GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

AirPods სუპერ პროდუქტია და აი რატომ

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
22/06/2017
in სიახლეები
Reading Time: 1 min
0
AirPods სუპერ პროდუქტია და აი რატომ
2.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბევრი ყურასცვამი მაქვს, ვაღიარებ. და ყველაზე ხშირად PowerBeats 3-ს ვიყენებ, თუმცა უცაბედად მათ სიდადეს AirPods დაემუქრა. და ამის მიზეზიც არსებობს.

მე არ ვარ AirPods-ების ფანატი, მაგრამ ვერ გავძელი და მაინც ვიყიდე

ერთი თვის წინ ბოლო-ბოლო დავნებდი ზეწოლას და ვიყიდე AirPods. აქამდე ჩემი ნაცნობ-მეგობრების ნახევარმა უკვე მოასწრო მისი შეძენა და პრაქტიკულად ყველა ძალიან კმაყოფილია. მარტივი წესი მოქმედებს: თუ მანამდე ძალიან მოგოწონდა EarPods-ები, მაშინ AirPods-ებიც ასევე ძალიან მოგეწონება.

ამასთან ერთად, ისეთი ყურსაცმელები მჭირდებოდა, რომ შემძლებოდა არა მარტო მუსკის, არამედ გარშემო სივრცის მოსმენაც: როდესაც ქუჩაზე გადადიხარ (და საერთოდ ფეხით ბევრს დადიხარ), უსაფრთხოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძლიერი ბანების მოსმენა.

შედეგად, AirPods-ის გამოყენება ჩემს შემთხვევაში ძალიან სპეციფიურია. უცაბედათ მათ აღმოაჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც Beats არა აქვს.

რატომ ვერ ჩაანაცვლებ AirPods-ს BeatsX-ით, ან სხვებით

თუ კარგად დავფიქრდებით, ბოლო დრომდე უსადენო ყურსასმენს რეალურად ვერ დავარქმევთ უსადენოს. შეხედეთ მოდელების 95%-ს: რეალობაში ყურასცვამები ერთმანეთთან მავთულით არის მიერთებულია. სხვაობა მხოლოდ ამ კაბელის განთავსებაა. ზოგ მოდელში კაბელი კისერზე გადის, ზოგს — უბრალოდ ჩამოკიდებული აქვს.

AirPods ამ თვალსაზრისით ნამდვილად უსადენოა. თითოეული ყურსასმენი ავტონომიური და სრულფასოვანია. თოთოეულს აქვს აკუმლატორი, ხმის ჩახშობის სისტემა და ცალეკული მიკროფონი.

და უხვად არის გაჯერებული ეფლის ჯადოსნობით. ჩაირჭობ ყურსაცვამს ყურში, სენსორი ამას იგებს და ავტომატურად ხდება კავშირის დამყარება აიფონთან. მიდიხარ და უსმენ მუსიკას, რომელიც ასევე ავოტმატურად ირთვება.

თუმცა აქ ჩნდება შიში. უმავთულობის გამო რომ დავკარგო? ნუ იქნები დაბდური და არ დაკარგავ, გეტყვი მე შენ. და ამ მომენტის გარდა პლუსები პროდუქტს რეალურად მეტი აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი — რომელიც მე მომეწონა — ფაქტიურად შენ ყიდულობ ორ ცალ უსადენო მონოგარნიტურას. უფრო მეტიც, ასეთ რეჟიმში შეგიძლია დამტენი შალითა არც ატარო.

AirPods შესანიშნავია, როგორც მონოგარნიტურა, თანაც, ორი ცალი გაქვს

შესაძლოა ვერ შეამჩნიე, მაგრამ ყოველი ერთი ცალი AirPods — მინი-კომპიუტერია. დროის რეალურ რეჟიმში მუშაობს ხმაურის დახშობისა და გარემო ხმების შეფასების სისტემა. სენსორები აკონტროლებენ ყურსაცვამის ყურში განთავსების ხარისხს. სენსორული ზედაპირი თვალყურას ადევენებს ხელით შეხებებს. Bluetooth-მოდული უშუალოდ წყაროს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ ეს ყურსაცვამი სრულიად ავტონომიურია. შეიძლება ერთი ცალი დატოვო სამსახურში, მეორე — სახლში. ორივე ცალ-ცალკე გადასარევად იმუშავებს.

ეფლის ჯადოსნობა არა მარტო აპარატურულ ნაწილშია, ე.წ. „ჰარდში“. ცოტამ თუ იცის: თუ უსმენ ერთ ცალ AirPods-ს, მასში მოდის როგორც მარცხენა, ისევე მარჯვენა არხი. ყურსაცვამები ავტომატურად რთავენ სტერეო ხმის იმიტაციას!

რამდენიც გინდა ვიკამათოთ, მაგრამ ქალაქის პირობებში ერთი ცალი ყურსაცვამი უკმჯობესია, ვიდრე — ორი. შენ ჰარმონიაშ ხარ ქალაქთან. შენ არ გჭირდება მუსიკის გაჩერება, რომ რამე გაიგონო. არ არის საჭირო ხელის გაწვდენა, მოხსნა, რომ ვინმეს დაელაპარაკო. შენ ყოველთვის იცი, რომელი მხრიდან მოდის ავტომობილი, საიდან გაიგონე ეს ხმა.

უბარლოდ ბანალურად უსაფრთხოდ ხარ.

როგორ მუშაობს AirPods გარნიტურას სახით

გასაგებია, რომ როდესაც ვსაუბრობთ მონო-გარნიტურაზე, მოთხოვნებიც სხვა უნდა იყოს. ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია — AirPods-ის მიკროფონი გადასარევად მუშაობს. ჩემი ხმა ესმით შესანიშნავად. ხმის გადაცემა უკეთეია, ვიდრე iPhone 7-ის მიკროფონს აქვს.

ერთი მომენტია: ხმაურის დახშობა ვერ შველის, თუ მხოლოდ ერთი ცალი ყურსაცვამი ცალია და ისიც ხმაურიანი მხრიდან. ამ დროს უბრალოდ ხელი მიიფარეთ ყურზე, მეტი არაფერი საჭირო არ არის.

მონო -რეჟიმის წყალობით შალითის ტარების საჭიროებაც არ არსებობს, როდესაც ცალი ყურსაცვამი დაჯდება, მეორეს გაიეკთებ და ეგაა. ანუ 10 საათი გარანტირებულად გაქვს მოსმენის საშუალება.

კიდევ ერთი ნიუნსი: დამტენი შალითა არ თვლის ყურსაცვამს დამუხტულად, თუ ორივე ცალი არ დევს მასში. ამიტომ დატენვის პროცესი დაა ხლოებით საათი-საათნახევრით გრძელდება.

რაც შეეხება ხმის ხარისხს, სასწაულს ნულელოდებით. აქ არ არის აუდიოფილისთვის საჭირო ხრისხი, მაგრამ მომხმარებელთა 90% კმაყოფილი დარჩება. თუ მეტი არა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა იყიდო AirPods

მესმის, რომ ძნელია $160-იან აქსესუარს დითირამბები უმღერო. ძვირია, კი. მაგრამ იმ ფაქტორების თანწყობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ამ გარნიტურას ერთ-ერთ საუკეთესოს ხდის.

აშკარად ღირს მისი ყიდვა.

Tags: iPhone
Previous Post

მოვიდა მეორე Beta ვერსია: iOS 11, MacOS High Sierra, tvOS 11 და watchOS 4

Next Post

Apple მუშაობს App Store-ის გლობალურ გასუფთავებაზე

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს
სიახლეები

Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

26/02/2021
182
ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“
სიახლეები

ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

25/02/2021
85
რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი
სიახლეები

რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

21/02/2021
4.1k
მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს
სიახლეები

მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს

21/02/2021
56
AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ
სიახლეები

AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ

19/02/2021
54
დაივიწყეთ 120 ჰერცი, Apple-ს სურს 240Hz ახალ iPhone-ში!
სიახლეები

დაივიწყეთ 120 ჰერცი, Apple-ს სურს 240Hz ახალ iPhone-ში!

18/02/2021
327
Next Post
Apple მუშაობს App Store-ის გლობალურ გასუფთავებაზე

Apple მუშაობს App Store-ის გლობალურ გასუფთავებაზე

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • დაივიწყეთ 120 ჰერცი, Apple-ს სურს 240Hz ახალ iPhone-ში!

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • წვერიანი ქალი, AirPods Max-ი და სხვა 217 ახალი ემოჯი iOS 14.5-ში

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.