Apple TV+ 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ გამოიწეროთ

Apple TV+ 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ გამოიწეროთ

როგორც იცით, 1 ნოემბერს, პარასკევს, ხელმისაწვდომი გახდა Apple TV+ ყველასთვის. ზოგიერთ მომხმარებელს 1 წლის განმავლობაში მისი გამოყენება უფასოდ შეუძლია.

როგორ გამოვიყენოთ Apple TV+ უფასოდ?

თუ 2019 წლის 10 სექტემბრის შემდეგ, შეიძინეთ Apple-ის ამ ჩამონათვალიდან რომელიმე მოწყობილობა (iPhone, iPad, iPod touch, Apple TV, Mac) თქვენ მიიღებთ უფასო გამოწერას Apple TV+-ში.

მოწყობილობა უნდა მუშაობდეს ბოლო ვერსიაზე iOS, iPadOS, tvOS ან macOS.


როდესაც Apple TV+-ს პირველად გახსნით, ეკრანზე გამოჩნდება ცისფერი ღილაკი, რომელზეც ეწერება რომ 1 წლის განმავლობაში უფასოდ გამოიყენებთ სერვისს.

Leave a Comment

Related Posts