GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

რა მოხდებოდა, კომპანიას ტიმ კუკის ნაცვლად კრეიგ ფედერიგი რომ ხელმძღვანელობდეს?

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
15/11/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min
0
რა მოხდებოდა, კომპანიას ტიმ კუკის ნაცვლად კრეიგ ფედერიგი რომ ხელმძღვანელობდეს?
4
SHARES
81
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

არა, ტიმ კუკი არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და თუნდაც ეს მოხდეს, კომპანიის ხელმძღვანელი, მისი წესდების მიხედვით, გახდება კომპანიის მთავარი ოპერაციული მმართველი, ჯეფ უილიამსი. Apple-ს ყველაფერი წინდაწინ გათვლილი აქვს. ზოგიერთი, ვინც ახლახანს (ბოლო წლებში) Apple დატოვა, არც თუ ისე კარგად ფიქრობენ კომპანიაზე და დარწმუნებული არიან, რომ კრეიგს შეეძლო Apple-ისათვის დაებრუნებინა დაკარგული მაგია.

კრეგ ფედერიგი? ბევრი მას თითქმის კლოუნად თვლის და აღიქვამს. ბევრს (მაგალითად მე) დაამახსოვრდა მისი პრეზენტაცია Photo Booth at WWDC 2011 და დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ეს იყო მისი დებიუტი „დიდ სცენაზე“. პრინციპში, ასეც იყო. ეს იყო მისი დებიუტი Mac OS X– ის მთავარი დეველოპერის როლში, მაგრამ „დიდ სცენაზე“ ის პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო Snow Leopard-ის პრეზენტაციაში (Mac OS 10.6). 2009 წელს ის მოკრძალებულად და შეუმჩნეველად იქცეოდა. ქვემოთ მოცემულია ისტორიული პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი WWDC 2011-ის გახსნის შესახებ, Photo Booth-ის პრეზენტაცია იწყება 13:17 საათზე.

სხვები კრეგს უკავშირებენ Mac OS X-ის (aka OS X, aka macOS) ჩავარდნას, იმ ფაქტს, რომ მისი ახალი ვერსიები ახლა ყოველწლიურად გამოდის და ისევ და ისევ იმედგაცრუებას განვიცდით მათგან. ამასთან, Snow Leopard-იც კი, რომელიც აღიარებული იქნა ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიად თავის ისტორიაში, თავის პირველ გამოშვებებში უამრავ პრობლემას აწყდებოდა. 2012 წლის ოქტომბრიდან კრეიგი პასუხს აგებს iOS-ისა და მისი ყველა წარმოებულის განვითარებაზე. მაგრამ ის არ არის ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას სისტემების გამოშვების გრაფიკის შესახებ, სამაგიეროდ მისი წყალობით, Apple-ის მოსაწყენი პრეზენტაციები სასაცილო და მომხიბლავ შოუებად გადაიქცა — ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ.

მის ყოფილ ქვეშევრდომებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება მისი Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ვიცე-პრეზიდენტად საქმიანობის შესახებ, მაგრამ ის რომ კრეიგი ნამდვილად მისთვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფება, ყველა თანხმდება. მან გულწრფელად გამოიმუშავა თავისი ასი მილიონი დოლარი (კომპანიის 500,000 აქცია, რომელიც მან გასული ათი წლის განმავლობაში პრემიებად მიიღო). მაგრამ მას არასოდეს უმართავს ისეთი მრავალდარგოვანი კომპანიის საქმიანობა, როგორიცაა Apple, მას გამოცდილება არ აქვს ამ სფეროში. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში — ტექნიკური მენეჯერი. რატომ არიან დარწმუნებული ადამიანები, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ პოზიციას?

Apple-ს არ ყოფნის გამბედაობა?

კომპანიის ამჟამინდელი მენეჯმენტი ძალიან ფრთხილად იქცევა. კონსერვატიულად. ამბობენ, რომ კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წლების განმავლობაში, უარყოფილი ბრწყინვალე იდეების რიცხვმა დიდი ხანია გადალახა ყველა მისაღები ზღვარი. თითქოს მათ მცირე ნაწილსაც კი შეეძლო Apple-ისათვის დაებრუნებინა განსაკუთრებული დამოკიდებულება მსოფლიოში, როგორც მაშინ, როდესაც Apple-ისგან მუდმივად ელოდებოდნენ სასწაულს და დროდადრო ეს მოლოდინებიც ხდებოდა. ფრთხილი კომპანია ვერ შეძლებდა iMac-ის, MacBook Air-ის, iPod-ის, iPhone-ისა ან iPad-ის შექმნას. ასე ამბობენ ისინი, ვინც ახლახანს დატოვა Apple. მე კიდევ დავამატებ: კომპანიას, რომელსაც შიშები აწუხებს, ვერ მოიფიქრებდა და ვერ შექმნიდა ვერც Apple Watch-ს და ვერც Apple AirPods-ებს. ვერც AirPower– ის ხმაურიან ჩავარდნას. მაგრამ ამ განცხადებებში ჭეშმარიტების მარცვალი ალბათ მაინც არის.

უზარმაზარი კომპანიის ხელმძღვანელს არ ევალება საფუძვლიანად ერკვეოდეს ყველაფერში, რაც კომპანიაში ხდება. ოპერაციების მენეჯმენტი — მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ის ნაწილია, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელი არის პასუხისმგებელი. სტივი არასდროს ყოფილა ძალიან კარგი ოპერაციების მენეჯმენტში და როდესაც ის იძულებული იყო NeXT-ში ან Pixar– ში ეს როლი შეესრულებინა, შედეგები არც თუ ისე კარგი გამოდიოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიების მასშტაბები მიკროსკოპული იყო, ვიდრე Apple-ის 90-იანი წლების ბოლოს. ამ დროს სტივმა მოსინჯა ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი, ტიმ კუკი საუკეთესო აღმოჩნდა. ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ჯობსის აზრით, Apple-ს უნდა ჰყოფნოდა საკმარისი „სიგიჟე“, დასასრულისაკენ ახლოვდება. კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ტიმ კუკის შეთავაზებისას სტივმა აღნიშნა: „ტიმ გაუმკლავდება ამას 2021 წლამდე“.

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, სტივის სურვილი იყო, რომ კომპანიის სათავეში გენიოსი მოსულიყო, რეალობის არაჩვეულებრივი აღქმით და შესაძლებლობით განასხვავოს, თუ რა მუშაობს და რა — არა. სავარაუდოდ, ეს გენიოსი უნდა ყოფილიყო სკოტ ფორსტალი, რომელმაც Apple Maps-ის პროექტი საშინლად ჩააგდო და ზოგადად, ძალიან უცნაურად მოიქცა და თამაშგარე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ პოსტზე სხვა კანდიდატები ჯერ-ჯერობოთ არ არიან. კრეიგი სკოტთან ვერ თანამშრომლობდა, მას შემდეგ, რაც სკოტმა დატოვა კომპანია, iOS ასევე კრეიგის ხელმძღვანელობის ქვეშ აღმოჩნდა. ისინი, ვინც კრეგთან ერთად მუშაობს, აღნიშნავენ, რომ მართალია ის უფრო ფრთხილად გამოიყურება ვიდრე სკოტ ფორსტალი, მაგრამ სიჯიუტით და არასტანდარტული იდეების სიუხვით არაფრით ჩამოუვარდება სკოტს.

ვინ არის კრეიგ ფედერიგი

კრეგ ფედერიგი იტალიური წარმოშობის ამერიკელია, დაიბადა 1969 წლის 27 მაისს. წელს იგი 50 წლის გახდა. თიკუნი — Hair Force One, თმის უჩვეულო ფორმის გამო. NeXT-ში კრეიგი მონაწილეობდა მონაცემთა ბაზების ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამაში და 1993 წლიდან ის ხელმძღვანელობდა პროდუქტის განვითარებას, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა Enterprise Object Framework-ად. 1994 წლისთვის Enterprise Object Framework იყო ინოვაციური და შეუდარებელი; ის მსოფლიოში ერთადერთი პროგრამული პროდუქტია, რომლის განვითარების შეწყვეტის გამო მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. Core Data არის Enterprise Object Framework-ის პირდაპირი შთამომავალი.

1996 წლის ბოლოს, NeXT Software-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, კრეიგ გახდა Apple-ის თანამშრომელი, სადაც იგი ხელმძღვანელობდა ამავე Enterprise Object Framework ჯგუფს. NeXT-ის Apple-ის მიერ ჩაყლაპვის შემდეგ, თითქმის ყველას, ვინც იყენებდა WebObjects-ს (და მათში შემავალ Enterprise Object Framework-ს), არ სურდათ Apple-თან თანამშრომლობა. იაფი (თუმცა ნაკლებად სრულყოფილი) ანალოგები ძალიან სწრაფად გამოჩნდა. 1999 წელს, როდესაც გადაწყდა WebObjects-ის Java-ზე გადაყვანა, კრეიგმა Apple დატოვა. ის აღმოჩნდა მართალი და 2009 წელს WebObjects-ის განვითარება შეჩერდა, 2016 წელს WebObjects მოიხსნა მხარდაჭერილი Apple პროდუქტების სიიდან. 1999 წლიდან 2009 წლამდე კრეგი იყო Ariba-ს CTO (მთავარი ინჟინერი), 2009 წელს სტივ ჯობსმა კვლავ მიიწვია იგი Apple-ში, იმ პირობით რომ რამდენიმე წელიწადში სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფს ჩაუდგებოდა სათავეში.

Tags: Apple
Previous Post

Apple Music-ის, Apple News-ის და TV+-ის ერთობლივი გამოწერის ფუნქცია

Next Post

AirPods შესაძლოა ცალკე კომპანიად გადაიქცეს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

iPhone 13 Pro-ს რენდერები გამოჩნდა
სიახლეები

iPhone 13 Pro-ს რენდერები გამოჩნდა

14/04/2021
141
Sony, PlayStation-ის თამაშების iPhone-ზე გადატანას დაიწყებს
სიახლეები

Sony, PlayStation-ის თამაშების iPhone-ზე გადატანას დაიწყებს

14/04/2021
184
გთავაზობთ ღონისძიების შპალერებს თქვენი iPhone-ებისთვის
სიახლეები

გთავაზობთ ღონისძიების შპალერებს თქვენი iPhone-ებისთვის

14/04/2021
256
რას ველოდებით 20 აპრილს Apple-ის ღონისძიებაზე?
სიახლეები

რას ველოდებით 20 აპრილს Apple-ის ღონისძიებაზე?

13/04/2021
316
Siri-სგან Apple-ის ღონისძიების თარიღმა გამოჟონა
სიახლეები

Siri-სგან Apple-ის ღონისძიების თარიღმა გამოჟონა

13/04/2021
82
iPhone-ი დაღრეცილი ლოგოთი 2700 დოლარად გაიყიდა
სიახლეები

iPhone-ი დაღრეცილი ლოგოთი 2700 დოლარად გაიყიდა

11/04/2021
661
Next Post
AirPods შესაძლოა ცალკე კომპანიად გადაიქცეს

AirPods შესაძლოა ცალკე კომპანიად გადაიქცეს

Discussion about this post

  • Apple-მა AirTag-ი წარმოგვიდგინა, მაგრამ ჩვენ ვერ შევამჩნიეთ

    Apple-მა AirTag-ი წარმოგვიდგინა, მაგრამ ჩვენ ვერ შევამჩნიეთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • iPhone-ი დაღრეცილი ლოგოთი 2700 დოლარად გაიყიდა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • რას ველოდებით 20 აპრილს Apple-ის ღონისძიებაზე?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გთავაზობთ ღონისძიების შპალერებს თქვენი iPhone-ებისთვის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Sony, PlayStation-ის თამაშების iPhone-ზე გადატანას დაიწყებს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.