GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home ხრიკები

Files.app-ის 10 სასარგებლო ფუნქცია

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
09/11/2019
in ხრიკები
Reading Time: 4 min
0
Files.app-ის 10 სასარგებლო ფუნქცია
7
SHARES
224
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

პროგრამა Files.app iOS-ში მისი დანერგვის შემდეგ, ფაილების მენეჯერის გაუგებარი მსგავსება იყო. მხოლოდ iOS 13-ში, დეველოპერებმა დაიწყეს პროგრამის პოტენციალის გამოვლენა და მასში დაამატეს რამდენიმე მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისება.

მე მოგიყვებით Files.app-ის ათი თვისების შესახებ, რათა დარწმუდნეთ, რომ ეს პროგრამა ძალიან სასარგებლოა.

1. შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი ტიპის ფაილი

აპლიკაციის მთავარი თვისებაა ნებისმიერი ტიპის ფაილის შენახვის შესაძლებლობა, თუნდაც ისეთის, რომლესაც სმარტფონზე ვერ გახსნით.

ასე რომ, შესაძლებელი იქნება iPhone-ის გამოყენება მონაცემების დროებით საცავად.

თუნდაც ასეთი შესაძლებლობის გულისთვის თქვენ უნდა დააყენოთ Files.app თქვენს მოწყობილობაზე.

2. Files.app-ს აქვს ჩამონტაჟებული არქივატორი

მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჩაშენებული არქივატორი. დამატებითი მანიპულაციებისა და პროგრამების გარეშე, შეგიძლიათ გახსნათ მიღებული არქივი ან შეფუთოთ საჭირო მონაცემები.

მონაცემთა გაცვლის არსებული სიჩქარისა და დისკების მოცულობის ხანაში, ფაილის შეკუმშვა არ იძლევა ხელშესახებ ეფექტს, მაგრამ ასობით ფაილის ნაცვლად ერთი არქივის გადაცემა და შენახვა ყოველთვის მოსახერხებელია.

თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ ფაილს, სანამ კონტექსტური მენიუ არ გამოჩნდება და შეარჩიოთ შეკუმშვა, რომ დაამატოთ არქივში ან იგივე მენიუდან აირჩიოთ Unzip უკვე არსებული არქივის ფაილის გასახსნელად.

3. პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ წვდომა iCloud-ზე

iPhone-ში Apple ღრუბლიდან ფაილების მიღების ყველაზე მარტივი საშუალებაა გამოიყენოთ Files.app.

თქვენ დაუყოვნებლივ დაინახავთ ღრუბლიდან ყველა საქაღალდეს და ფაილს და შეძლებთ ჩამოტვირთოთ საჭირო მონაცემები თქვენს სმარტფონში.

თუ Mac-ზე ამავდროულად ჩართავთ კომპიუტერიდან დოკუმენტებისა და ფაილების ღრუბელში შენახვის ფუნქციას (System Preferences > Apple ID > iCloud > iCloud Drive), მაშინ iPhone-ზე ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ყველა საქმიანი ფაილი ამ საქაღალდეებიდან.

4. გააზიარეთ ფაილები iCloud-დან

უშუალოდ პროგრამიდან, შეგიძლიათ თქვენი მონაცემების გაზიარება სხვა პორებზე და მართოთ წვდომის უფლებების ფაილებზე.

წვდომის უფლებების მორგებისათვის, გააკეთეთ შემდეგი:

  • გახსენით სასურველი iCloud საქაღალდე Files.app პროგრამაში;
  • დააჭირეთ Select და მონიშნეთ ის მონაცემები, რომელზეც გსურთ წვდომის გაზიარება;
  • მენიუში Share იპოვნეთ პუნქტი Add People;
  • დაამატეთ მომხმარებლები და უფლებები ნახვაზე, ან ჩასწორებაზე.

ფაილზე ბმული შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან მესინჯერის საშუალებით.

5. შეგიძლიათ სხვა ღრუბლოვანი სერვისების დაკავშირება

მშობლიური iCloud ღრუბლის გარდა, Files.app კარგად მუშაობს სხვა სერვისებთანაც. პოპულარული სერვისების უმეტესობამ დიდი ხანია დაასრულა მათი აპლიკაციების Files.app-თან მორგება და თქვენ აღარ მოგიწევთ რაიმეს ხელით მორგება.

დააჭირეთ ღილაკს სამი წერტილით ზედა მარჯვენა კუთხეში და დაამატეთ კავშირი სასურველ ღრუბელზე. რა თქმა უნდა, შესაბამისი კლიენტი უნდა იყოს დაინსტალირებული iPhone-ზე.

6. მოსახერხებელია კონფიდენციალური ფოტოების შენახვა პროგრამაში

iOS-ის ერთ-ერთი სასარგებლო თვისებაა ფოტოების დამალვის შესაძლებლობა Photos.app-იდან. ისინი უნდა ინახებოდეს ფაილების პროგრამაში.

ფაილების მენეჯერიდან შეგიძლიათ მიიღოთ ფოტოების და ვიდეოების კარგი დამთვალიერებელი, ხოლო კონფიდენციალური მონაცემები არ გამოჩნდება სტანდარტულ გალერეაში.

7. პროგრამას აქვს ჭდეებისა და ძებნის მხარდაჭერა

iOS დეველოპერებმა სცადეს Finder ფაილების მენეჯერიდან სასარგებლო თვისებების გადატანა Files.app-ში.

ერთ-ერთი ინოვაცია არის ჭდეების მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ ნებისმიერი მონაცემი ისე, რომ მომავალში სწრაფად იპოვოთ ყველა აღნიშული ფაილი.

ჭდეები შენახული იქნება ფაილის iPhone-დან Mac-ში გადატანისას და პირიქით.

არ დაივიწყოთ მოსახერხებელი ძებნის ფუნქცია. სტრიქონში შეგიძლიათ შეიყვანოთ არა მხოლოდ თქვენთვის სასურველი ფაილის სახელი, არამედ მისი გაფართოება ან შექმნის თარიღი.

8. Files.app — Safari-სა და Mail.app ჩამოტვირთვების საცავი

iOS 13-ში მობილურმა ბრაუზერმა ისწავლა ქსელის ნებისმიერი მონაცემის ჩამოტვირთვა პრობლემების გარეშე. ყველა გადმოწერილი ფაილი შეინახება ფაილების პროგრამაში.

ასევე მოსახერხებელია შენახული საფოსტო დანართების განთავსება აქ. საჭირო არ არის მათი ხელახლა შენახვა რედაქტირების პროგრამებში ან ღრუბლოვან საცავში.

9. გარე დისკების მხარდაჭერა

iOS 13-ში Apple-ის მობილურმა აპარატებმა ისწავლეს გარე დისკებთან სრულად მუშაობა. რა თქმა უნდა, ფაილების პროგრამა სასარგებლოა USB ფლეშ დრაივზე ან მეხსიერების ბარათზე მონაცემების სანახავად.

მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ მონაცემები, არამედ დააკოპიროთ, ამოჭრათ და ჩასვათ შესაბამის ადგილას.

ფაილების და საქაღალდეების თითქმის სრული მართვა jailbreak-ის გარეშე. თქვენ მხოლოდ უნდა შეიძინოთ შესაბამისი ადაპტერი.

10. ფაილების ნახვა სვეტებში და სწრაფი მოქმედებები (მხოლოდ iPad)

Apple-ის ტაბლეტმა ამ შემოდგომაზე მიიღო უამრავი ექსკლუზიური სიახლე, რომელიც არ არის iPhone-ზე. კუპერტინომ კი საოპერაციო სისტემას iPadOS დაარქვა.

საგრძნობი განახლება Files.app-მაც მიიღო, რომელშიც iPad-ს კიდევ ორი ფუნქცია დაემატა.

პირველი ფუნქცია ფაილების სვეტების სახით დათვალიერება. საკმაოდ მოსახერხებელი გზაა ფაილების მართვისთვის, რომლებიც დიდი ხანია იყენებს Mac კომპიუტერების ყველა მომხმარებელი.

მეორე ფუნქცია არის სწრაფი მოქმედებები გავრცელებულ ფაილურ ტიპებზე პირდაპირ აპლიკაციაში. მაგალითად, სპეციალური ღილაკები არის გათვალისწინებული ფოტოს გადასაყვანად PDF-ფორმატში.

ასე შეგიძლიათ გამოიყენოთ Files.app თქვენი iPhone-ში, ან iPad-ში.

Tags: iOS
Previous Post

Apple iPod nano 16Gb 7th generation

Next Post

როგორ გადაარჩინა iPhone 11-მა Apple

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას
ხრიკები

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას

28/07/2020
175
როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს
სიახლეები

როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს

12/04/2020
466
თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა
ხრიკები

თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა

02/04/2020
403
როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში
ხრიკები

როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში

17/01/2020
237
როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში
ხრიკები

როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში

24/12/2019
104
iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?
ხრიკები

iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?

17/12/2019
163
Next Post
როგორ გადაარჩინა iPhone 11-მა Apple

როგორ გადაარჩინა iPhone 11-მა Apple

Discussion about this post

  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.