7 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ პაროლების მენეჯერი

7 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ პაროლების მენეჯერი

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

მთავარი მიზეზი — აღარასოდეს შეგექმნებათ პრობლემები საიტებზე შესვლისას და პაროლებს არასდროს დაკარგავთ.

აღარ დაგჭირდებათ პაროლების დამახსოვრება

გაიხსენეთ, რამდენი ანგარიში გაქვთ სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისში. ელექტრონული ფოსტა (თანაც ალბათ რამდენიმე), ღრუბლოვანი სერვისები, სოციალური ქსელები, სტრიმინგული სერვისები… ყველას ვერ ჩამოთვლი. ამდენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის დამახსოვრება ალბათ ერთეულებს შეუძლიათ. და ვფიქრობ არც არის საჭირო, როდესაც არსებობს სპეციალური პროგრამები.

არის კიდევ ერთი ხერხი, ძალიან ცუდი ხერხი — მომხმარებლები იყენებენ ერთი და იგივე პაროლს ბევრი, ანდა სულაც ყველა სერვისისათვის. არ ქნათ ასე! არასდროს! საკმარისია ერთი ანგარიში გაგიტეხონ და ავტომატურად შეძლებენ სხვა ანგარიშებში შესვლას. ოღონდ არ მითხრათ ახლა, რომ ვის სჭირდება თქვენი პაროლი. სჭირდებათ და ძალიანაც.

პაროლების მენეჯერის დახმარებით შესაძლებელია მრავალი პაროლის ერთ ადგილას თავის მოყრა. პროგრამა ყველაფერს თვითონ გააკეთებს. საკმარისია დაიმახსოვროთ მხოლოდ ერთი მთავარი პაროლი, რომლითაც დაიცავთ ამ პროგრამაში შესასვლელს და რომელიც დაშიფრავს სხვა პაროლების ბაზას. დამეთანხმებით, გაცილებით უფრო მოსახერხებელია.

1Password

პაროლები იქნება რთული და უნიკალური

ყველა მენეჯერი აღჭურვილია უნიკალური პაროლების გენერატორით. მათი გამოცნობა შეუძლებელია სპეციალური ლექსიკონების გამოყენებით, ვინაიდან დაგენერირებული პაროლები სიმბოლოთა შემთხვევითი ნაკრებია. რასაკვირველია, ეს სერიოზულად ამაღლებს უსაფრთოებას. ასეთი პაროლის გამოცნობაზე ერთი-ორი მილიონი წელიც კი იქნება საჭირო.

ამის გარდა, პაროლების გენერატორის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია: არ არის საჭირო ტვინის ჭყლეტა ადვილად დასამახსოვრებელი და ამავდროულად რთული პაროლის მოფიქრებაზე. პროგრამა ყველაფერს თვითონ მოიფიქრებს, ჩაიწერს და საჭირო დროს თვითონ ჩასვამს პაროლის ველში საიტზე.

საიტზე ავტომატურად შესვლა დროს დაგიზოგავთ

პაროლების ხელით შეყვანას დიდი დრო სჭირდება. განსაკუთრებით, თუ პირველ ჯერზე არასწორად აკრიფეთ პაროლი. გამაღიზიანებელი პროცედურაა.

პაროლის მენეჯერი აჩქარებს ვებ-საიტზე შესვლას, გნებავთ დესკტოპზე, გნებავთ — მობილურ მოწყობილობაზე. პროგრამაში გათვალისწინებულია პაროლის ავტო-შეტანის ფუნქცია, რომლის დროსაც პაროლი ბაზიდან ავტომატურად ხვდება საჭირო ველში — ძალიან მოსახერხებელია!

ავტო-შეტანის ფუნქცია არის ყველა თანამედროვე ბრაუზერში. თუმცა არის რამდენიმე ნაკლიც. ჯერ ერთი, თუ იყენებთ ბრაუზერს Firefox-ს, ხოლო ტელეფონში — Chrome-ს, მათ შორის პაროლების სინქრონიზაცია ვერ მოხერხდება. მეორეც, თუ კომპიუტერს სხვა ადამიანსაც უყოფთ, ცნობისმოყვარეებს რა დალევს და შესაძლებელია რომ თქვენი პაროლი ნახონ და გამოიყენონ არადანიშნულიბისამებრ.

ასე, რომ პაროლების შენახვისა და ავტომატურად შეტანის რთული ფუნქცია შეგიძლიათ გადააბაროთ პაროლების მენეჯერს. ხოლო ბრაუზერში ეს ფუნქცია უბრალოდ გათიშეთ.

პაროლები უსაფრთხოდ იქნება

პაროლების შენახვა მაგიდაზე, მონიტორზე მიკრულ სტიკერზე, ანდა უბრალოდ ტექსტურ ფაილში ცუდი გადაწყვეტილებაა: ნებისმიერი შეძლებს მათ ნახვას.

პაროლების მენეჯერი სხვა საქმეა. ის ინახავს მონაცემებს დაშიფრული სახით ბაზაში, რომელზეც წვდომა შეუძლებელია მთავარი პაროლის გარეშე, რომელიც, როგორც უკვე ადრე გითხარით, უნდა დაიმახსოვორთ. პაროლების მენეჯერის მობილური კლიენტი საშუალებას მოგცემთ გახსნათ ბაზა თითის ანაბეჭდით, ანდა სახის ამოცნობით, გააჩნია ტელეფონის მოდელს, რაც დროის საკმაოდ დიდი ეკონომიაა. და ბოლოს, ბევრ მენეჯერს გააჩნია ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოებას.

თუ მოხდა და თქვენი პაროლის ფაილი ვინმემ ხელში ჩაიგდო, ვერაფერსაც ვერ იზამს. მთავარია, პაროლად არ გეყენოთ 12345, ან სხვა მსგავსი უმარტივესი ფრაზა.

შეძლებთ სხვადასხვა ტიპის მონაცემების შენახვას

Safari-ში, Chrome-ში, ან Firefox-ში შესაძლებელია მხოლოდ პაროლების შენახვა. მაგრამ პაროლის მენეჯერში შესაძლებელია აგრეთვე სხვა სახის მონაცემების დამახსოვრებაც.

მაგალითად, შეგიძლიათ შეინახოთ პასპორტის მონაცემები, საბანკო ბარათები, საიდუმლო ტექსტური დოკუმენტები საჭირო ინფორმაციით, პროგრამული უზურნველყოფის ლიცენზიის ნომერები და ა.შ.

ასევე, აქ შეგიძლიათ შეინახოთ არა მხოლოდ ვებ-საიტების პაროლები, არამედ მობილური აპლიკაციებისა და თამაშების. მოკლედ, შეინახეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საიმედოდ იქნება დაცული, თუმცა ადვილად ხელმისაწვდომი თქვენთვის.

წვდომა გექნებთ ნებისმიერი პლათფორმიდან

ყოველი პაროლის მენეჯერს აქვს კლიენტი პროგრამები პრაქტიკულად ნებისმიერი პლათფორმისათვის: Windows, Mac, Linux, iOS და Android. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ბრაუზერში დააყენოთ პლაგინი და ასე დააკავშიროთ ერთმანეთთან ეს ორი პროგრამა.

შედეგად, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ პაროლი მენეჯერში რომელიმე ვებ-სერვისზე რეგისტრაციის პროცესში, სამუშაო კომპიუტერიდან. შემდეგ შეგეძლებათ შესვლა იგივე ანგარიშზე iPhone-იდან და პაროლი იქაც იქნება დამახსოვრებული. ხოლო მოგვიანებით თუ გადაწყვეტთ პაროლის შეცვლას, ამის გაკეთებას პლანშეტიდანაც შეძლებთ. უბრალოდ საჭირო იქნება თავიდანვე სინქრონზიაციის ჩართვა ყველა მოწყობილობას შორის.

პაროლები მოწესრიგებული იქნება

თუ დღემდე რაიმე ტქსტურ ფაილს იყენებთ პაროლების შესანახად, საჭირო პაროლის მოძებნა ასეთ ბაზაში საკმაოდ მოუხერხებელია, განსაკუთრებით თუ პაროლები ბევრია. არაფერს ვამბობ ქაღალდის მატარებლებზე და სტიკერებზე.

პაროლების მენეჯერის შემთხვევაში მსგავსი პრობლემები არ არსებობს. ყველა პაროლი დალაგებულია ანბანურად და ძალიან ადვილი მისაგნებია. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ისინი განათავსოთ როგორც თქვენ გაგიხარდებათ, დაახარისხოთ საქაღალდეებში, მიანიჭოთ ჭდეები და ა.შ..

და ბოლოს, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გემუგი გირჩევთ 1Password-ის გამოყენებას, რომეოიც ძალზედ მსოახერხებელია და აქვს ყველა პოპულარული პლათფორმის მხადაჭერა.

Leave a Comment

Related Posts