GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home ხრიკები

რა არის სმარტ-საქაღალდე და რისთვის არის ის საჭირო

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
15/08/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min
0
რა არის სმარტ-საქაღალდე და რისთვის არის ის საჭირო
122
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბევრმა არ იცის, მაგრამ macOS-ში არის ისეთი ძალიან სასარგებლო ფუნქცია, როგორიცაა სმარტ-საქაღალდე. მიუხედავად დასახელებისა, ეს არ არის საქაღალდე საოპერაციო სისტემის კლასიკური გაგებით, არამედ ფაილების დახარისხების პრინციპი მითითებული პარამეტრების მიხედვით. თუ სრულად შეისწავლით სმარტ-საქაღალდეების შესაძლებლობებს, თქვენ შეძლებთ თქვენი სამუშაოს შესრულებას გაცილებით უფრო მოხერხებულად და ეფექტურად.

მაშ ასე, რისთვის არის ეს საჭირო?

სმარტ-საქაღალდეების საშუალებით შესაძლებელია მუსიკის, ფოტოების, ფილმებისა და ნებისმიერი სხვა სახის ფაილების დახარისხება თითის ერთი დაწკაპუნებით. რასაკვირველია, წინდაწინ უნდა მიუთითოთ აუცილებელი ნიშან-თვისებები. მოდი, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი.

დავუშვათ, დიდ პროექტზე მუშაობთ. ამ პროექტის ფაილები მიმოფანტულია თქვენს კომპიუტერში — დოკუმენტებში, ელექტრონულ ცხრილებში, ელფოსტაში, Safari-ს ჩანიშნულებში და ა.შ. ამ მონაცემების ერთ ადგილას შეკრება ხელით პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ აქ გამოდის სცენაზე სმარტ-საქაღალდე. როგორც ხედავთ, ეს ფუნქცია Spotlight-ის გაუმჯობესებული ვერსიაა.

როგორ შევქმნათ სმარტ-საქაღალდე?

ეს ძალიან ადვილია. ამისათვის დაგვჭირდება Finder-ში შესვლა.

მთავარ მენიუში ვირჩევთ File > New Smart Folder. გაიხსნება ახალი ფანჯარა.

უნდა დავამატოთ იმ მონაცემების საძიებო ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოჩნდება შექმნილ სმარტ-საქაღალდეში. ასარჩევად გვაქვს ატრიბუტების დიდი რაოდენობა, მათი ამ სტატიაში ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მაგალითად შეიძლება მოაგროვოთ სმარტ-საქაღალდეში ის ფაილები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ფოტო-კამერით, კონკრეტულ დღეს. ამ ოფციის შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა.

რასაკვირველია, ძებნა შესაძებელია არა მხოლოდ Mac-ის ყველა საქაღალდის მიხედვით, არამედ კონკრეტულ საქაღალდეებში, ან მყარ დისკებზე. მაგალითისათვის დავძებნოთ ყველა სურათი ჩემს კომპიუტერში, რომლებიც ამ კვირაში მოხვდა დისკზე, ამათუიმ გზით.

ნიშან-თვისებების შერჩევის შემდეგ შესაძლებელია სმარტ-საქაღალდის შენახვა.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ საქაღალდის Finder-ის გვერდითა ზოლში განთავსებაც, რათა ადვილად გქონდეთ წვდომა მასზე. დროთა განმავლობაში, სმარტ-საქაღალდე შეივსება ობიექტებით — თუ კომპიუტერში გაჩნდება ისეთი ფაილები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ ნიშან-თვისებებს. დამეთანხმებით, რომ ძალიან სასარგებლო ფუნქციაა.

Tags: Mac
Previous Post

შალითების მწარმოებელმა ახალი iPhone-ების სახელები გვითხრა

Next Post

Apple iMac Pro

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას
ხრიკები

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას

28/07/2020
159
როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს
სიახლეები

როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს

12/04/2020
418
თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა
ხრიკები

თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა

02/04/2020
360
როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში
ხრიკები

როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში

17/01/2020
202
როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში
ხრიკები

როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში

24/12/2019
101
iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?
ხრიკები

iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?

17/12/2019
144
Next Post
Apple iMac Pro

Apple iMac Pro

Discussion about this post

  • iPhone 13-ს შესაძლოა ეკრანში ანაბეჭდის სკანერი ჰქონდეს

    iPhone 13-ს შესაძლოა ეკრანში ანაბეჭდის სკანერი ჰქონდეს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-ს Telegram-ის გამო უჩივიან

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • დონალდ ტრამპმა აშშ-ს გმირთა ეროვნულ პარკში სტივ ჯობსის ძეგლის დადგმა მოითხოვა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Samsung-მა Galaxy S21-ის პრეზენტაციის შესახებ iPhone-იდან გვამცნო

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • რა არის iCloud?

    3 shares
    Share 3 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.