როგორ მოვაშოროთ წყალი iPhone-იდან Shortcuts-ის საშუალებით

როგორ მოვაშოროთ წყალი iPhone-იდან Shortcuts-ის საშუალებით

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

iPhone 7-იდან მოყოლებული, Apple-ის ყველა სმარტფონს გააჩნია წყლისაგან დაცვა. მოწყობილობა მშვიდად გადაიტანს წყალში 1-2 მეტრით ჩაძირვას, 30 წუთის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ასეთი ბანაობის შემდეგ მიკროფონის და სპიკერის ნახვრეტებში წყალი მაინც ხვდება და ხმა ყრუდ ისმის.

რომ არ ველოდოთ რამდენიმე საათი, სანამ მოწყობილობა თავისით გაშრება მთლიანად, შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალური ბრძანება და წყალი მოვაშოროთ რამდენიმე წამში. და აი, როგორ:

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Shortcuts, თუ ჯერ ეს არ გაგიკეთებიათ:

‎Shortcuts
‎Shortcuts
Developer: Apple
Price: Free

გადადით ამ ბმულზე ტელეფონიდან და გადმოწერეთ Shortcuts-ის ბრძანება: Water Eject

  1. დააჭირეთ ღილაკზე „Get Shortcut“
  2. ბრძანება Water Eject დაემატება Shortcuts-ების გალერეაში.

ახლა, როდესაც თქვენი iPhone მოხვდება წყალში, საკმარისია გახსნათ აპლიკაცია Shortcuts, აირჩიოთ ბრძანება Water Eject. ამის შემდგომ ხმის მაქსიმალურ დონეზე ჩაირთვება დაბალი სიხშირის ბგერა, რომელიც ტელეფონის ნახვრეტებიდან წყალს გამოდევნის.

Leave a Comment

Related Posts