Login ეკრანზე სურათის შეცვლა

Login ეკრანზე სურათის შეცვლა

Login ეკრანი საკმაოდ მოსაწყენია, ნაცრისფერი ფონით და შუაში Apple-ის ლოგოთი. გთავაზობთ მეთოდს რომლის საშუალებით შეგიძლიათ ეს მოსაწყენი ფონი თქვენი სასურველი სურათით შეცვალოთ:

აირჩიეთ ნებისმიერი დიდი ზომის სურათი ან Wallpaper-ი. გახსენით Preview-ში და Export-ის საშუალებით შეინახეთ PNG გაფართოების ფორმატში. ამის შემდეგ გააკეთეთ თქვენი ფაილის დუბლიკატები სანამ ჯამში ოთხ ცალს არ მიიღებთ. დაარქვით სახელები: apple.png, apple_s1.png, apple_s1@2x.png, და apple@2x.png.

შენდეგ Finder-ში დააჭირეთ Go-ს, რომელიც არის ზედა მენიუში და აირჩიეთ Go to folder. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ Finder-ში ღილაკთა კომბინაციით shift + command + G. გამოსულ ფანჯაღი ჩაწერეთ შემდეგი:

/System/Library/PrivateFrameworks/LoginUIKit.framework/Versions/A/Frameworks

გაუკეთეთ Backup ყოველი შემთხვევისთვის ამ საქაღალდეში გახსნილ ფაილს.

ამის შემდეგ საქაღალდე Resources-ში გადაიტანეთ თქვენს მიერ შექმნილი ოთხი ფაილი. სავარაუდოდ მოგთხოვთ ადმინისტრატორის პაროლის შეყვანას რის შემდეგადაც გადააწერთ არსებულ ფაილებს თქვენს შექმნილ ფაილებს.

შედეგის სანახავად გაუკეთეთ Log Out-ი.

წყარო: cultofmac.com

Leave a Comment

Related Posts