GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home მიმოხილვა

ეფლი „განწირულია“!, კვარტლის შედეგების მიმოხილვა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
29/01/2016
in მიმოხილვა
Reading Time: 1 min
0
ეფლი „განწირულია“!, კვარტლის შედეგების მიმოხილვა
990
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

27 იანვარს ეფლმა გამოაქვეყნა 2015 წლის ბოლო კალენდარული (და 2016 წლის პირველი ფისკალური) კვარტლის შედეგები. ოფიციალურ პრეს-რელიზს შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდზე გაეცნოთ, ხოლო ამ სტატიაში მე შევეცდები მიმოვიხილო ის, თუ რა თქვა ეფლმა ამ ანგარიშგებაში.

კვარტლის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც წარმოადგინა კომპანიამ, შემდეგია:

  • შემოსავალმა შეადგინა 75.9 მლრდ. დოლარი
  • მოგება — 18.4 მლრდ. დოლარი
  • გაყიდულია 74.8 მლნ. iPhone
  • გაყიდულია 16.1 მლნ. iPad
  • გაყიდულია 5.3 მლნ. Mac
  • კატეგორიაში „სხვა პროდუქტები“, სადაც შედის Apple TV, Apple Watch, Beats და iPod, შემოსავალმა 4.35 მლრდ. დოლარი შეადგინა.

ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და როდის იქნება ბოლო-ბოლო ეფლი განწირული.

ძირითადი პრობლემა, როგორც მე ვვარაუდობდი ადრეც, იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მეტი ვეღარ აჩვენებს ზრდას წინა წლებთან შედარებით. თუ შევადარებთ გასული წლის იმავე კვარტლის შემოსავალს და მოგებას, ისნი შესაბამისად 74.6 და 18 მლრდ დოლარი იყო. დიახ ზრდა არის, მაგრამ სულ რაღაც 1.7%. მართალია, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ეს გამოწვეულია მსოფლიო ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობით და ვალუტების კურსების რყევებით. რომ არ მომხდარიყო კყრსების ცვლა, შემოსავლის ზრდა 8%, ხოლო თანხობრივად ეს 80 მლრდ. დოლარი იქნებოდა-ო, განახცადა ვაშლოვანის მესაჭემ.

მოწყობილობების გაყიდვებიც ვერ არის კარგად. გასულ წელს, იგივე პერიოდში ეფლმა 74.5 მლნ. აიფონი გაყიდა, რაც შეგვიძლია ჩავთვალოთ ზრდის შეჩერებად. ერთი მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ 2015 წელი „S-მოდელის“ წელია, რომელშიც, როგორც ცნობილია დიზაინი არ იცვლება და შესაბამისად მომხმარებლები არ ჩქარობენ ახალ მოდელზე გადასვლას. თანაც რომ ვთქვათ, რომ iPhone 6S/6S Plus რაიმე რევოლუციური აქვთ და რის გამოც საჭიროა წინა თაობის შეცვლა, არ იქნება სიმართლე. ასე რომ გარკვეულწილად შედეგი კანონზომიერია და არც თუ ისე ურიგო, როგორც „შუალდეური“ მოდელისა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელზეც არაერთხელ მოხდა პედალირება პრეზენტაციის მსველობისას, ასევე არსად არ გამქრალა. პრობლემა კი იმაშია, რომ აღნიშნული მოდელი კიდევ რამდენიმე თვე უნდა იყოს გაყიდვაში, სექტემბერში iPhone 7-ის პრეზენტაციამდე. ასევე უცნობია, შეძლებთ, თუ არა ეფლი გააკვირვოს მომხმარებელი ისე, რომ მან აქტიურად დაიწყოს ახალი მოდელის შეძენა. ცნობისათვის, 2015 კალენდარული წლის განმავლობაში ეფლმა 231 მლნ. აიფონი გაყიდა.

iPad-ის შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო ცუდადაა, რაოდენობრივი გაყიდვები 25%-ით დაეცა, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. თუმცა ფინანსური თავლსაზირისთ ვარდნა მხოლოდ 21%-ია — ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ძვირადღირებულმა iPad Pro-მ მცირედით დააკომპენსირა გაყიდვების ვარდნა. პლანშტებში ეფლი საკუთარი წარმატების მძევალი აღმოჩნდა: ისინი უფრო ხანგძლივი გამოყენების მოწყობილობები აღნოჩნდა, ვიდრე აიფონი, ამიტომაც ადამიანები არ ჩქარობენ საკმაოდ ძველი პლანშეტების განახლებასაც კი. ამას ერთვის დიდი ზომის აიფონის გამოსვლაც, რომელმაც მცირე ზომის iPad mini-ს ბაზრის წილის კანიბალიზაცია მოახდინა. სწორედ ამიტომ ჩანს შედეგები ასეთი, ერთი შეხედვით. მაგრამ ეფლს რომ არ გამოეშვა დიდი ზომის აიფონი, ბაზრის ამ ნაწილს სხვა მწარმოებლები დაეპატრონებოდნენ, ასე რომ ჯობია „საკუთარი თავის კანიბალიზაცია“, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავთ სტივ ჯობსა და ტიმ კუკს.

ყველა ეს პრობლემა თავისთავად არაფერია, მაგრამ ჯამურად ქმნიან იმის წინაპირობას, რომ შემდეგი კვარტალი უარესი იქნება. შედეგად ეფლის პროგნოზებით 2016 წლის მეორე ფინანსურ კვარტალში შემოსავალი 50-53 მლრდ. დოლარი იქნება, რაც ერთი შეხვედვით ცუდი არ არის, მაგრამ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, კლებაა. შარშან პროგნოზებით მეორე კვარტალში შემოსავალი 53-55 მლრდ. დოლარი უნდა ყოფილიყო. რეალობაში 58 მლრდ. დოლარი გამოვიდა. შესაბამისად, თუ ახლა შემსავალი საპროგნოზოს დაემთხვევა, ეს იქნება პირველი კვარტალი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც კომპანია შემოსავლის უარყოფით ზრდას გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ after hours trading პერიოდში (ვაჭრობა ბირჯაზე მისი დახურვის შემდეგ) კომპანიის აქციებმა დიდად არ განიცადეს ცვლილება ფასში. როგორც ჩანს, რისკები უკვე იყო ჩადებული აქციების ფასში. შეგახსნეებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქციების ფასი 25%-ით შემცირდა.

სხვა საინტერესო დაკვირვებები და ანალიზი კვარტლის შედეგების მიხედვით:

  • ჩინეთმა ფრიად მნიშვნელოვანი ზრდა უჩვენა, 16.8 მლრდ. დოლარიდან 18.4 მლრდ. დოლარამდე;
  • ტიმ კუკი აცხადებს, რომ ინდოეთში კომპანია მნიშვნელოვან ზრდას ელოდება და აგრეთვე პერსპექტივებსაც;
  • მოხსენიებული იყო განვითარებადი ბაზრები, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთისაც, როგორც არასტაბილური კურსის მქონესი, რაც სწორედ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო შემსავლის შემცირების;
  • ეფლმა განახცადა იმის შესახებ, რომ ბოლო 90 დღის განმავლობაში აქტური მოწყობილობების — მაკების, iPhone, iPad, Apple TV, Apple Watch და iPod touch-ების ოდენობამ 1 მილიარდი ცალი შეადგინა.
  • Apple Music-ის მომხმარებელტა ოდენობა 10 მილიონს შეადგენს. ძალიან კარგი ტემპებია, საინტერესოა, შეძლებს თუ არა კუპერტინო Spotify-ს გასწრებას 2016 წელს.

სატელეფონო პრეზენტაციის განმავლობაში, რომელზეც ტიმ კუკმა და კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრიმ ჟურნალისტების კითხვებს გასცეს პასუხი, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტიმსა და ლუკას მხოლოდ მიდინარე კვარტალი აღელვებთ, ხოლო ზოგადი სიტუაციით ისინი კმაყოფილი არიან (თუმცა ტიმმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანია არ იწუხებს თავს გრძელვადიანი პროგნოზებით). შესაძლოა, ახალი პროდუქტების ანონსები მარტი-ივნისის პერიოდში გამოასწორებს სიტუაციას და უარყოფითი ზრდაც შეწყდება. ამ კუთხით საინტერესოა ორი მომენტი:

  • ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ აიფონის მიდინარე მოხმმარებლებს შორის 60% დღემდე მეექვსე აიფონის გამოსვლამდე არსებული მოდელებით სარგებლობს, ანუ ძირითადად iPhone 5/5s-ით. თუ ვივარაუდებთ, რომ ისინი არ ცვლიან ტელეფონს ეკრანის ზომის გამო (მათ აწყობთ 4 დუიმიანი ეკრანი), მაშინ ახალი მოდელის პრეზენტაცია ისეთივე ზომის ეკრანით შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც ამ მომხმარებლებს სურთ. 60% — საკმაოდ დიდი აუდიტორიაა, რომელიც პოტენციურად მზად იქნება გამოცვალოს ტელეფონი ახალი მოდელით. ამავდროულად ნუ ჩავთვლით, რომ ეს იქნება იაფო მოდელი, ასეთი კიტხვაც დაისვა პრეზენტაციის განმავლობაში, რაზეც ტიმ კუკმა პირდაპირ უპასუხა, რომ იაფი მოწყობილობების გამოშვებას კომპანია არ გეგმავს;
  • კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ტიმ კუკი ვისრტუალურ რეალობაზე, მან მოულოდნელად უპასუხა, რომ ის ამას საინტერესო მიმართულებად თვლის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის ნიშას ვერ დაიკავებს. იმ ფაქტის ჭრილში, რომ ცოტა ხნის წინ ეფლმა ვირტუალური რეალობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი დაიქირავა, დაგ ბოუმენი (Doug Bowman), უნდა ვივარაუდოთ გარკვეული სიახლეები ეფლისაგან ამ მიმართულებითაც. ჯერ-ჯერობით ვირტუალური რეალობის ბაზარი MP3-მოწყობილობების ბაზარს ჰგავს 15 წლის წინ და შესაძლოა სწორედ „iPod“ აკლია ამ ბაზარს ისეთი კომპანიისაგან, რომელმაც იცის და ესმის, თუ რას და რატომ აკეთებს;
  • საკმაოდ ბევრი დრო დაუთმო ეფლმა იმას, რომ კომპანიის სერვისული განყოფილებები ასევე საკმაო თანხას შოულობენ. 5.5 მლრდ. დოლარი შემოსავალი კვარტალში App Store/iTunes-დან — არაა მცირე თანხა. წლიურად რომ დავაჯამოთ, ზოგიერთი მსხვილი კომპანიის შემოსავალს გაუტოლდება. ამ გზით ეფლს სურს ინვესტორების ყურადღების მიქცევა იმ საკითხზე, რომ მარტო აიფონი არ არის კომპანიის არსი;
  • iPhone-ის გასაშუალებული ფასი 691 დოლარია. ვფიქრობ ყველა კარგად ხვდება რას ნიშნავს ეს;
  • კომპანიის ფინანსური მარაგები ასტრონომულ 216 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუ გამოვაკლებთ კრედიტებს, სუფთა თანხა 160 მილიარდი გამოდის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ საკუთარი აქციების გამოსყიდვაზე 150 მლრდ. დოლარი დახარჯა.

მოკლედ, ჩვენ ვიღებთ შემდეგ სურათს: ეფლმა ეს-ესაა დაასრულა ყველაზე მაღალშემოსავლიანი კვარტალი, მაგრამ მრავალი ანალიტიკოსი ამას ჩავარდნას უწოდებს. შემდეგ კვარტალში „სულ რაღაც“ 50-53 მლრდ. დოლარი შემოსავაი იგეგმება, რაც კიდევ უფრო აძლერებს ამ „მესიჯს“. რატომღაც მუდმოვად არის ასეთი დამოკიდებულება, რომ 18.4 მლრდ. დოლარი ჩავარდნად უნდა განვიხილოთ. უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ. დიახ, შემოსავლის ზრდა შეჩერდა (ამ ეტაპზე), მაგრამ ეს ასობით მილიონი მომხმარებელი, არსად არ ქრება. ეს არ არის 90-იანი წლების ისტორიის გამეორება, როდესაც ეფლს ყავდა რამდენიმე მილიონი ძალიან ერთგული, მაგრამ მაინც მცირერიცხოვანი მომხმარებელი და არ ქონდა მრავალმილიარდიანი ფინანსური ბალიში, როგორც ახლა. მაგრამ განა ეს ხელს უშლიდა როდესმე ანალიტიკოსების მრავალრიცხოვან არმიას შეეწყვიტათ თავისი ბოდვის ტრანსლაცია მედია-საშუალებებში? თუ დავუფიქრდებით, სტატიები სათაურებით „ეფლი განწირულია და კვდება“ არასად არ გამქრალა და 90-იანი წლებიდან მოდიან. მაშნ ასეთი სტატია ნაკლები იყო, ხოლო ახლა, როდესაც ეფლმა ზრდის მაქსიმუმს მიაღწია, ასეთი სტატიების ოდენოაბ ერთი-ორად მოიმატებს. ასე რომ მოემზადეთ იკითხოთ „ანალიტიკური მასალები“ იმის შესახებ თუ როგორ არის განწილრული ეფლი. ამასობაში კი ეფლი ჩვეულ რიტმში გააგრძელებს ახალი პროდუქტების გამოშვებას, რაც მას შემდგომი ზრდის საშუალებას მისცემს.

Tags: Apple TViPadiPhoneiTunesMacWatch
Previous Post

Apple-ის უახლესი პროდუქტი — კონფიდენციალურობა

Next Post

რა იქნება ეფლის შემდეგი რევოლუციური პროდუქტი?

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
167
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
1.6k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
1.7k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
891
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
511
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
560
Next Post
რა იქნება ეფლის შემდეგი რევოლუციური პროდუქტი?

რა იქნება ეფლის შემდეგი რევოლუციური პროდუქტი?

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • დაივიწყეთ 120 ჰერცი, Apple-ს სურს 240Hz ახალ iPhone-ში!

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • წვერიანი ქალი, AirPods Max-ი და სხვა 217 ახალი ემოჯი iOS 14.5-ში

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.