GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

ყველაფერი iOS 12-ის შესახებ

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
16/09/2018
in სიახლეები
Reading Time: 3 min
0
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამ წლის 4 ივნისს Apple-მა iOS 12 წარმოგვიდგინა, როგორც მოსალოდნელი იყო WWDC-ის ღონისძიებაზე კომპანიამ აქცენტი ახალი სისტემის დიზაინზე გააკეთა. 

პირველ რიგში Craig Federig-მა განაცხადა იმის შესახებ, რომ ნებისმიერ მოწყობილობაზე iOS 12-ით ყველა აპლიკაცია 40%-ით უფრო სწრაფად გაიხსნება/იმუშავებს ვიდრე ეს წინა iOS-ზე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები რომლებიც თავიანთი iPhone 5S-ის დამარხვისთვის ემზადებოდნენ, ახალი საოპერაციო სისტემით შეძლებენ თავიანთი მოწყობილობის მუშაობა გააუმჯობესონ. 

ARKit

შემდეგი თემა ვირტუალი რეალობა იყო. აღმოჩნდა რომ Apple-მა Pixar-თან ერთად შექმნა საკუთარი AR-ფორმატი, სახელად — USDZ (ის არ არანაირი კავშირში არ არის კრიპტოვალუტასთან) როგორც წესი, კუპერტინოში უკვე არსებობს მესამე მხარის აპლიკაციები, რომლებსაც აქვთ ახალი სტანდარტის მხარდაჭერა. 

ერთი მათგანი — Create Cloud Adobe-სგან. მასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ფოტოები, დაწეროს ტექსტები და გააგზავნოს ისინი ARKit-ის საშუალებით. 

AIRkit 2.0 წინა ვერსიასთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია სახის მიმიკების აღქმით. გრაფიკული მონაცემების უფრო რეალური რეალიზაცია და 3D ობიექტების გაუმჯობესებული მხარდაჭერა. 

Siri

ახალი სირი კიდევ უფრო ჭკვიანი გახდება, იგი ახლა უკვე არც ისე ცუდად გამოიყურება კონკურენტებისგან განსხვავებით. ჭკვიანი ასისტენტი ახლა უკვე ყველა იმ აპლიკაციასთან შეძლებს მუშაობას, რომელიც ჩვენს მოწყობილობაზე იქნება დაყენებული. 

თუ თქვენ ახალ ფუნქციას “სწრაფ წვდომას” გაააქტიურებთ, Siri შეძლებს სხვადასხვა დაწესებულებებში შეკვეთების გაკეთებას. მაგალითად თუ ხშირად უკვეთავთ პიცას, ხმოვანი თანაშემწე საშუალებას მოგცემთ ყოველი მომდევნო გამოძახებისას ნაკლები საუბრის შედეგად გააკეთოთ იგივე შეკვეთა. 

მეტი კომფორტისთვის, Apple-მა გამოუშვა ახალი აპლიკაცია Shourtcuts. iOS 12-ში მასთან ერთად შეგიძლიათ შეიმუშაოთ სხვადასხვა ბრძანებები კონკრეტული აპლიკაციებისთვის და კიდევ უფრო მარტივი გახადოთ თქვენი და თქვენი ასისტენტის ურთიერთობა. ამ ახალი შესაძლებლობის გამოყენება დეველოპერებს აპლიკაცია API-ს საშუალებით შეუძლიათ, რომელიც საზოგადოებრივ დომენშია. 

განახლებულმა Siri-მ ისწავლა უფრო მეტი ცნობილი ადამიანის შესახებ, სწორი კვების შესახებ, ფოტოების დალაგება ადგილებისა და დროის მიხედვით, ასევე უამრავ ახალ ენაზე საუბარი. 

ფოტო

ფოტოების აპლიკაცია iOS 12-ში უფრო ინტელექტუალური გახდა. მას აქვს ახალი ფუნქციები ფოტოების დასალაგებლად, მეტი ეფექტებით. ამას გარდა მას შეეძლება განსაზღვროს რომელია თქვენი მეგობრის ფოტო და შემოგთავაზოთ მისი გაგზავნა iMessage-ის საშუალებით. 

აპლიკაციები

iOS 12-ში Apple-მა რადიკალურად შეცვალა რამდენიმე აპლიკაცია: iBooks-ი, Apple News-ი, “აქციები”. წიგნების აპლიკაციის შემთხვევაში Apple-მა ახალი კონცეფცია წარმოადგინა და i მოაშორა, ახლა უკვე iBooks-ი Apple Books-ი იქნება.

წიგნების აპლიკაციის დიდი განახლება ფუნქციონალის თვალსაზრისით არ ყოფილა, მას შიგნით დაემატა “მე ახლა ვკითხულობ”-ის ფუნქცია დანარჩენი Apple Books-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა, ძირითადად მან წინა ვერსიის მახასიათებლები შეინარჩუნა.

აპლიკაცია “აქციები” რომელიც სავარაუდოდ ძალიან ცოტა ადამიანს ახსოვს, iPad-შიც გამოჩნდება. გარდა ამისა, ამ აპლიკაციის ფუნქციებს Apple News-იც მოიცავს. ინვესტორები ინფორმირებულები დარჩებიან იმის შესახებ თუ რა ხდება ბაზარზე. რა თქმა უნდა ეს თქვენთვის არ არის “Bloomberg Terminal”-ი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. 

შეტყობინებები

შეტყობინებების სისტემა ამდენი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდიდა, ამჯერად ეს ასე არ არის. iOS 12-ს ექნება შეტყობინებების დაჯგუფების ფუნქცია. ასევე დაემატება მათი კონკრეტული თემატიკის შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია — “არ შემაწუხო ღამით”. ამ ინოვაციის წყალობით თქვენ არ შეგაწუებთ შეტყობინებები ღამის განმავლობაში, მაგრამ მათ მიიღებთ დილით უკვე დაჯგუფებულ ფორმატში. 

აქტივობების კონტროლი

iOS 12-ის დახმარებით, თქვენ გარანტირებულად იცით თუ როგორ იყენებთ დღის განმავლობაში თქვენს iPhone-ს. ეს ფუნქცია აკონტროლებს თქვენს ყველა ქმედებას, ნახავთ რომელ აპლიკაციასთან მეგობრობთ ყველაზე მეტად. თქვენ ასევე შეძლებთ შეხსენებების დაყენებას, რომელიც გეტყვით, რომ კონკრეტულ აპლიკაციაში ზედმეტად დიდ დროს ატარებთ და დატოვოთ იგი. 

მაგალითად შეგიძლიათ დააყენოთ დროის ლიმიტი Instagram-ზე, კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ, სისტემა გამოგიგზავნით შემოტყობინებას, რომ აპლიკაცია დახუროთ ან სხვა რამე გააკეთოთ. 

ეს ინოვაცია განსაკუთრებით დაეხმარებათ მშობლებს, რომლებიც უფრო მარტივად შეძლებენ გააკონტროლონ მათი შვილების iPhone-ში ან iPad-ში ყურების დრო. საჭიროების შემთხვევაში, ეს ფუნქცია შეზღუდვაში დაეხმარებათ. 

მაგალითად შეძლებთ დისტანციურად დაბლოკოთ მოწყობილობა, მიუთითოთ კონკრეტული დრო როცა გინდათ, რომ გაჯეტი დაიბლოკოს. ამ სერვისის ჩართვა iCloud-დან იქნება შესაძლებელი. 

უსაფრთხოება

მომხმარებლების უსაფრთხოება კვლავ ერთერთ მნიშვნელოვან პრიორიტედად რჩება. აქედან გამომდინარე, კომპანიის დეველოპერებმა გააუმჯობესეს Safari-ს ჭკვიანი ფუნქცია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 

ასევე Safari-ში გამოჩნდა ჩამონტაჟებული პაროლების გენერატორი, რაც ხელს შეუშლის ალფანუმერულ კომბინაციებს ავტორიზაციისთვის. 

სხვა

iOS 12-ში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ Animoji-ს გარდა, Memoji შექმნან. მემოჯად ნებისმიერი პერსონაჟის ქცევა შეგიძლიათ.

FaceTime-ის სერვისმა მიიღო მრავალპერსონიანი ვიდეო ზარის ფუნქცია. ახლა მომხმარებლებს ჯგუფური ზარის განხორციელება შეეძლებათ და არა მხოლოდ iPhone-ით, FaceTime-ის მხარდაჭერა Apple Watch-საც აქვს. 

საუბრის დროს ნებისმიერ მომხარებელს შეეძლება გამოეთიშოს ან დაემატოს ჯგუფს. 

რაც შეეხება მარადიულ კითხვას: თავსებადი იქნება თუ არა ის ძველ მოდელებზე?
შეგიძლიათ თავად ნახოთ: 

Tags: iOSiPadiPhoneWatch
Previous Post

iPhone Xs მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სმარტფონი გახდა

Next Post

ASBIS საქართველოში iPhone Xs-ისა და iPhone Xs Max- ის მოწოდებას იწყებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?
სიახლეები

ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

27/02/2021
160
Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს
სიახლეები

Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

26/02/2021
1.2k
ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“
სიახლეები

ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

25/02/2021
122
რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი
სიახლეები

რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

21/02/2021
4.1k
მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს
სიახლეები

მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს

21/02/2021
57
AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ
სიახლეები

AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ

19/02/2021
59
Next Post

ASBIS საქართველოში iPhone Xs-ისა და iPhone Xs Max- ის მოწოდებას იწყებს

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ს სურს რომ Apple-ს თვალთვალის ახალი წესების გამო უჩივლოს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.