როგორ ჩამოვტვორთოთ 200 მეგაბაიტზე დიდი ზომის აპლიკაციები Wi-Fi-ს გარეშე iPhone-ში

როგორ ჩამოვტვორთოთ 200 მეგაბაიტზე დიდი ზომის აპლიკაციები Wi-Fi-ს გარეშე iPhone-ში

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

დიდი ხნის განმავლობაში, მრავალ მომხმარებელს აღიზიანებს iOS-ის ერთი თვისება: აპლიკაციების და ფაილების ჩამოტვირთვისათვის App Store-დან და iTunes-იდან, რომლებიც 200 მბაიტზე მეტს იწონიან, საჭიროა Wi-Fi კავშირი. მე მოგიყვებით, თუ როგორ გააქროთ ეს შეზღუდვა iOS 13 და სისტემის უფრო ადრეულ ვერსიებში.

iOS13 და iPadOS 13

OS-ს ახალი ვერსიის შემთხვევაში, ყველაფერი საკმაოდ მარტივია. Apple-მა დაამატა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ გადმოტვირთვის ლიმიტი მობილური ინტერნეტით. უნდა გამორთოთ ის:

  • გახსენით Settings > iTunes & App Store;
  • „Cellular Data“ განყოფილებაში იხილეთ „App Downloads“ და აირჩიეთ ის;
  • ჩამოტვირთვის შეზღუდვის გამორთვისათვის აირჩიეთ „Always Allow“. თუ იშვიათად აკვირდებით ფაილის ზომას და ინტერნეტი შეუზღუდავი არ გაქვთ, უმჯობესია შეარჩიოთ „Ask if over 200 mb“ ან „Always Ask“.

iOS 12 და უფრო ძველი ვერსიები

ძველ ვერსიაში, შეზღუდვის ამოღება საერთოდ არ იმუშავებს, მაგრამ მაინც შეძლებთ ლიმიტის გადალახვას. ამისათვის:

  • დარწმუნდით, რომ Wi-Fi გამორთულია თქვენს მოწყობილობაში;
  • შეეცადეთ გადმოწეროთ თქვენთვის საჭირო ფაილი. თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას ჩამოტვირთვის შეუძლებლობის შესახებ. დააჭირეთ ღილაკს OK;
  • გახსენით Settings → General → Date & Time;
  • გამორთეთ პარამეტრი Set Automatically;
  • თქვენ შეძლებთ თარიღისა და დროის შეცვლას. გადაიყვანეთ დრო დაახლოებით ერთი წლით წინ;
  • იპოვეთ სამუშაო მაგიდაზე იმ პროგრამის ხატულა, რომელიც ვერ გადმოწერეთ და შეეხეთ მას. რამდენიმე წამის შემდეგ, ჩამოტვირთვა დაიწყება — თუმცა თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ Wi-Fi კავშირი ჩართული.

ამის შემდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა სწორი თარიღის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაზე სწრაფი და ელეგანტური გზა, მაგრამ ის მუშაობს მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

Leave a Comment

Related Posts