GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home მიმოხილვა

ეფლის ფანები vs. მაიკროსოფტის ფანები — მეცნიერთა დასკვნა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
02/12/2016
in მიმოხილვა
Reading Time: 1 min
0
ეფლის ფანები vs. მაიკროსოფტის ფანები — მეცნიერთა დასკვნა
850
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თემა, „ეფლი მაიკროსოფტის წინააღმდეგ“ უკვდავია (მანამდე, სანამ ეს კომპანიები არსებობენ) არა მხოლოდ ამ კომპანის წყალობით, არამედ უფრო იმათი წყალობით, ვისაც ძალიან უყვარს (და სძულს) ეს კომპანიები — ფანატების. სწორედ იმათი წყალობით, ვინც მრავალ საათს ატარებს საიტებზე და ფორუმებზე და ცდილობს დაამტკიცოს საყვარელი კომპანიისა და მისი პროდუქტების უპირატესობა, იცავს მის მცირეოდენ შეცდომასაც კი და ხანდახან კომპანიის ხელმძღვანელობასაც კი აღმერთებს. ასევე იმათი წყალობით, ვისაც დანახვაც კი არ უნდა სა���ირისპირო კომპანიის პროდუქტებისა და ვინც ასევე მრავალ საათს ატარებს იმავე საიტებსა და ფორუმებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კვლევა ჩაატარეს ბრიტანელმა მეცნიერებმა (ჰაჰა).

სანამ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, საკუთარ თავზე ვიტყვი. ათიოდე წლის წინ ერთ საინტერესო ფრაზას წავაწყდი ქსელში: „Love the products, hate the company“. ვფიქრობ, თარგმანი ზედმეტია. ეს პრეამბულა იყო, ახლა კი ამბულაზე გადავიდეთ.

იმ მომენტიდან, რაც მეცნიერებმა დაიწყეს გადახრების შესწავლა, მათ შეამჩნიეს რომ არსებობს ორი მკვეთრად გამოხატული ჯგუფი: ისინი ვისაც მოსწონთ ეფლი და ისინი, ვისაც მოსწონთ მაიკროსოფტი. დარც მეტად შეისწავლება ორივე მხარე, მით უფრო უერთიერთგამორიცხავად ჩანს პოზიციები სიყვარული-სიძულვილი.

University College London-ის პროფესორ სემირ ზეკის მიერ ჩატარებული კვლევები დაგვეხმარება ავხსნათ ემოციების ის კორიანტელი, რომელიც თან ახლავს ორ ტექნოლოგიურ გიგანტს. მართალია, სიყვარული და სიძულვილი ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებათ ჩანან, მაგრამ ორივე გრძნობაზე პასუხისმგებელი არიან ერთი და იგივე ნერვული კვანძები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორივე გრძნობის ინტენსივობის პიკური სიმაღლეში ჩართული ტვინის ორი ნაწილი: putamen და insula.

და აი ამ კვლევამ, რომელიც მოიცავდა 17 მოძულეს, აჩვენა ძირითადი სხვაობა სიყვარულსა და სიძულვილს შორის.

სიძულვილი უფრო რაციონალურია.

„ეს შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს, ვინაიდან სიძულვილი ასევე სრულიად მომცველი გრძნობაა, ისევე როგორც სიყვარული“, განაცხადა ზეკიმ Independent-თან ინტერვიუში. „მაგრამ რომანტიულ სიყვარულში, მისი მონაწილე შესაძლოა ნაკლებ კრიტიკული იყოს სიყვარული ობიექტის მიმართ. ხოლო სიძულვილში ის, ვისაც სძულს, პირიქით, იჩენს მეტ გინიერებას იმ ნაბიჯების განთვლის მიზნით, რაც დააზარალებს სხვას“.

ეს ჩვენ გვკარნახობს, რომ ისნი ვისაც უყვართ ეფლი და მაიკროსოფტი, საბოლოო ჯამში თავი აქვთ დაკარგული ამ ბრენდებთან მიმართებაში. მაგრამ როდესაც საქმე სიძულვილს ეხება, ისინი ცივი გონებით პოულობენ ყველაზე საშინელ, მაგრამ ფაქტებით გამყარებულ წერტილებს კრიტიკისათვის, რათა გამოხატონ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება.

სიყვარული ბრმა არისო, ამბობენ. აი სიძულვილს კი როგორც ჩანს GPS აქვს.

ასე რომ, რაც უფრო მეტ რაციოანლურ მიზეზს პოულობს ეფლის მოყვარული, რათა სძულდეს მაიკროსფოტი, მით მეტად ინტენსიური ხდება მისი სიძულვილი.

რასაც არ აღწერს აღნიშული კვლევა, ეს არის შემდეგი თემა: ძლიერდება თუ არა ნივთისადმი, ადამიანისადმი, ან ბრენდისადმი სიძულვილი, თუ ის მომდინარეობს ტვინის იმავე ნაწილიდან სადაც ძიერია სხვა ადამიანისადმი, ნივთისადმი, ან ბრენდისადმი სიყვარული?
აძლიერებს თუ არა სიძულვილს მაიკროსოფტისადმი ეფლის ბრენდის ფანატის სიყვარული? ანდა, ხომ არ არის ამ სიძულვილში ჩამალული ურთიერთსაწინააღდეგო და საშიში აღტაცება სიძულვილის ობიექტის მიმართ, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს საოცრად ახლო ნეიროსამეცნიერო უერთიერთობებით სიყვარულსა და სიძულვილს შორის?

მე ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ, როგორ ესხმიან თავს ამ ორი ბრენდის მოყვარულები ერთმანეთს და ვფიქრობ, გულის სიღრმეში ხომ არ ეჭვიანობენ მოპირისპირე მხარის წამრატებების გამო?

შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეფლის მოყვარულებს გააჩნიათ ფარული ვნება მაიკროსოფტისადმი? ხოლო რედმონდული კომპანიის მოყვარულებს ძალიან მოსწონთ ერთი ხილის კომპანიის სიახლეები? რა შეიძლება იყოს მათი ფარული ვენებების მიზეზი?

მეცნიერება ამაზე ჯერ-ჯერობით დუმს.

Previous Post

ჩამქრალი ვაშლი

Next Post

რატომ აგროვებენ კორპორაციები ტრილიონობით დოლარს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
167
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
1.6k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
1.7k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
893
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
511
iPad mini-ს მიმოხილვა
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
560
Next Post
რატომ აგროვებენ კორპორაციები ტრილიონობით დოლარს

რატომ აგროვებენ კორპორაციები ტრილიონობით დოლარს

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ს სურს რომ Apple-ს თვალთვალის ახალი წესების გამო უჩივლოს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.