GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

რატომ გახდება Apple-ის სერვისები პროდუქტებზე პრიორიტეტული

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
27/09/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min
0
რატომ გახდება Apple-ის სერვისები პროდუქტებზე პრიორიტეტული
385
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

იცით, რომელი წყაროა შემოსავლის თვალსაზრისით სიდიდით მეორე Apple-ისთვის, ბოლო წლების განმავლობაში? პირველია — iPhone-ის გაყიდვები, აგრეთვე iPad-ისა და Mac-ისა ისინი ცხადია, მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ Apple-ის შემოსავლების სტრუქტურაში, მაგრამ რომელია მეორე ადგილას?

რამდენს შოულობს Apple

2018 წლის ფისკალური წლისთვის Apple-მა 265.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. Apple-ის ფისკალური წელი ოქტომბერში იწყება. ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე. რამ მოუტანა ეს მილიარდები Apple-ს? 165.7 მილიარდი მიღებულია iPhone-ის რეალიზაციიდან. iPad-მა კომპანიის ანგარიშებზე 18.8 მილიარდი დაამატა. Mac-მა — 25.4 მილიარდი. სერვისებიდან Apple-მა 37.3 მილიარდი დოლარი მიიღო. სერვისებიდან მრავალი წლის განმავლობაში Apple სულ უფრო მეტ შემოსავალს ღებულობს და გაითვალისწინეთ, კომპანიას უამრავი სერვისი აქვს. ეს არის პირველ რიგში iTunes Music Store (ის რომ დამოუკიდებელი კომპანია იყოს, აყვავებული და სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა), iCloud და App Store ყველა მისი ვარიანტით და Apple Music. მათ ყოველთვის ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება.

ფისკალური 2019 წლის პირველ კვარტალში (კალენდარულად, ეს არის 2018 წლის ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერია, ანუ სადღესასწაულო კვარტალი), iPhone-ის გაყიდვები, ამ ბრენდის ისტორიაში პირველად შემცირდა გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით. 2017 წლის სადღესასწაულო კვარტალში iPhone-მა 61,6 მილიარდი მოიტანა, 2018 წლის იმავე კვარტალში — მხოლოდ 52. 10 მილიარდით ნაკლები. უფრო ზუსტად — 9.6 მილიარდი. ამასთან, შემოსავლები სერვისებიდან 2.4 მილიარდით გაიზარდა.

შემდეგ იყო ტიმ კუკის განცხადება კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ, რომ „ყურადღება გამახვილდეს სერვისებზე“. ანუ, კომპანიის ყველა სხვა სფერო გადავიდეს ნარჩენ დაფინანსებაზე, გათავისუფლდნენ სამსახურიდან საუკეთესო (და ყველაზე ძვირი, როგორც წესი) ინჟინრები ყველა სხვა სფეროდან და, სტივ ჯობსის სტილში, გამოიწუროს სერვისებიდან ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ეს შეუძლებელია — iPhone-ის ყველაზე წარუმატებელი სადღესასწაულო კვარტალში, მომსახურებებმა Apple-ს 10,9 მილიარდი დოლარი მოუტანა. iPhone-მა თითქმის ხუთჯერ მეტი. ცოტა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოკუსის ცვლა არის დაკავშირებული სერვისებიდან შემოსავლის ზრდასთან დაკავშირებით 2020 წლისათვის 50 მილიარდ დოლარამდე, შესაძლოა მეტამდეც. გასული წლის 37.3 მილიარდიდან. მიმდინარე სამი კვარტლისთვის, აქცენტი უკვე შეცვლილ იქნა, მათ 33,9 მილიარდი შემოიტანეს. მიმდინარე კვარტალში, 2019 წლის ბოლო ფისკალურ კვარტალში, მათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ 11-12 მილიარდს მიაღწიონ. დაგვიანებულია?

რა სერვისები ქმნიან შემოსავალს Apple-ისთვის

სერვისი სხვადასხვა არსებობს. Apple-ს აქვს უფასო სერვისები (Apple ID, Apple-საიტების გამოწერა და ა.შ., 5 გიგაბაიტი უფასო iCloud-ზე). მაგრამ რადგან აქცენტი კეთდება მოგების მიღებაზე, ამჟამად ყველაზე საინტერესო ხდება სხვა, ფასიანი სერვისები. ისეთი, სადაც აბონენტი, ყოველთვიურად გადაიხდის ძალიან მცირე თანხას (მაგალითად, $4.99 ან $9.99) და ეს შემოსავლები შეგროვდება უზარმაზარი რაოდენობით. ამისათვის, ამ სერვისის მიერ გაწეულმა მომსახურეობამ უნდა „ჩაიჭიროს“ აბონენტი და დაუმტკიცოს მას საკუთარი ღირებულება.

Apple Pay და Apple Card (ესეც სერვისებია) განსხვავებულად შოულობენ ფულს. „აბონენტები“ იყენებენ გადახდის ამ საშუალებებს და Apple ღებულობს გარკვეულ პროცენტს თითოეული ტრანზაქციიდან. მას შემდეგ, რაც Apple Pay უკვე გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ასობით მილიონი ადამიანის მიერ, მისგან მიღებული შემოსავალი აშკარად დიდი გამოდის. Apple Card ახლა იწყებს თავის ისტორიას, ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში, ჯერჯერობით უპრობლემოდ — მაგრამ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ბარათების დიზაინი (ჯონათან აივის სტილში — „საუკეთესო დიზაინი მისი არასებობაა“) ბევრს მოსწონს.

Apple-ს აქვს უამრავი სერვისი, მოდით ვისაუბროთ რეგულარული გამოწერის სერვისებზე, რომლებიც წელს გაეშვა, ან უკვე იყო ადრეც. Apple News+, ყოველთვიური გამოწერა 9,99$ ღირს. ასობით ჟურნალის, გაზეთის, ინტერნეტ-რესურსების წვდომა. არანაირი შეზღუდვა, არანაირი რეკლამა, მსუბუქი ცენზურით. ფილ შილერმა თქვა, რომ ყველა ამ პუბლიკაციის წლიური გამოწერა 8000 დოლარი ეღირება. და Apple News + წელიწადში 120 დოლარი ეღირება. მაცდური წინადადებაა? პირველ 48 საათში 200 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა მომსახურებისთვის. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მათმა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. აბონენტების რიცხვი კვლავ იზრდება. საქართველოში ეს მომსახურება ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. და არა მხოლოდ ჩვენთან. ამჟამად მას მხარდაჭერა არის შეერთებულ შტატებში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში და ავსტრალიაში. ინგლისურენოვან ქვეყნებში. სადაც იურიდიული საკითხები მოგვარებულია. ეს სერვისი ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ხანი არ გვემუქრება.

Apple TV + ჩაირთვება მიმდინარე წლის 1 ნოემბერს. $4.99 თვეში. ასევე არსებობს საშეღავათო პერიოდი უფასოდ. Apple Arcade რამდენიმე დღის წინ გაეშვა. მათ შორის ჩვენთანაც. წლიური შეღავათიანი გამოწერით, ყველასთვის, ვინც Apple-ის ახალი მოწყობილობა შეიძინა (იყიდა iPad, iPhone ან Mac). უზრუნველყოფს წვდომას მაღალხარისხიან (ისინი ამას გვპირდებიან, აზრი არ აქვს ტყუილს) არკადულ თამაშებზე. რეკლამის გარეშე, ციფრული დაბინძურების გარეშე, ყველაფერი მოწესრიგებულად. სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება Apple-ის ყველა მოწყობილობიდან, როგორიც მსოფლიოში თითქმის ერთნახევარი მილიარდია.

სერვისი შემოსავალს ნელ-ნელა წარმოქმნის. თუ ის კეთდება ისე, როგორც საჭიროა, და თუ მათი ყოველთვიური გადასახადი დაბალია, ხოლო აბონენტების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად შემოსავლებიც იზრდება. დროთა განმავლობაში, თითოეული ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, თუ Apple რაიმე სისულელეს არ მოიმოქმედებს, გაიზრდება. წელიწადში 50 მილიარდი დოლარის მიღწევა არ არის ადვილი ამოცანა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ აქვთ მიზეზი, რომ იყვნენ ოპტიმისტები.

არაფერია მზის ქვეშ ახალი

Apple-მა სერვისები 80-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსმა კომპანია დატოვა, თუმცა ეს სხვა არაფერია, თუ არა დამთხვევა. სწორედ მაშინ დაიწყო ელექტრონული კომუნიკაციების სწრაფად განვითარება, რომელიც მოიცავს უფრო ფართო აუდიტორიას და Apple Computer-მა ვერ შეძლო ამ სექტორის გვერდის ავლა. ამ წლებში მომსახურების ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო სწორედ ამ კომუნიკაციების უზრუნველყოფა — ჩეტები, ელ.ფოსტა, პროგრამების და მონაცემების არქივი.

მეორედ მოსვლის შემდეგ, სტივმა, მაგალითად ამაზონის ონლაინ წიგნის მაღაზია მოიხსენია და გახსნა iTunes Music Store. იმ პერიოდში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა მუსიკალური პროდუქტების ბაზარზე. მეკობრეობამ უდიდესი დანაკარგები მოუტანა მუსიკოსებს და ჩამწერ ინდუსტრიას, დაეცა CD-ების გაყიდვები და მეკობრეობასთან ბრძოლა კიდევ უფრო მეტ ხარჯებს მოითხოვდა. მათი დიდი ნაწილი, ვინც იყიდა (ან გადმოწერა) მეკობრეული პროდუქტები, ამჯობინებდა  ლეგალურად შეეძინა ისინი, თუ ეს იაფი იქნებოდა და მოხერხებულიც. ვიღაცამ სტივს (და შემდეგ Apple-ს) უწოდა მუსიკალური ინდუსტრიის მხსნელი, მაგრამ iTMS-მა ნამდვილად იმოქმედა ჩვენი სამყაროს ისტორიაზე. iTMS-მა Apple Computer-ს შემოსავალი მოუტანა. ბუნებრივია, მსგავსი რამ ვერ ხერხდებოდა სხვა სფეროებში.

Tags: iPhone
Previous Post

Samsung Galaxy Note10+ Exynos Aura White 256GB

Next Post

როგორ დავაყენოთ PIN-კოდი სიმ-ბარათზე

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?
სიახლეები

ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

27/02/2021
161
Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს
სიახლეები

Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

26/02/2021
1.2k
ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“
სიახლეები

ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

25/02/2021
123
რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი
სიახლეები

რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

21/02/2021
4.1k
მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს
სიახლეები

მარკ გურმანი 16 მარტის ღონისძიებას უარყოფს

21/02/2021
57
AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ
სიახლეები

AirTags, iPad Pro და iPad mini შესაძლოა 16 მარტს ვიხილოთ

19/02/2021
59
Next Post
როგორ დავაყენოთ PIN-კოდი სიმ-ბარათზე

როგორ დავაყენოთ PIN-კოდი სიმ-ბარათზე

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ს სურს რომ Apple-ს თვალთვალის ახალი წესების გამო უჩივლოს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.