არის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მოუთმენლად ელოდება iOS 11-ის ჯეილბრეიკს. როგორც ჩანს, დიდხანს ლოდინი მათ აღარ დასჭირდებათ.
ლიანგ ჩენმა Keen Lab-იდან გვიჩვენა iPhone X-ის წარმატებული შეტეხვა POC 2017-ზე. ეს არის კონფერენცია უსაფრთხოების შესახებ, რომელიც კორეელი ჰაკერებისა და უსაფრთხოების ექსპერტების მიერ ჩატარდა სეულში, 9-10 ნოემბერს.
კონფერენციის ორგანიზატორმა ტვიტერშიდ ადო ჩენის პრეზენტაციის ვიდეო:
iOS 11.1.1 jailbreak by Liang Chen from Keen Lab. pic.twitter.com/WLI07Us5pV
— vangelis (@vangelis_at_POC) November 10, 2017
როგორც ჩანს, Keen Lab არ გეგმავს გაასაჯაროვოს ჯეილის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ ჰაკერების სხვა ჯგუფები შეძლებენ ამის გამეორებას და საჯაროდ გამოფენენ ჯეილბრეიკს ყველასათვის.
წყარო: CultOfMac
Discussion about this post