როგორ გადავტვირთოთ, ან გამოვრთოთ iPhone 11, Pro და Pro Max

როგორ გადავტვირთოთ, ან გამოვრთოთ iPhone 11, Pro და Pro Max

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

ახალი iPhone 11 ან iPhone 11 Pro– ს ახალი შეძენის შემდეგ, ბევრ მომხმარებელს აინტერესებს, თუ როგორ უნდა გამორთოს, ან გადატვირთოს ეს სმარტფონი. ინფორმაცია განსაკუთრებით აქტუალური იქნება მათთვის, ვინც პირველად ყიდულობს Apple-ის სმარტფონს, ან გადმოდის iPhone 8, ან უფრო ძველი მოწყობილობებიდან.

ამ მოდელების გადატვირთვისა და გამორთვის მეთოდები ოდნავ განსხვავებულია.

როგორ გამორთოთ iPhone 11

დენის ღილაკზე დაჭერა, iPhone X და უფრო ახალ მოწყობილობებში, არ იწვევს მოწყობილობის გამორთვის მენიუს გამოძახებას. ამის ნაცვლად, ხმის ასისტენტი Siri გააქტიურდება.

თუ გამორთავთ Siri-ს, ან გამორთავთ აქტივაციას გვერდითი ღილაკის დაჭერით, მაშინ მასზე გრძელი დაჭერა საერთოდ არაფერს გამოიწვევს. iPhone-ის გამორთვა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

1. გამორთვა Settings-ის საშუალებით

ამ საქმისთვის გამორთვის ღილაკი დიდი ხანია დამატებულია სისტემაში.

გადადით Settings > General და ბოლოში, თქვენ დაინახავთ გამორთვის ღილაკს. დაჭერის შემდეგ, ნაცნობი სლაიდერი ჩნდება, თითის ერთი გადასმა და სმარტფონი გამორთულია.

როდის არის მოსახერხებელი: როდესაც საჭიროა თქვენი სმარტფონის გამორთვა გარკვეული დროის განმავლობაში, ისე, რომ მან არ დაკარგოს მუხტი.

2. გამორთვა გადაუდებელი ზარის მენიუდან

დენის ღილაკის და ხმის რეგულირების ნებისმიერი ღილაკის დაჭერით ირთვება საგანგებო ზარის მენიუ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ სამაშველო სამსახურში თქვენი სმარტფონის განბლოკვის გარეშე, იხილოთ მფლობელის სამედიცინო ბარათი და, რა თქმა უნდა, გადატვირთოთ iPhone.

როდის არის მოსახერხებელი: როდესაც გჭირდებათ თქვენი iPhone-ის გამორთვა თუნდაც განბლოკვის პაროლის ან სახის სკანირების გარეშე.

როგორ გადატვირთოთ iPhone 11

გადატვირთვის სამი გზა არსებობს:

1. გამორთვა და ჩართვა

უბრალოდ დააჭირეთ ხმის რეგულაციის ნებისმიერ ღილაკს და დენის ღილსკ ერთდროულად, სანამ არ გამოჩნდება გამორთვის სლაიდერი, გადაადგილეთ სლაიდერი და დაელოდეთ iPhone-ის გამორთვას. გამორთვის შემდეგ დააჭირეთ დენის ღილაკს, რომ კვლავ ჩართოთ.

როდის არის მოსახერხებელი: ეს მეთოდი სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ iPhone იწყებს ხარვეზებით მუშაობას, ზოგიერთი პროგრამა არ ეშვება, ან Bluetooth ყურსასმენები ვერ უკავშირდება ტელეფონს. პირველი და ყველაზე ეფექტური ხერხი ასეთ დროს არის სმარტოფნის გამორთვა და ისევ ჩართვა.

2. აპარატურული გადატვირთვა

ასეთი გადატვირთვა ასევე ხელს უწყობს iPhone-ის ყველა სახის ხარვეზისა და პრობლემის მოგვარებას. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც მომუშავე ტელეფონზე, ასევე ისეთზე, რომელიც გაჭედილია და არ რეაგირებს ბრძანებებზე.

თუ გაჯეტი არ პასუხობს, ან უბრალოდ გსურთ სმარტფონის აპარატურული გადატვირთვა: დააჭირეთ და სწრაფად აუშვით ხმის გაზრდის ღილაკს, შემდეგ ხმის შემცირების ღილაკს, ამის შემდეგ კი დააჭირეთ გვერდით ღილაკს და ნუ გაუშვებთ, სანამ iPhone არ გადაიტვირთება.

როდის არის მოსახერხებელი: ეს ერთადერთი გზაა, რაც ხელს უწყობს გაჭედილი iPhone-ის მდგომარეობიდან გამოყვანას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ხერხი სისტემაში ხარვეზებისა და ავარიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

3. გადატვირთვის სპეციალური ღილაკი

AssistiveTouch მენიუს გამოყენებით, შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური ღილაკი სმარტფონის გადატვირთვისთვის.

გადადით Settings > General > Accessibility > AssistiveTouch და გაააქტიურეთ მთავარი ღილაკი. ახალ მენიუში დაამატეთ გადატვირთვის ღილაკი.

როდის არის მოსახერხებელი: მოსახერხებელია, თუ გსურთ თქვენი სმარტფონის ცალი ხელით კონტროლი. დაამატეთ ამ მენიუში ხმის დონე, გამორთვა და სხვა ღილაკები, ამის შემდეგ შეძლებთ მანიპულაციების შესრულება ფიზიკური ღილაკების დაჭერის გარეშე.

Leave a Comment

Related Posts