Apple-მა AirTag-ის ბრენდი რუსული კომპანიისგან შეიძინა

Apple-მა AirTag-ის ბრენდი რუსული კომპანიისგან შეიძინა

დეველოპერებმა გასულ კვირას iOS 13.2-ში Apple-ის ნივთების საპოვნელ AirTag-თან დაკავშირებით, ახალ მინიშნებებს მიაგნეს. როგორც ირკვევა, Apple-მა AirTag-ის ბრენდი დღეს რუსული კომპანია ISBC-სგან შეიძინა.

AirTag სავაჭრო ნიშანს კომპანია Zelenograd RFID-თეგებისთვის იყენებდა. ოფიციალურად, ამასთან დაკავშირებით ISBC-მ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნის ოფისის თანახმად (USPTO), ბრენდის ახალი მფლობელი კომპანია GPS Avion LLC. გახდა. MacRumors-ი ირწმუნება რომ კომპანია შეიქმნა Corporation Trust Company-ს მიერ, რომლის მეშვეობითაც Apple ადრე განიხილავდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასე რომ, უეჭველად შეგვიძლია იმის თქმა რომ AirTag-ის უფლებები რუსეთში, Apple-მა შეიძინა. როგორც ჩანს, ახალი მოწყობილობის წარმოდგენა, უახლოეს მომავალში მოხდება. [РБК]

Leave a Comment

Related Posts