GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home მიმოხილვა

მოსაზრებები 21 მარტის Apple-ის ღონისძიების შესახებ

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
28/03/2016
in მიმოხილვა
Reading Time: 1 min
0
მოსაზრებები 21 მარტის Apple-ის ღონისძიების შესახებ
696
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყოველ ჯერზე, როდესაც Apple თავის სპეციალურ ღონისძიებას მართავს, მეორე დრეს ინტერნეტი ივსება თავგანწირული შეძახილებით იმის შესახებ, რომ Apple-მა მავანს და მავანს გაუცრუა იმედები. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მეცინება ხოლმე ასეთ გაცხადებებზე, თუმცა რას უნდა ველოდოთ განებივრებული მილენიუმებისაგან, რომელთათვისაც „ეს ყველაფერი მოსაწყენია“. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც Apple მისი ორი ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობის განახლებას უშვებს?
ამ სტატიაში მე არ ჩამოვთვლი ახალი მოწყობილობების დეტალურ მახასიათებლებს. ამას თქვენ ამავე ნომერში გამოქვეყნებულ სხვა სტატიაში წაიკითხავთ. უბრალოდ მოკლედ შეგახსენებთ:

  • ახალი API ფუქნციები მედინიცინასთვის, CareKit;
  • Apple Watch-ის საბაზო მოდელზე ფასის დაკლება, 349 დოლარიდან 299 დოლარამდე. ასევე საათებისათვის ახალი სამაჯურები;
  • AppleTV-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება 9.2 ვერსიამდე, ხოლო iPhone და iPad-ისათვის 9.3 ვერსიამდე;
  • ახალი ტელეფონი, iPhone SE, 4 დუიმიანი ეკრანით;
  • ახალი iPad Pro 9.7 დუიმიანი ეკრანით (ხოლო 12.9 დუიმიან მოდელის მეხიერება მაქსიმუმ 256 გბაიტი გახდა).

ამჯერად წუწუნი უფრო ძლიერად ისმოდა, როგორც მე მომეჩვენა. არადა, ეს კონკრეტული ანონსი არც ითვალისწინებდა რევოლუციურ პროდუქტებს, მისი დანიშნულება იყო უახლოესი 6 თვის განმავლობაში გაყიდვების შემცირების კომპენსაცია, რაც თავის მხრივ გამოწვეულია სმარტფონების ბაზრის გაჯერებით და ზოგადად დაბალი გაყიდვების მაჩვენებლით ზაფხულის პერიოდში.

ამიტომაც, ხანგძლივობის თვალსაზრისითაც ეს ყველა მოკლე პრეზენტაცია იყო, რაც მე პირადად მახსოვს და რაც მინახავს. მაგრამ იმის თქმა, რომ „ეს მოსაწყენი იყო“ და „არაფერი ინოვაციური არ აჩვენეს“ — იმის მტკიცებულებაა, რომ ზოგ „ექსპერტს“ თევზივით ხანმოკლე მეხსიერება აქვს ან/და ის ცუდად იცნობს Apple-ის ისტორიას.

რასაკვირველია, ცოტას თუ ახსოვს მაგალითად 2006 წლის თებერვლის სპეციალური ღონისძიება, რომელზეც Apple-მა წარმოადგინა Mac mini-ს განახლება, ტყავის შალითა iPod-ისათვის და აუდიო-სისტემა iPod Hi-Fi (ვვარაუდობ, რომ უკვე ცოტამ თუ იცის, რა არის ეს ყველაფერი). და ეს ხდებოდა ცოცხალი სტივის დროს! ასე რომ არ არის საჭირო იმის მოყოლა, თუ როგორი მოსაწყენი ღონისძიება ნახეთ და „სტივის დროს ასე არ ხდებოდა“. წადით და ისტორია წაიკითხეთ.

სხვათაშორის, ზემოთ ჩამოთვლილი იმავე დარბაზში, Apple Town Hall იყო თავის დროზე წარმოდგენილი, რაც 21 მარტის პრეზენტაციაზე (და სადაც, როგორც ტიმ კუკმა განაცხადა, ასეთი სახის ღონისძიება ბოლოჯერ ჩატარდა, ხოლო 2017 წლიდან ყველა პრეზენტაცია კომპანიის ახალ კამპუსში ჩატარდება).

იმ სიბრიყვის კომენტირება, რომ Apple Watch-ის გაყიდვები გაჩერდა და სწორედ ამიტომაც გააკეთა მასზე ფასდაკლება Apple-მა, მეუხერხულება კიდევაც. ის, რასაც მე ვკითხულობ Apple-ის გაყიდვებზე, სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს.

ვინაიდან ჩვენ ახალი კატეგორიის პროდუქტზე ვსაუბრობთ, შესაბამისი საბაზრო ფასის მოდელის გამომუშავება — ბუნებრივი პროცესია. „349“ უფრო ძვირი აღმოჩნდა, საახალწლო ფასდაკლებებზე ფასის დაკლებამ მოთხოვნის ელასტოირობა გამოიწვია და დადებიტად აისახა გაყიდვებზე, რამაც Apple მიიყვანა დასკვნამდე დაესწია ფასი 50 დოლარით. და კვლავ, თუკი ისტორიას დავუბრუნდებით: გაიხსენეთ, რა ღირდა პირველი iPod? ვინც პირველ აიფონს შეესწრო, გაიხსენეთ რა ღირდა სულ თავიდან iPhone და რა ნაბიჯებს დგამდა Apple ფასის დარეგულირების საკითხში. მე მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ფასწარმოქნა — ბუნებრივი პროცესია ეფლისათვის და სხვა კომპანიებისათვის, ამიტომ არც კი ღირს ყურადრების მიქცევა ამ თემაზე. უბრალოდ დაფიქრდით იმაზე, რომ ბაზრის არცერთი უცხოელი ექსპერტი არ საუბრობს Apple Watch-ის გაყიდვების შეჩერებაზე, ვინაიდან არსებობს რეალური მონაცემები გაყიდვების შესახებ.

ახლა ცოტა შევეხოთ iPhone SE-ს. ჯერ ერთი, მადლობა მინდა ვუთხრა Apple-ს ამ ნაბიჯისათვის. მეორეც, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არაფრის დიდებით არ თმობენ თავის პაწაინა ტელეფონებს 4 დუიმიანი ეკრანით, საკამრისად დიდია; Apple-ის სტატისტიკით აიფონების საერთო რიცხვის 33%. და რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ — ამ მომხმარებლებთან Apple-ის მიდგომის ცვლილებაა, კერძოდ:

ადრე ეს ადამიანები, იმისათვის რომ შეეძინათ მცირე ზომის iPhone, იძულებული იყვნენ ეყიდათ მოძველებული მოდელი;
ახლა სტრატეგია შეიცვალა: Apple აღარ სთავაზობს „შარშანწინდელ ტექნოლოგიას ფასდაკლებით“, ამის სანაცვლოდ ხელმისაწვდომი ხდება „ისეთივე სიმძლავრის მოდელი, ოღონდ მცირე ზომის ეკრანით“. თუ დააკვირდით, მარკეტინგულ გზავნილში აღარ არის ფასზე ფოკუსირება, არამედ მხოლოდ მოწყობილობის ზომაზე (რომელიც „უფრო მცირეა, ვიდრე სხვების მოდელები“). ასე რომ ეს გამიზნულია იმ ადამიანებისათვის, ვინც არ არის მზად ერთბაშად გადაიხადოს 650-700 დოლარი მოწყობილობაში, მაგრამ არც ძველმანის ყიდვა არ სურს;
ამასთან, ამ მ��დელის გამოშვება ფლაგმანის გამოსვლიდან 6 თვის შემდეგ საშუალებას ძლევა ერთდროულად რამდენიმე მიზანს მივაღწიოთ: ის ვინსაც სურდა „ყველაზე ახალი და ყველაზე დიდი“, მან უკვე იყიდა 6s/6s plus, ასე რომ თავიდან არის აცილებული მოდელებს შორის კანიბალიზაციის მომენტი. ამავდოულად საწარმოო ჯაჭვზე დატვირთვა ნაკლებად არის, რის გამოც შესაძლოა შეფერეხბულიყო ფლაგმანის გაყიდვები სტარზე. კიდევ ერთი მომენტი, ვინაიდან iPhone SE დაკომპლექტებულია იმავე პროცესორით და ა.შ., მაკომპლექტებლების მწარმობლებს საშუალება ეძლევათ ფასი დაწიონ და Apple-ს უნარჩუნდება მისთვის საჭირო მარჟა მოწყობილობაზე.

ვნახოთ აბა, იმუშავებს თუ არა Apple-ის ასეთი სტრატეგია ამ სიტუაციაში. ისე ზოგადად მეც და სხვებსაც ერთ რამეზე დაგვწყდა გული 21 მარტის პრეზენტაციაზე. არ იყო ინფორმაცია Mac ების შესახებ. მარტალია მეორე დღეს გაჟონა ინფორმაციამ, რომ არაუგვიანეს ზაფხულისა, ჩვენ მივიღებთ ახალ Macbook Pro-ებს. შესაძლოა ეს WWDC-ზე მოხდება. მოკლედ, წინ ბევრი საინტერესო გველის.

Tags: Apple TViPadiPhoneMacWatch
Previous Post

iOS 9.3-ზე გადასვლის შემდეგი პრობლემების აღმოფხვრა

Next Post

iCloud-ის დაშიფრული მარქაფები

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
167
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
1.6k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
1.7k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
893
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
511
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
560
Next Post
iCloud-ის დაშიფრული მარქაფები

iCloud-ის დაშიფრული მარქაფები

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ს სურს რომ Apple-ს თვალთვალის ახალი წესების გამო უჩივლოს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.