რა განსხვავებაა Apple Watch 4-სა და Apple Watch 5-ს შორის — ყველა დეტალი

რა განსხვავებაა Apple Watch 4-სა და Apple Watch 5-ს შორის — ყველა დეტალი

უკვე ტრადიციულად, ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ სექტემბრის ღონისძიებაზე iPhone-ებთან ერთად Apple Watch-იც წარმოგვიდგინა. მოდი ვნახოთ რა გაუმჯობესდა:

ჩვენება


და როგორც იქნა, გამოჩნდა Always On Display Apple-ის მოწყობილობებშიც და პირველი მათგანი Apple Watch-ია. ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა რომ ყველაზე საჭირო ინფორმაცია მუდმივად ჩანდეს ეკრანზე.

ეკრანის სანახავად ახლა მაჯის მოტრიალება აღარ არის საჭირო, ხელის ნებისმიერ პოზიციაში თქვენი ახალი საათი მუდმივად აჩვენებს ყველაზე საჭირო ინფორმაციებს, მაგრამ მისი სიკაშკაშე ნაკლები იქნება, იქამდე, სანამ მაჯას არ მოატრიალებთ და არ დახედავთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა LTPO ტექნოლოგიითა და დაბალი ენერგიის მოხმარებით.

ფუნქციები


Apple Watch 5-ში გამოჩნდა კომპასის აპლიკაცია, რაც მოგზაურთათვის ნამდვილად სასიხარულო ამბავია. Apple-მა პრეზენტაციაზე ცალკეულად ისაუბრა გეოლოკაციის სიზუსტეზე.

გარდა ამისა აპლიკაციაში ნაჩვენებია: დახრილობა, სიმაღლე, გრძედი და განედი.

მუშაობის სიჩქარე


პრეზენტაციაზე ამის შესახაბე არაფერი თქმულა, მაგრამ Apple Watch 5-ს რა თქმა უნდა ახალი პროცესორი აქვს და ის უფრო ძლიერია ვიდრე წინა. ახალ საათში არის 64 ბიტიანი — ორბირთვიანი S5 პროცესორი. ახალი S5 პროცესორი 2-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე S3 პროცესორი.

მეხსიერება

Apple Watch-ში ჩაშენებული მეხსიერება ყოველწლიურად იზრდება, წინა წელს 16 ახლა კი უკვე 32GB. ახალი საათის მეხსიერების წყალობით ახლა უფრო მეტი მუსიკისა და პოდკასტის ჩატვირთვაა შესაძლებელი.

კორპუსის მასალები


ახალი საათის შეძენისას საკმაოდ დიდი ფილტრი გაქვთ:


ახალი ფილტრის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ 4 მეტალი: ალუმინის, ფოლადის, ტიტანის და კერამიკის. ფასები ალუმინის მეტალით იწყება, რომელიც 399 დოლარი ღირს, ბოლოში შეგხვდებათ კერამიკისა და სპეციალური ჰერმესის ვერსიები რომლის ფასიც 1399 დოლარამდე ადის.

რაც შეეხება ყუთს, ახალ საათს დაუბრუნდა W5 USB ადაპტერი.

პირველი Apple Watch 2015 წელს წარმოგვიდგინეს, ის ზუსტად 2 წელიწადში ყველაზე გაყიდვადი საათი გახდა და ბოლო 3 წელია ის ყველაზე პოპულარუ საათის სტატუს ინარჩუნებს.

და ბოლოს, დიდი ალბათობით 911-ის გადაუდებელი ზარის ფუნქცია ამჯერად იმუშავებს მთელს მსოფლიოში!

Leave a Comment

Related Posts