Apple: მგონი რაღაცას გვატყუებ

Apple:  მგონი რაღაცას გვატყუებ

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

უკვე რამდენიმე წელია, რაც Apple ჩვენზე ცდის სიახლის წარმოებაში ჩაშვების ახალ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც პროდუქტის პრეზენტაცია ხდება დღეს, ხოლო მისი გაყიდვა მხოლოდ რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის შემდეგ ხდება ან საერთოდ არ ხდება. მაგალითებისათვის შორს წასვლა საჭირო არ არის: Apple Watch, HomePod, AirPods, iPhone X, iPhone XR, Mac Pro 2019 — ყოველი მათგანი დიდი დაგვიანებით გამოვიდა ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ. ყველაფერი კარგი იქნებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ კუპერტინოში დაიწყეს მსგავსი ხერხის გამოყენება საოპერაციო სისტემებთან მიმართებაში, დაპირებული ფუნქციების რამდენიმე თვის ინტერვალით გამოშვებით.

ამ ზაფხულს, WWDC’2019 კონფერენციაზე, Apple-მა წარმოადგინა iCloud Drive-ის საქაღალდის გაზიარების შესაძლებლობა. შედეგად, რამდენიმე მომხმარებელს შეეძლო ფაილებთან ურთიერთობა, საქაღალდეზე წვდომის საშუალებით, მისი მფლობელის მიერ სპეციალურად შექმნილი ბმულის გამოყენებით. სინამდვილეში, კუპერტინოს ამ გზით სურდა iCloud-ის გადაქცევა სრულფასოვან ღრუბლოვან საცავად, ფართო შესაძლებლობებითა და საერთო წვდომით, რომელთა პლატფორმების უმეტესობას აქვს და მომხმარებლებს ძალიან უყვართ. თორემ დღემდე iCloud მხოლოდ იმისთვის ვარგა რომ ფოტოების და სარეზერვო ასლები შეინახოთ.

ფაილის გაზიარება iCloud-დან

საქაღალდეზე წვდომის შესაძლებლობა უნდა დამატებოდა macOS Catalina-ში და iOS 13-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო ის, რაც პრეზენტაციაზე დაგვპირდნენ და ყველას ეგონა, რომ სიახლეების მიღება შესაძლებელი იქნება განახლებების გამოშვებით სექტემბერ-ოქტომბერში. ამასთან, არც iOS 13-ში და არც macOS Catalina-ში ჯერ არ დამატებულა ზიარი საქაღალდეების შესაძლებლობა. კუპერტინომ უბრალოდ გადადო ფუნქციის გამოშვება 2019 წლის შემოდგომიდან, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, 2020 წლის გაზაფხულზე.

როგორი რეაქცია გვქონდეს ამაზე, გაუგებარია. ერთი მხრივ, მოდით Apple-მა ჯერ დაასრულოს ყველა დაპირებული ფუნქცია, რათა მათ სწორად იმუშაონ და არა როგორც ყოველთვის. ბოლო-ბოლო, ზუსტად სიახლეების გაუარესებული ხარისხის გამო, ბევრი არ ჩქარობს მათ დაყენებას გამოშვებისთანავე. მაგრამ, მეორე მხრივ, იქმნება სრული შთაბეჭდილება, რომ კუპერტინოში უბრალოდ იდეები შემოაკლდათ და ახლა, იმის ნაცვლად, რომ iOS-ისა და macOS-ისათვის ნამდვილად ახალ მახასიათებლებზე იმუშაონ, აპირებენ ძველი ნამუშევრების ახლად შესაღებას. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მომხმარებლები დაკარგავენ არა მხოლოდ ნდობას კომპანიის დეველოპერების მიმართ, არამედ ინტრიგასაც, რაც წინ უძღოდა iOS-ის ახალი ვერსიის გამოშვებას წლის განმავლობაში.

რა ფუნქციები ჯერ კიდევ არ გამოუშვია Apple-ს

iCloud Drive-ის გაზიარებული საქაღალდეები არ არის ერთადერთი სიახლე, რომელიც Apple-მა გადადო. თუ შევალთ apple.com-ზე და გადავალთ კომპანიის ახალი საოპერაციო სისტემის დაპირებული, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებული მახასიათებლების ჩამონათვალში, შევძლებთ დავითვალოთ მინიმუმ კიდევ ცხრა სიახლე, რომლებიც გამოვა „ამ შემოდგომაზე“ ან „ამ ზამთარს“. აი ეს სიახლეები:

  • iCloud Drive-ში გაზიარებული საქაღალდეები;
  • API სურათების გადაღებისთვის;
  • მარშრუტიზატორები HomeKit-ის მხარდაჭერით;
  • სპიკერები, რომლებიც მხარს უჭერენ AirPlay 2;
  • კომუნიკაციის შეზღუდვები;
  • საკონტაქტო სია ბავშვებისთვის;
  • HomeKit-ის დაცული ვიდეო;
  • განახლებული Apple Maps აშშ-ს გარეთ;
  • ფუნქცია „Siri-ს შეტყობინებების გამოცხადება“.

ცუდი სია არ არის, არა? ჩემზე ეს სია ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს iOS 13 და macOS 10.15 დასრულებული სისტემები კი არა, რაღაც სუროგატულია. ერთი მხირვ, ყველა ეს ფუნქცია არსებობს და ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ სანამ Apple გამოუშვებს მათ. მაგრამ იმის გამო, რომ თქვენ მაინც არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი უახლოეს პერიოდში, იწყებთ მარჩიელობას, გამოუშვებს, თუ არა კუპერტინო მათ და არ გაუქმდება, როგორც ეს ოდესღაც AirPower-ის შემთხვევაში მოხდა.

მე არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ, მაგრამ წელს პირველად ვიფიქრე, რომ Apple-ში მთლად კარგად არ არის ყველაფერი. მინდა მჯეროდეს, რომ ვცდები.

Leave a Comment

Related Posts