ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, ისედაც დიდი ყურადღებით აკვირდება Apple-ის აქციების კურსს. მაგრამ დროა გავიხსენოთ არცთუ ისე შორეული წარსული.
2012 წლის 20 იანვარს, როდესაც Apple-მა გამოაცხადა iBook სახელმძღვანელოებზე და iBooks Author-ზე, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 400 მილიარდიანი ნიშნული გაარღვია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
იმავე დღეს Apple-მა მორიგი რეკორდი დაამყარა აქციების ფასში — 431 დოლარი. ანუ 2 დოლარით უფრო მეტი, ვიდრე წინა რეკორდი, რაც ერთი დღით ადრე მოხდა.
სხვათაშორის, 400 მილიარდიანი კაპიტალიზაციით Apple უფრო მეტი ღირდა, ვიდრე ავსტრია, არგენტინა, საბარძნეთი და სამხრეთ აფრიკა ერთად.
Discussion about this post