როგორ გავიგოთ ნებისმიერი ფაილის ზომა iOS-ში

როგორ გავიგოთ ნებისმიერი ფაილის ზომა iOS-ში

iOS 12-ის ერთ-ერთი სიახლე იყო აპლიკაცია „Shortcuts“. ახალი პროგრამა საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ შექმნათ მოქმედებების ჯაჭვი, ყოველდღიური საქმეებისა და რუტინული ოპერაციების ავტომატიზაციის მიზნით, არამედ განახორციელოთ ქმედებები, რომლებიც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული iOS-ში. მოსახერხებელია გრეთვე ისიც, რომ ამა თუ იმ სცენარის გააქტიურება უბრალოდ ღილაკის დაჭერით, ან ხმოვანი ბრძანებითაც შეიძლება. ამ სტატიაში მე მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დაწეროთ უმარტივესი სცენარი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ნებისმიერი ფაილის ზომის გაგებას. ეს სტატია შესავალი იქნება „Shortcuts“-ის სამყაროში და სამომავლოდ ბევრ საინტერესო და სასარგებლო სცენარს შემოგთავაზებთ.

მიუხედავად იმისა, რომ iOS 12-ში კუპერტინომ ბევრი სასარგებლო სიახლე დანერგა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფუქნცია დრემდე აკლია სისტემას.

მაგალითისათვის ავიღოთ სისტემური ფოტო აპლიკაცია. გაურკვეველი მიზეზით მომხმარებელს ჯერ კიდევ არ შეუძლია გაიგოს ფოტო-ფაილის ზომა, რომელიც ინახება ამ აპლიკაციაში — ასეთი შესაძლებლობა უბარლოდ არ არსებობს.

ფაილის ზომის გაგება მხოლოდ „Files“ აპლიკაციაშია შესაძებელი, ამიტომ მომხმარებლები ხშირად უცნაურ მეთოდს მიმართავენ: აიმპორტებენ ფოტოს ამ აპლიაკციაში და ისე იგებენ მის ზომას. დამეთანხმებით, რომ აბსურდია.

საბედნიეროდ, არსებობს გაცილებით მარტივი გზა, რომ გავიგოთ ფოტო-ფაილის ზომა. თანაც ისე, რომ არც ფოტო-აპლიკაციიდან გამოსვლა დაგვჭირდეს და არც ფაილის იმპორტი. სწორედ ამაში დაგვეხმარება აპლიკაცია „Shortcuts“.

‎Shortcuts
‎Shortcuts
Developer: Apple
Price: Free
  • ჩამოტვირთეთ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ;
  • გახსენით ის და მთავარ ეკრანზე აირჩიეთ ბრძანება „Create Shortcut“:
აირჩიეთ ბრძანება „Create Shortcut“
დააჭირეთ სცენარის პარამეტრების ღილაკს

ახალ ფანჯარაში დააჭირეთ სცენარის პარამეტრების ღილაკს და მიუთითეთ სცენარის სახელი, მაგალითად როგორც მე „ფაილის ზომის გაგება“. აქვე გავააქტიუროთ ტუმბლერი „Show in Share Sheet“.

მიუთითეთ სცენარის სახელი

განყოფილებაში „Accepted Types“ აირჩიეთ ფაილების სასურველი ფორმატები, რომლებთანაც იმუშავებს ეს სცენარი — „Files“, „Images“, „Media“ და „PDF“».

დავბრუნდეთ სცენარის ჩასწორების გვერდზე და ეკრანის ქვემოთ მოცემულ საძიებო ველში ავკრიფოთ „Get Details of Files“, მოვძებნოთ ეს ბრძანება და ავირჩიოთ ის.

ბრძანების შიგნით დავაჭიროთ პუნქტს „Get“ და ავირჩიოთ „File Size“.

შემდეგ ეტაპზე უნდა დავამატოთ შეტყობინებების ნაწილი, რომ სისტემამ გაგავგებინოს ფაილის ზომა. ამისათვის კვლავ დავბრუნდეთ სცენარის ჩასწორების გვერდზე და ეკრანის ქვემოთ მოცემულ საძიებო ველში ავკრიფოთ „Show Notification“, მოვძებნოთ ეს ბრძანება და ავირჩიოთ ის.

ახლა ამ მეორე ბრძანებაში სიტყვები „Hello World“ უნდა წავშალოთ, ბრძანებების სტრიქონში ავირჩიოთ „Details of Files“ და გადავათრიოთ ის ბრძანებაში.

ესეც ასე! ყველაფერი მზადაა! ფაილის ზომის გასაგებად უნდა შეხვიდეთ ფოტო-აპლიაციაში, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფოტო და დააჭიროთ გაზიარების ღილაკზე და მენიუდან აირჩიოთ „Shortcuts“-ების ხატულა.

გამოსულ სარკმელში აირჩიეთ თქვენს მიერ შექმნილი სცენარი და დააჭირეთ მას. შეტყობინების სახით თქვენ დაინახავთ ფაილის ზომას.

Leave a Comment

Related Posts