიგურაციებია წარმოდგენილი. საიტზე ნოემბრის რედაქციით გამოცემულ პოსტში მითითებულია თითქმის ყველა ვარიანტი, რომელიც შესაძლოა მომხმარებელს დასჭირდეს კომპიუტერის შეძენისას.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა შემთხვევაში რეკომენდებულია საინსტალაციო პაკეტის შეძენა Apple-ის მაღაზიიდან (ახლა უკვე უფასოდ) და შემდგომში USB ფლეშ-დრაივზე მისი გადატანა სპეციალური უტილიტების საშუალებით, მე გირჩევთ გამოიყენოთ, წინასწარ გამზადებული ანაბეჭდი, რომელიც rutracker.org-ზე არის გამოქვეყნებული.

მას შემდეგ რაც გადმოიწერთ ფაილებს, დაამონტაჟეთ iso ფაილი და R-Drive-ის საშუალებით გაშალეთ საინტალაციო პარტიცია ცარიელ USB ფლეშ-დრაივზე, რომლის ზომა არანაკლებ 8 გიგაბაიტია. რის შემდეგაც თქვენს ბიოსში დააკვირდით Hard Drive-ის კონტროლერი SATA (AHCI) რეჟიმში იყოს გადაყვანილი და ჩაიტვირთეთ თქვენი USB დრაივიდან. ჩატვირთვის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ ინსტალაცია და უკვე გრაფიკულ რეჟიმში დააყენოთ Mac OS თქვენს PC-ზე

ინსტალაციის პროცესში გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მოგიწევთ ერთი Hard Drive-ის მთლიანად hackintosh-თვის დათმობა, ანუ მოხსენით ყველა სხვა ვინჩესტერი თქვენს კომპიუტერს და დატოვეთ ის “განწირული” რომლეზეც მთლიანად Mac OS X დაყენდება. სანამ ინსტალაციაც შეუდგებით მანამდე გამოიძახეთ Disk Utility და Partition მენიუში აირჩიეთ ახალი 1 პარტიცია, დაარქვით მას ღირსეული სახელი მაგ. OSX ან MACINTOSH HD და Option-ში არ დაგავიწყდეთ GUID პარტიციების ცხრილის ამორჩევა.

ისნტალაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად მოგიწევთ USB ფლეშკიდან ჩატვირთვა, თუმცა ახლა უკვე იმ პარტიციიდან, რომელცი თქვენ დაარქვით ინსტალაციისას. თუ სისტემა თავსებადია და ყველაფერი სწორად გააკეთეთ მაშინ თქვენ აღმოჩნდებით Apple-ის შესანიშნავი საოპერაციო სისტემის Wellcome ეკრანზე სადაც მარტივად გაივლით რეგისტრაციას და შექმნით მომხმარებლის ანგარიშს.

სისტემაში შესვლის შემდეგ დააკვირდით არის თუ არა ზედა პანელი ნახევრად გამჭვირვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ გრეაფიკული აქსელერაცია ნორმალურად მუშაობს და გადაით პარამეტრებში სადაც ქსელის ინტერფეისების განყოფილებასა და აუდიო მოწყობილობებს დააკვირდით. თუ გაგიმართლათ და ქსელიც და აუდიოც უპრობლემოდ მუშაობს მაშინ, ჰო მაგრამ თუ არ არის მოგიწევთ სისტემის დრაივერებით გამართვა.

ამისათვის გამოიყენეთ MultiBeast, საიდანაც აირჩიეთ EasyBeast და დააჭირეთ ღილაკს Build და შემდგომ Install, დაელოდეთ ინსტალაციის პროცესს, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდება, რის შემდეგაც გადატვირთეთ სისტემა და მომდევნო ჩატვირთვის  შემდეგ დააყენეთ თქვენს დედაპლატასთან შესაბამისი ქსელი დრაივერი და აუდიო დრაივერი, რომელიც VoodooHDA-ს სახით არის წარმოდგენილი და უნივერსალურია ყველა მოწყობილობისთვის hackintosh-ზე.

მოკლედ ყველა დრაივერის დაყენების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ მუშაობა თქვენს hackintosh-თან და დააყენოთ მასზე ნებისმიერი პროგრამა და განახლება, რომელსაც შემოგთავაზებთ Apple.

ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ერთი და უნიკალური ინსტალაციის მეთოდი და ყველა საშუალების აქ აღწერა და გახილვა შეუძლებლად მიმაჩნია, თუმცა მათი ჩამოთვლა და შეაბამის ბმულების მოწოდება არ დამეზარება:

UniBeast !

ეს მეთოდი მოითხოვს, უკვე არსებულ hackintosh-ს ან Mac კომპიუტერს სადაც App Store-დან გადმოწერილია საინსტალაციო App პაკეტი და ის ავტომატურად დაამზადებს თქვენთვის ფლეშ დრაივს.

myHack (ნაჯახი)

ეს მეთოდიც მოითხოვს მუშა სისტემას და ახლა უკვე ინსტალაცია როგორც App ფაილიდან, ასევე DMG ფაილიდანაც არის შესაძლებელი.

სისტემის დამატებითი პარამეტრების შეცვლისათვის არის შესანიშნავი აპლიკაციები:

Chameleon Wizard

KextUtility

წარმატებულ hackintosh-ს გისურვებთ !

Tags: iOSMac
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 20 ნოემბერი

Next Post

ზოგიერთი რამ Dock-ის შესახებ

დავით მაჭახელიძე

დავით მაჭახელიძე

Related Posts

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას
ხრიკები

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას

28/07/2020
197
როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს
სიახლეები

როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს

12/04/2020
514
თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა
ხრიკები

თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა

02/04/2020
449
როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში
ხრიკები

როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში

17/01/2020
270
როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში
ხრიკები

როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში

24/12/2019
115
iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?
ხრიკები

iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?

17/12/2019
190
Next Post
ზოგიერთი რამ Dock-ის შესახებ

ზოგიერთი რამ Dock-ის შესახებ

Discussion about this post

  • Apple-მა AirTag-ი წარმოგვიდგინა, მაგრამ ჩვენ ვერ შევამჩნიეთ

    Apple-მა AirTag-ი წარმოგვიდგინა, მაგრამ ჩვენ ვერ შევამჩნიეთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • iPhone-ი Apple Pay-ში ბარათს ადგილმდებარეობის მიხედვით აირჩევს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • iPhone-ი დაღრეცილი ლოგოთი 2700 დოლარად გაიყიდა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • 6 ყველაზე ცუდი პროდუქტი, რომელიც Apple-მა წარმოგვიდგინა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • მომავალში iPhone-ი ზუსტად გეტყვით რა დროში დაგიჯდებათ ბატარეა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.