GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home მიმოხილვა

CarPlay Apple-ისაგან

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
13/03/2014
in მიმოხილვა
Reading Time: 1 min
0
CarPlay Apple-ისაგან

SONY DSC

737
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მარტის დასაწყისში კომპანია Apple-მა ზედმეტი ხმაურის გარეშე შემოგვთავაზა თავისი გადაწყვეტილება ავტომობილებისათვის — CarPlay. ადრე ეს ტექნოლოგია ცნობილი იყო როგორც iOS in the Car, თუმცა საბოლოო ჯამში სხვა სახლეზე შეჯერდნენ კუპერტინოში. საკმაოდ ბევრი ანალიტიკური სტატია დაიწერა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტექნოლოგიის შესახებ მსოფლიო პრესაში, საკმაო იყო სპეკულაციებიც. მაგრამ როგორც იქნა ჩვენ ვიხილეთ საბოლოო პროდუქტი და შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

საერთოდ, გულახდილად თუ ვისაუბრებთ, გადაწყვეტილება ერთი სეხედვით უცნაური გამოვიდა, თუმცა საერთო ჯამში პირადად მე მივესალმები ამ მიმართულების უფრო მეტად განვითარებას. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ვერსია რაიმეთი გადაგვრევს და დიდად გაგვაოცებს, მაგრამ იმედი მაქვს, შემდეგ ვერსიებში უფრო დახვეწილი სახით ვიხილავთ CarPlay-ს. ის, რაც დღეისათვის არის წარმოდგენილი საავტომობილო ინდუსტრიაში, ავტომობილის ერთიანი მართვის სისტემების სახით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც ერგონომიულობის, ვერც დიზაინის და ვერც ტექნოლოგიური სიახლეების თავლსაზრისით. ამიტომ, ორმაგად მისასალმებელია, რომ Apple-მა გადაწყვიტა ამ ბაზაზრზე თავისი პროდუქტების გადმოტანა. ის ცნობილია თავისი დახვეწილი მიდგომით საკითხისადმი და ვგონებ, საბოლოო ჯამში ფრიად საინტერესო პროდუქტს მივიღებთ.

Apple-მა არ დაიწყო მთლიანად ახალი სათაო მოწყობილობის შექმნა, რომელიც მოახდენდა როგორც iPhone-თან ინტეგრაციას, აგრეთვე ავტომობილის სისტემებთანაც. Ferari-ს შემთხვევაში საბაზო ნაწილი აწყობილია QNX საოპერაციო სისტემის ბაზაზე, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია. როგორც ცნობილია, ეს საოპერაციო სისტემა ე.წ. რეალური დროის სისტემაა, გააჩნია ძალიან მაღალი კლასის მდგრადობა და გამოიყენება ისეთი რთული სისტემების სამარტავად, როგორებიცაა მაგალითად ატომური ელელქტრო სადგურები.

შესაბამისად, Ferari-ს შემთხვევაში CarPlay მხოლოდ ერთ-ერთი მოდულია ავტომობილის მართვის სისტემაში. სწორედ იმის გამო, რომ QNX აღიარებული ლიდერია თავის დარგში, Apple-მა გადაწყვიტა აღარ დაეწყო ველოსიპედის გამოგონება — მსგავსი სისტემის შექმნა, ტესტირება, სერტიფიკაცია საავტომობილო დარგში მრავალწლიანი პროცესია, ვინაიდან ასეთ სისტემაში გაათმაგებულად ხდება ყურადრების მიქცევა უსაფრთხოების საკითხზე. გაცილებით უფრო ადვილია საკუთარი გადაწყვეტილების აგება უკვე არსებულ და გამოცილ მოდულზე. Apple, როგორც ჩანს, უკვე გაურიგდა QNX/BlackBerry-ს (დიახ, QNX საოპერაციო სისტემა BlackBerry-ს ეკუთვნის) ამ მიმართულებით, ვიანიდან კომპანია ფიგურირებს საავტომობილო ინდუსტრიის „სტრატეგიული პარტნიორების“ სიაში. სხვათაშორის, ამ ყველაფრის ფონზე Ford-ის ამასწინდელი ანონსი იმის შესახებ, რომ ის უარს ამბობს Microsoft SYNC-ზე და გადადის QNX-ზე უკვე მრავლის მთქმელი ნაბიჯია.

ზუსტი ტექნიკური დეტალები, თუ როგორ ხდება CarPlay-ს და iPhone-ის ინტეგრაცია, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ საქმე გვაქვს AirPlay-ს ერთგვარ ანალოგთან, რომელიც ტრანსლაციას უკეთებს iOS-ის ინტერფეისს QNX-ში. CarPlay-ს მხარდაჭერა iOS-ში 7.1 ვერსიასთან ერთად გაჩნდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შემოგვთავაზა კომპანია Apple-მა.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო-მასალებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ადგილ-ადგილ CarPlay ცოტათი ნელია და ზოგადად ისეთი შთბაჭედილება მრჩება, რომ პროდუქტი ბოლომდე მზად არ არის. თუმცა, მგონია რომ Apple იძულებული იყო ემშავა იმ მოწყობილობებთან, რომლებიც ახლა გააჩნიათ ავტომწარმოებლებს.

Apple-ის საიტზე ყველაფერი ლამაზად გამოიყურება, ხოლო რეალობაში — არც თუ ისე. ინტერფეისი საკმაოდ უცნაური გახლავთ. ერთგვარად ამოვარდნილია Apple-ის პროდუქტების დიზაინიდან: უცნაური ფერთა გამა, ღილაკები, ნაცნობი ხელის მოძრაობების მხარდაჭერის არარსებობა და ა.შ. ბრძანებების გაცემა ძირითადად ხმით ხდება, ანუ Siri-ს ინეტგრაცია მაღალია. თუმცა თუ ჩვენს რეალობას დავუბრუნდებით, მისი გამოყენება სათუო მეჩვენება.

მოკლედ, გულდასმით გადავათვალიერე ყველა ინფორმაცია, რაც რამ შემხვდა CarPlay-ს შესახებ და ერთი ანალოგია გამოჩნდა. შესაძლოა არ იყოთ საქმის კურსში, რომ Apple-მა, სანამ ის iPhone-ს გამოუშვებდა 2007 წელს, 2005 წელს წარმოგვიდგინა მუსიკალური სმარტფონი Motorola-სთან ერთად — ROKR. პარტნიორობა იმაში მდგომარეობდა, რომ Motorola-მ შექმნა ტელეფონი, ხოლო Apple-მა უზრუნველყო მისი ინტეგრაცია iTunes-თან, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მუსიკის შეძენა მაღაზიიდან. ტელეფონი ძალიან დაბალი ხარისხის გამოვიდა, წარუმატებელი. და ჩავარდა გაყიდვებში, რამაც Apple აიძულა კიდევ უფრო სწრაფად გამოეშვა თავისი iPhone — მოწყობილობა, რომელიც მთლიანად მის მიერ იყო შემქნილი. ძალიან მინდა იმედი ვიქონიო, რომ CarPlay-ს შემთხვევაშიც ასევე მოხდება და Apple ამ გზით უბრალოდ ბაზარს სწავლობს, ცდილობს გაიგოს, თუ რა სჭირდება რეალურად მომხმარებელს ამ სეგმენტში.

აი შემდგომ კი ისინი გამოუშვებენ სრულფასოვან მოდულს, რომელიც iOS-ზე იმუშავებს. თანაც თუ მათ მანამდე კომპანია Tesla შეიძინეს (რაზეც სპეკულაცია დიდი ხანია მიმდინარეობს) და გამოუშვეს ახალი ავტომობილი, სიტუაცია შესაძლოა საგრძნბლად შეიცვალოს ავტობაზარზე.

ზოგადად, მე მივესალმები აზრს, რომ ელონ მასკი, Tesla-ს ხელმძღვანელი, სამუშაოდ Apple-ში გადმოვიდეს. მას მაინც „ახალ სტივ ჯობსს“ ეძახიან. ტიმ კუკი კვლავ საოპერაციო საქმიანობას დაუბრუნდეს, ხოლო მასკმა პროდუქტებს მიხედოს. ა, რას იტყვით?

Tags: iOSiPhoneiTunes
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 13 მარტი

Next Post

როგორ გამოვრთოთ და გადავტვირთოთ მაკი სწრაფად

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
169
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
1.6k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
1.8k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
894
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
511
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
562
Next Post
Power ღილაკის გამოყენება OS X Mavericks-ში

როგორ გამოვრთოთ და გადავტვირთოთ მაკი სწრაფად

Discussion about this post

  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • რატომ არ აქვს iPhone-ს USB-C?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.