Apple-მა ონლაინ მაღაზიიდან მომხმარებლების შეფასებები გააქრო

Apple-მა ონლაინ მაღაზიიდან მომხმარებლების შეფასებები გააქრო

ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ 17 ნოემბერს მომხმარებლების შეფასებები და მიმოხილვები ონლაინ მაღაზიიდან წაშალა.

ეს განყოფილება წაიშალა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა რომ რაიმე ხარვეზის ბრალი იყოს. რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი კომპანიამ, უცნობია.


მარცხენა ფოტო გადაღებულია 16 ნოემბერს, მარჯვენა კი 17 ნოემბერს

Appleinsider ვარაუდობს რომ ეს ყველაფერი Fanboys Youtube არხმა განაპირობა. მის ერთერთ ბოლო ვიდეოში ნაჩვენებია უარყოფითი შეფასებები MacBook Pro 16″-თან დაკავშირებით.


ეს ვიდეო 16 ნოემბერს განთავსდა, ხოლო Apple-მა მიმოხილვები 17 ნოემბერს გააქრო.

Leave a Comment

Related Posts