GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

როგორ გადაარჩინა iPhone 11-მა Apple

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
09/11/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min
0
როგორ გადაარჩინა iPhone 11-მა Apple
10
SHARES
140
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ჩინეთში ძალიან უყვართ Apple-ის ტექნოლოგიები. განსაკუთრებით მისი სმარტფონები. კომპანია ზოგჯერ რეაგირებს ამაზე გარკვეული რევერანსებით. შორს წასვლა მაგალითებისთვის საჭირო არ არის, უბრალოდ გაიხსენეთ iPhone ორი ფიზიკური SIM ბარათით, რომელიც ოფიციალურად მიეწოდება მხოლოდ ჩინურ ბაზარს. ამ სიყვარულს აშკარა მიზეზები აქვს, მაგრამ მხოლოდ ახლახანს, სავაჭრო ომის ფონზე, Apple-ის ტექნოლოგიის მიმართ ჩინური ინტერესის გარკვეული შემცირება ფიქსირდება. თუმცა, ერთი გამონაკლისი არსებობს.

ჩინეთს Apple მოსწონს, მაგრამ ახლა არა

ანალიტიკური ფირმის Canalys-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ჩინეთში iPhone-ის მიწოდება მესამე კვარტალში მყისიერად დაეცა 28 პროცენტით. ეს მართლაც ბევრია. ამის მიზეზი იყო Apple-ის წინააღმდეგ ჩინეთის გაერთიანება. ჩინელები ისეთი ხალხია, რომ ისინი მზად არიან უარი თქვან ბევრ რამეზე საერთო ეროვნული იდეის მისაღწევად.

თუ თქვენ მოხვდებით ჩინურ მსხვილ კომაპნიაში, რომელიც თვითონ უშვებს მობილურ ტექნიკას, არ გაგიკვირდეთ, თუ პრაქტიკულად ყველას აიფონი ექნება ხელში. და მხოლოდ ოფიციალურ და საქმიან შეხევდრებზე დაიწყებენ საკუთარი ბრენდის ტელეფონით სარგებლობას. ფრიად საჩვენებელი ამბავია.

ახლა მზარდი სამომხმარებლო ბოიკოტი იწვევს იმას, რომ Apple-მა ნერვიულობა დაიწყო ამ მიზეზით. რა თქმა უნდა, ვის სურს დაკარგოს ყველაზე მომგებიანი გაჯეტის გაყიდვის უმსხვილესი ბაზარი?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთის ეკონომიკურ ვითარებაზე კიდევ უფრო იმოქმედა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დაძაბულობის ზრდამ. საფინანსო ბაზრებზე გაურკვევლობის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, ამან მიაღწია მომხმარებლებამდეც, ამასთან პროდუქციის მიწოდება ჩვენს საცალო მაღაზიებსა და ჩინეთში ჩვენს პარტნიორებთან კლებულობდა მთელი კვარტლის განმავლობაში —

ტიმ კუკი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი

iPhone-ის გაყიდვების პროგნოზი ჩინეთში

გვიან გაზაფხულზე, ზოგიერთ ანალიტიკოსს პროგნოზით უახლოეს პერიოდში გაყიდვების 50 პროცენტი დაცემა იყო ნავარაუდები. როგორც აღმოჩნდა, ეს პროგნოზები ძალიან პესიმისტური იყო, მაგრამ iPhone 11-მა მისი ყველა ვერსიით ხელი შეუწყო სიტუაციის გამოსწორებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი წვლილი, შედარებით დაბალი ფასის გამო, ძირითადი მოდელის მიერ განხორციელდა.

სიახლე ძალიან გემრიელი ლუკმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩინელებს ყურადღება არ მიექცით მისთვის. ბევრი აყვა ცდუნებას და იყიდა სმარტფონი, რითაც ოდნავ „გააფუჭა“ მესამე კვარტლის სტატისტიკა.

რიცხვებით თუ ვისაუბრებთ, Apple-ის მიწოდების თითქმის 40 პროცენტი ჩინეთის სმარტფონების ბაზარზე iPhone 11-მა შეადგინა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან წლევანდელი სიახლე მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით მისი კამერა, რომელიც ჩინელებს ძალიან მოსწონთ.

ვარდნის მიუხედავად, Apple-ს პოზიცია საერთო რეიტინგში თითქმის არ შერყეულა. სამაგიეროდ შეიძლება აღინიშნოს საინტერესო თვისება. თუ გადავხედავთ ინდიკატორების შემაჯამებელ ცხრილს, არ შეიძლება არ დავინახოთ, რომ ყველა ბრენდს სხვადასხვა ხარისხის ჩავარდნა ჰქონდა გაყიდვებში. Huawei არა მხოლოდ გაიზარდა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, არამედ გაიზარდა ერთნახევარჯერ — 66 პროცენტით. ამაზე გავლენას არ ახდენდა ზოგადად სმარტფონის გაყიდვების ჩვეულებრივი ვარდნა, რომელიც შეადგენდა 3 პროცენტს.

ჯერჯერობით, არც ისე ცუდად არის ყველაფერი, მაგრამ მომავალში შესაძლოა Apple-ს მართლაც დიდი სირთულეები შეექმნას და აი ამიტომ.

რატომ უნდა გადაიყვარონ ჩინელებმა iPhone

უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ახლა iPhone 5G ქსელების მხარდაჭერის გარეშე დიდად არ ფასობს, მაგრამ შემდეგ წელს, როდესაც ტექნოლოგია უფრო ფართოდ გავრცელებული იქნება, კუპერტინოსათვის უფრო რთული გახდება კონკურენცია Huawei-სთან, რომელიც უკვე გთავაზობთ მოდელებს მეხუთე თაობის ქსელებზე წვდომით.

მეორეც, მომავალი წლის მოდელი ტრადიციულად მცირედ გაუმჯობესებული იქნება. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ S-ხაზს, რომელიც არასდროს ძირეულად არ განსხვავდებოდა მთავარი მოდელისგან. სავარაუდოდ, ეს ასე იქნება iPhone 11S-ით. მხოლოდ განახლებულ iPhone SE-ს შეუძლია გამოასწოროს სიტუაცია, რომელსაც პერიოდულად ახსენებენ ქსელში.

მესამე მიზეზი შეიძლება იყოს დასაკეცი სმარტფონები. მათ შესახებ, როგორც მასობრივ ტექნოლოგიაზე საუბარი, ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ Huawei-ს და Samsung-ს ამ მხრივ უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა და Apple-ს სავარაუდოდ მეტი დრო დასჭირდება. თუ ტექნოლოგია მკვეთრად პოპულარული გახდება მასებში, ეს კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას შეუქმნის Apple-ს.

Huawei- ს პოპულარობის მიზეზი ჩინეთში

ჩინეთში Huawei-ს პოპულარობის მიზეზი მარტივია. ისინი იგივეა, როგორც სხვაგან. Huawei შედარებით იაფი მოწყობილობაა, საკმაოდ მაღალი ხარისხით. სწორედ ამიტომ (და ერის ერთიანობის გამო), მათი სმარტფონების გაყიდვების წილი იზრდება ზედიზედ ექვსი კვარტლის განმავლობაში.

ზრდის წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ ახლა Huawei ყიდის თავისი სმარტფონების თითქმის ნახევარს ჩინეთში. 41.5 მილიონი ერთეულით (მთლიანი სმარტფონის გაყიდვის 97,8 მილიონი ერთეულის წილიდან), ისინი თავდაჯერებულად იკავებენ პირველ ადგილს, უახლოეს VIVO-ს უსწრებენ თითქმის ორნახევარჯერ, ხოლო Apple-ს, რომელიც მეხუთე ადგილზეა — რვაჯერ. შედარებისთვის, ერთი წლის წინ, Huawei-ს უპირატესობა Apple-ის მიმართ ჩინურ ბაზარზე მხოლოდ 3.5 იყო.

შედეგი, როგორც ამბობენ, სახეზეა.

Tags: iPhone
Previous Post

Files.app-ის 10 სასარგებლო ფუნქცია

Next Post

Calvin Harris-ის Story-ში შემთხვევით ჯერ არ გამოსული Mac Pro გამოჩნდა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა
სიახლეები

Google-მა გადაწყვიტა რომ Chrome ისეთივე უსაფრთხო გახადოს, როგორიც Safari-ა

04/03/2021
53
Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა
სიახლეები

Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

03/03/2021
242
2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს
სიახლეები

2023 წელს Apple-მა შესაძლოა „დასაკეცი“ iPhone-ი წარმოგვიდგინოს

02/03/2021
44
NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია
სიახლეები

NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ იგივე ჩიპსეტს იყენებს, რომელიც 1998 წლის iMac G3-შია

02/03/2021
34
Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება
სიახლეები

Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

01/03/2021
725
Apple-ის სერიალის მორიგი ოქროს გლობუსი
სიახლეები

Apple-ის სერიალის მორიგი ოქროს გლობუსი

01/03/2021
29
Next Post
Calvin Harris-ის Story-ში შემთხვევით ჯერ არ გამოსული Mac Pro გამოჩნდა

Calvin Harris-ის Story-ში შემთხვევით ჯერ არ გამოსული Mac Pro გამოჩნდა

Discussion about this post

  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Kuo: iPhone 13-ს ექნება 120 ჰერციანი ეკრანი, ელემენტის მოცულობა გაიზრდება და Notch-ი შემცირდება

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Apple-მა MagSafe დამტენი iPhone-ისთვის დააპატენტა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.