Apple-ის პიცას, ამერიკაში საუკეთესო პიცას ეძახიან

Apple-ის პიცას, ამერიკაში საუკეთესო პიცას ეძახიან

როგორც მსოფლიოში საუკეთესო კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, Apple-ში საუკეთესო პიცა კეთდება.

როგორც ჩანს, კომპანიაში პიცის მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევენ. Apple-ში პიცა სპეციალურ ხის ღუმელში მზადდება, ასევე აქვს სპეციალური შეფუთვა, რომელიც ყველაზე კარგად ინარჩუნებს სითბოს.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, Apple-ის თანამშრომლები პიცას ისე ხშირად უკვეთავდნენ, რომ საბოლოოდ 1 ადამიანზე 3-ზე მეტი პიცის გაყიდვა აკრძალეს.

„ვფიცავ, ეს არის საუკეთესო პიცა, მათ შორის რომელიც მე მიჭამია შეერთებულ შტატებში”

ლუკა ტოდესკო — დეველოპერი


როგორც ამბობენ, Apple-ში პიცას სპეციალური რეცეპტის მიხედვით აკეთებენ და აქედან გამომდინარე იწვევს ის აღშფოთებას.

„მე პიცის დიდი მოყვარული ვარ და თითქმის ყველა ქალაქში ვჭამ, მაგრამ ეს იყო საუკეთესო პიზა“

ივანე როდრიგესი, დეველოპერი

Apple Pafeteria-ში 6 პიცის არჩევანია, ფასები 7-8 დოლარია, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ძალიან დაბალი ფასია. Goolge-სა და Facebook-სგან განსხვავებით, Apple თანამშრომლებს უფასოდ არ აჭმევს.

Apple-ის პიცის დაგემოვნება მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ამისთვის მხოლოდ 2 ვარიანტია, 1. ან Apple-ის თანამშრომელი უნდა იყოთ; 2. ან Apple-ის თანამშრომელმა თავად უნდა წაგიყვანოთ ამ კაფეში. [Vice]

Leave a Comment

Related Posts