რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

მისი რეპუტაციის შებღალვას ეცდებიან, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ 30 სექტემბრამდე ვერ გავიგებთ. მათ ვისაც ამ მოდელის გამოცდის შესაძლებლობა მიეცა, რაიმე პრობლემა ვერ იპოვნეს, თუმცა როგორ იმუშავებს რეალურ ცხოვრებაში, არ იციან უშუალოდ ავტორებმაც კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ 99%, რომ ის გახდება მსოფლიოში არა მარტო ყველაზე პოპულარული iPad, არამედ ყველაზე პოპულარული ტაბლეტიც.

ვინაიდან ის — iPad 6-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო. მას ყიდულობდნენ არა მარტო „ღარიბები“, როგორც ერთმა ენამოსრებულმა გამოთქვა — მომხმარებელთა წრე საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. iPad Pro-ს თავისი კლიენტი ყავს, iPad Air-სა და iPad mini-ს — სხვა, iPad 6-ის ძირითადი მომხმარებლები მოსწავლეები და სტუდენტები შეადგენდნენ, რომლებსაც მუსბუქი, საიმედო მოწყობილობა სჭირდებათ. და ეს გიგაჰერცები და მოდური ექსტერიერი არ აინტერესებთ. მეექვსე ვერსია ის გამოცდილი მუშა მოდელია, რომელიც მძიმე საველე პირობებშიც კი შესანიშნავად ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

iPad 6-ის შემქმნელებს ფრიად უცნაური დავალება მისცეს. უცნაური Apple-ის თვალსაზრისით. მათ უნდა შეექმნათ ნამდვილი iPad მინიმალური თვითღირებულებით. მე დარწმუნებული ვარ, გესმით რას ნიშნავს სიტყვა iPad. ეს არ არის უბრალოდ მოწყობილობა, რომელიც iOS-ზე მუშაობს, თუმცა ძნელი ასახსნელია, რას ნიშნავს „არა უბრალოდ“. მე ვფიქრობ, რაიმე მსგავსი აიონსაც არ აწყენდა. რომ ეს იყოს ნამდვილი iPhone, შოკისმომგვრელი დაბალი ფასით (399 დოლარი, როგორია ტიმ კუკ? რას იტყვი?). რომ ხალხს არ სჯეროდეს და ფიქრობდეს, რომ რაღაცაშია საქმე. აი დაახლოებით ასეთი რამ გააკეტეა ეფლმა 2018 წლის მარტში, როდესაც შოკისმომგვრელი ფასი, 329 დოლარი დააწესა მოწოყბილობაზე. შემოსავლებმა ამ სეგმენტიდან, რომელიც წლიდან წლამდე მცირდებოდა, მკვეთრად მოიმატა.

iPad 7 ძირითადი პარამეტრებით იგივე iPad 6-ია, ოღონდ შემდეგი თაობის. შედევრის შექმნა და მკაცრ ფინანსურ პარამეტრებში ჩაჯდომა უფრო რთულია, ვიდრე სხვადასხვა, საკმაოდ საეჭვო სიახლეების დამატება უთხელეს მოწყობილობაში.

რა სხვაობაა iPad 7-სა და iPad 6-ს შორის

დავიწყოთ საერთო მახასიათებლებით. სისტემა-ჩიპზე ერთი და იგივეა — Apple A10 Fusion, რომელიც ჯერ კიდევ iPhone 7 და iPhone 7 Plus-ში გამოიყენა კომპანიამ შორეულ 2016 წელს. SoC (System on a chip, სისტემა-ჩიპზე) მზადდება ტაივანურ კომპანია TSMC-ის მიერ, 16 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, ცენტრალურ პროცესორში 4 ბირთვია, შედგება ორი ძალოვანი ბირთვისაგან Hurricane (ქარიშახალი) სიხშირით 2.34 გჰც და ორი შედარებით სუსტი და ენერგიის ნაკლებ მომხმარებელი Zephyr (ნიავი) სიხშირით 1,64 გჰც. 2016 წლისთვის სენსაციური და ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო პროცესორი, უკვე აღარ არის ყველაზე სწრაფი. iPad 6-ში ის საკმარისი იყო ნამდვილად. იმედია iPad 7-საც ეყოფა. ჯერ-ჯერობით.

ეფლის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ჯოზვაკის განცხადებით, ეს პროცესორი აღემატება ბაზაზრზე არსებულ ნოუთბუკების უმეტესობას სიმძლავრეში. მათ შორისმ MacBook Air-საც. რამდენად სანდო შედარებაა — ძნელი სათქმელია. ტესტები პრინციპში ამას ადასტურებენ. კრიტიკოსები ადანაშაულებენ ეფლს: თითქოსდა მიკროელექტრონიკის განყოფილებაში ყველა A პროცესორისაგან პირველ რიგში ტესტების წარმატებულ გავლას ითხოვენ. ხოლო ყველა დანარჩენ საკითხს ყუარდრებას არ აქცევენ და დროს არ ხარჯავენ. სინამდვილეში, პროტოტიპები ისეთ მასირებულ ტესტირებას გადიან, რომლის დროსაც უყურადრებოდა არ რჩება არცერთი უმნიშვნელო ასპექტიც კი. პროტოტიპები მოწმდება რეალურ ამოცანებზეც და სპეციალურ დაზგებზე, რომლებიც ამისთვის არის შექმნილი.

კონფიგურაციები და ფასები ზუსტად ერთნაირია. მოდელები მხოლოდ „WiFi“ და „WiFi+Cellular“, 32, ან 128 გბაიტი ფლეშ-მეხსიერებით.

კორპუსი iPad 6-სა და iPad 7-ს — უკვე სხვადსხვა აქვს. iPad 7-ის კორპუსი უფრო გრძელი და ფართოა (სისქე იგივეა). წონა iPad 6-ს 469 და 474 გრამია, ხოლო iPad 7 — 483 და 493 გრამი. ჰო, რასაკვირველია მეშვიდე აიპედი უფრო დიდი ზომის ეკრანით უფრო მძიმეც იქნება! თუმცა სასწორის გარეშე ამის ხელით აღქმა ძნელი წარმოსადგენია. ეკრანის დიაგონალი ახალ მოდელში 10.2 დუიმია (25.9 სმ), ხოლო მე-6 მოდელში, კლასიკური 9.7 დუიმი (24.6 სმ). ეკრანული პიქსელების ერთნაირი სიმჭიდროვით (264 ppi) iPad 7-ის ეკრანის გარჩევადობა 2160х1620 პიქსელია, iPad 6-ის — 2048×1536 პიქსელი. ორივე ეკრანი LCD გახლავთ, ოლეოფობური ზედაპირით, IPS-ის მხადაჭერით.

ორივე მოდელი მხარს უჭერს პირველი თაობის Apple Pencil-ს. პრო მდელისგან გასხვავებით, ამ მოდელებში შეუძლებელია კალმის დატენვა ინდუქციური კოჭათი, რომელიც პრო მოდელს აქვს, ამათ — არა. ეს ფასზეც აისახა, შესაბამისად. iPad 6-ის ერთ-ერთი სერიოზულ ნაკლად ითვლებოდა Apple Smart Keyboard-ის მხადაჭერის არარსებობა. უცხო მწარმოებლების Bluetooth-კლავიატურებთან მოდელი მუშაობდა, მაგრამ ეფლის ჭკვიან კლავიატურას მაინც ვერაფერი შეედრება, რომელიც ამავდროულად შალითაც არის. აი, iPad 7-ში ეს ნაკლი აღმოფხვრეს და ეს ძალიან კარგია!

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ iPad 7-ის კიდევ ერთი სხვაობა სხვა მოდელებისგან არის: ეს არის პირველი iPad, რომელიც iPadOS-თან სამუშაოდ არის ზუსტად შემქნილი, მას პირველს ექნება iPadOS წინასწარ დაყენებული. თუმცა, iPadOS სულ სხვა, ძალიან დიდი თემაა და მას მომავალსი აუცილებლად გავაშუქებთ.

ბოლო-ბოლო, რომელი უკეთესია, iPad 6, თუ iPad 7? ჯეფ რასკინი ამტკიცებდა, რომ რთული ტექნიკური სისტემების შედარება პრინციპით „უკეთესია/უარესია“ იგივეა, რაც სიბრტყეზე წერტილების კოორდინატების შედარება პრინციპით „მეტი/ნაკლები“. როგორც ამბობენ, გამონაკლისი ამტკიცებს წესს და ეს სწორედ ის გამონაკლისია: ყველა მონაცემით iPad 7 უკეთესია, ვიდრე iPad 6.

Leave a Comment

Related Posts