GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home ხრიკები

რატომ რეკავს iPhone-ის მაღვიძარა 9 წუთიანი ინტერვალებით?

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
25/11/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min
0
რატომ რეკავს iPhone-ის მაღვიძარა 9 წუთიანი ინტერვალებით?
15
SHARES
453
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

პირქუში ორშაბათი დილა. გარეთ წვიმს და თქვენ არა მხოლოდ უნდა წახვიდეთ სამსახურში, არამედ გაისეირნოთ ძაღლთან ერთად, რომელიც უკვე წრიალებს კართან. ამ წუთში მაღვიძარა გაღვიძებთ და თქვენ მზად ხართ დათმოთ ყველაფერი, რომ ცოტა მეტი იძინოთ. საბედნიეროდ, თანამედროვე მოწყობილობებს შეუძლიათ ამ შესაძლებლობის მიცემა ერთი ღილაკის დაჭერით. თქვენ აჭერთ ღილაკზე “Snooze“ და აგრძელებთ ძილს კიდევ ცხრა წუთით. რატომ ზუსტად ცხრა? მისტიკა, მასონები, საიდუმლო შეთქმულება? არა, ყველაფერი გაცილებით მარტივია.

როგორი იყო წარსულის მაღვიძარა?

პირველი მაღვიძარა ზოგადად მექანიკური საათის მსგავსი იყო. შემდეგ გამოიგონეს საათი გადაფურცვლადი ციფრებით (მექანიკურ-ელექტრონული), რომელიც გაუმჯობესებული ვარიანტი იყო და თავისი არსებობით აღინიშნა გადასვლა სრულ ელექტრონულ ვერსიაზე. სწორედ ამ საათებში გამოჩნდა Snooze ფუნქცია.

Snooze (პირდაპირი გაგებით „ჩათვლემა“) არის მაღვიძარას მომხმარებლისთვის ნაცნობი ფუნქცია, რომელსაც დაუყოვნებლივ გაღვიძება არ სურს და ერთი ღილაკის დაჭერით სურს მოგვიანებით გამოღვიძება.

ეს ფუნქცია საკმაოდ პოპულარულია მაღვიძარაში, რომელიც ყოველ დილით გვაღვძებს. მაგალითად, მე ყოველთვის არ შემიძლია ადგომა პირველი ზარის დარეკვისთანავე და უბრალოდ დავალებას ვაძლევ iPhone-ს, რომ 9 წუთის შემდეგ გამეღვიძოს. რომ არა ეს ფუნქცია და მაღვიძარა მხოლოდ ერთხელ რომ რეკდეს, ძალიან ბევრი ადამიანი გააცდენდა უამრავ დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას.

ამის თავიდან ასაცილებლად, უკვე დიდი ხანია საათის დაყენება ზუსტად 9 წუთზე ხდება რაც ადრე აუცილებლობა იყო, მაგრამ ახლა ეს უბრალოდ ტრადიციაა. რატომ ხდება ეს?

რატომ გადადის მაღვიძარა 9 წუთზე

ბევრი სერიოზულად თვლის, რომ გაღვიძების დროის გადაწევა წინ ხუთი ან ათი წუთით დაკავშირებულია ძილის ფაზებთან. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს საუკეთესო დროა იმისათვის, რომ არ გავიღრმავოთ ძილი და გამოფხიზლება უფრო გაგვიადვილდეს. მავანს უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც კი მოაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია.

ასევე არსებობს თეორია, რომელიც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დროის გაკონტროლება უფრო ადვილია, რადგან მისი დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ ერთი ციფრით (ბოლო). ესეც სპეკულაციაა.

სინამდვილეში, რეალობა ცოტა უფრო უცნაურია. Apple ცდილობს უარი თქვას სკევომორფიზმზე და ამ დროს მაღვიძარას ზუსტად ცხრა წუთით გადაწევა არის სკევომორფიზმი სუფთა სახით.

სკევომორფიზმი — ობიექტების ან მოვლენების ზოგიერთი თვისების კოპირება და სხვა საგნებზე გადაცემა. ამის ნათელი მაგალითია ოპერაციული სისტემების ინტერფეისები, რომლებიც ცდილობენ მათ არსებულ საგნებს დაემსგავსონ (ხე, ლითონის ტექსტურა, 3D გადამრთველები, თაროები აპლიკაციებში და ა.შ.).

მექანიკურ-ელექტრონულ საათში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დროის გადაწევა ზუსტად ცხრა წუთით ხდებოდა. ეს იმის გამოა, რომ საათები მუშაობდნენ კბილანებით, ზამბარებით და სხვა მექანიკური ელემენტების გამოყენებით. წუთის დასაწყისი ციფრის ფიზიკური გადაფურცვლა იყო და მაღვიძარა სხვა მომენტში ვერ დარეკავდა.

იმის გამო, რომ მაღვიძარას ამუშავების შემდეგ ადამიანს სჭირდება რამოდენიმე წამი გაღვიძებისა და გადატვირთვის ღილაკის Snooze დაჭერისათვის, წუთი უკვე გასულად ითვლება. ანუ, დროის გაზომვა შეგიძლიათ მხოლოდ ციფრების შემდეგი შეცვლიდან.

უკეთესად რომ გავიგოთ, განვიხილოთ მაგალითი. 08:00 საათზე დაყენებული მაღვიძარა იმ წამს დარეკავს, როდესაც ნომრები შეიცვლება 07:59-დან 08:00-ზე. დაახლოებით 5 წამის შემდეგ, მომხმარებელი დააჭერს ღილაკს, რომ ხმა გამორთოს და დაიძინოს 08:10 საათამდე. საათი ვერ ახერხერხებს 9 წუთი 55 წამის დროის გაზომვას, მაგრამ ძილისგუდა მომხმარებლის გაღვიძება მაინც საჭიროა 08:10-ზე. ამიტომ მაღვიძარას ამუშავება მოხდება არა 10 წუთის შემდეგ, არამედ 9 წუთის შემდეგ, მაგრამ ციფრის მომდევნო გადმობრუნების შემდგომ, ანუ 08:01-დან, რაც დანიშნულ დრომდე 9 სრულ წუთს ტოვებს. ასე მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტილება მიიღეს ინჟინრებმა თავის დროზე.

სწორედ მაშინ, გასული საუკუნის 50-იან წლებში დამკვიდრდა ეს წესი, რომ საათი ინტერვალებს ცხრა წუთით ზომავს. Apple-მა უბრალოდ ეს წესი გამოიყენა სერვისში და ახლა არ სურს შეცვალოს იგი, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში სკეომორფიზმი აღარ გამოიყენება iOS-ის ახალ ვერსიებში.

ახლა, როდესაც ცოტათი მეტი ძილი მოგინდებათ, გეცოდინებათ, რატომ ხდება ცხრა წუთით დროის გადაწევა.

Tags: iPhone
Previous Post

სტივ ჯობსის ნოუთბუკის მოპარვის არაჩვეულებრივი ამბავი

Next Post

Lenovo IdeaPad YOGA 730-15IWL 81JS002XRE

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer...

Related Posts

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას
ხრიკები

როგორ შევინახოთ Safari-ს ყველა ჩანართი ბრაუზერის დახურვისას

28/07/2020
175
როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს
სიახლეები

როგორ დავაყენოთ Face ID ისე, რომ პირბადით განიბლოკოს

12/04/2020
458
თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა
ხრიკები

თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა

02/04/2020
398
როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში
ხრიკები

როგორ გადავარქვათ სახელი ბევრ ფაილს ერთდროულად 5 წამში

17/01/2020
234
როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში
ხრიკები

როგორ მოვარგოთ სიკაშკაშე და ხმის დონე მაქსიმალურად ზუსტად macOS-ში

24/12/2019
104
iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?
ხრიკები

iPhone-ის ყველა ფოტოში ჩამატებულია გეოპოზიცია. როგორ ამოვშალოთ?

17/12/2019
161
Next Post
Lenovo IdeaPad YOGA 730-15IWL 81JS002XRE

Lenovo IdeaPad YOGA 730-15IWL 81JS002XRE

Discussion about this post

  • რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    რატომ იაფდება iPhone-ი ძალიან ნელა და რატომ არის Android სმარტფონის შეძენა წამგებიანი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ი iPhone-ის მომხმარებლებს მეთვალყურეობის ჩართვას სთხოვს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბილ გეითსი კლაბჰაუსშია, კითხვა დროულია, Android-ი თუ iOS?

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ტიმ კუკი: „Apple-ი ყოველ 3-4 კვირაში ახალ კომპანიებს ყიდულობს“

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Facebook-ს სურს რომ Apple-ს თვალთვალის ახალი წესების გამო უჩივლოს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.