64 მილიარდი დოლარი — Apple-მა შემოსავალი გამოაქვეყნა (Q4 – 2019)

64 მილიარდი დოლარი — Apple-მა შემოსავალი გამოაქვეყნა (Q4 – 2019)

ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ 2019 წლის ფისკალური კვარტლის წარმატებებზე განაცხადა.

მაშ ასე, მხოლოდ მეოთხე ფისკალურ კვარტალში Apple-ის შემოსავალმა 64 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 2% უფრო მეტია ვიდრე წინა წელს — მოგება 13.69 მილიარდი დოლარი. ტიმ კუკმა ამ კვარტალს, ბოლო რამდენი წლის განმავლობაში ყველაზე მომგებიანი უწოდა.

ამ შედეგში მთავარი წვლილი შეიტანა სერვისებისა და მომსახურების სექტორმა. ასევე, iPad-ების გაყიდვების ზრდამ.

„ჩვენ აქციონერებს დავუბრუნეთ 21 მილიარდ დოლარზე მეტი, მათ შორის 18 მილიარდი დოლარი საფონდო შენაძენები და 3.5 მილიარდი დივიდენდები და მათი ექვივალენტი.“

Tim Cook – Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი

რაზე ნაწილდება შემოსავლები: სტატისტიკა


Apple არ აქვეყნებს გაყიდული iPhone-ების ზუსტ რაოდენობას, მაგრამ გვაჩვენებს თუ რამდენი შემოსავალი რომელი კატეგორიიდან მიიღო.

iPhone : 33,36 მილიარდი დოლარი
სერვისები და მომსახურება : 12.5 მილიარდი დოლარი
Mac : 6.99 მილიარდი დოლარი
აქსესუარები : 6.52 მილიარდი დოლარი
iPad : 4.66 მილიარდი დოლარი

iPhone-დან მიღებულ შემოსავალში მე-11 iPhone-ების შემოსავლების მხოლოდ პირველი კვირა იგულისხმება. ხოლო სერვისებში, Apple Arcade და Apple-ის საკრედიტო ბარათი.

Leave a Comment

Related Posts