Apple-ის ყოფილი თანამშრომლები ჯაშუშები აღმოჩნდნენ და გაქცევა სცადეს

Apple-ის ყოფილი თანამშრომლები ჯაშუშები აღმოჩნდნენ და გაქცევა სცადეს

Apple-მა სასამართლოს სთხოვა რომ ორ ყოფილ თანამშრომელზე მონიტორინგი გააგრძელოს. კომპანიაში შიშობენ რომ ისინი ჩინეთში გაიქცევიან და უპიოლოტო მანქანების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას წაიღებენ.

Xiaolan Zhang-ს ბრალდება 2018 წლის ივლისში წაუყენეს, იგი Apple-ის ავტოპილოტების განყოფილებაში მუშაობდა. როგორც ირკვევა მას ჰქონდა წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. მისი დაკავება აეროპორტში მოხდა, როცა იგი ჩინეთში გამგზავრებას აპირებდა. როგორც ირკვევა, მონაცემები XMotors-ში მიჰქონდა, რომელიც უპილოტო მანქანებზე მუშაობს.

ორივე ბრალდებული გირაოთი განთავისუფლდა, მათი ადვოკატები კი ირწმუნებიან რომ ისინი ჩინეთში ნათესავების სანახავად მიდიოდნენ.

Apple კი აცხადებს რომ მათ Apple Car-თან დაკავშირებით უამრავი ფაილზე მიუწვდებოდათ ხელი და ამ მონაცემების სხვა კომპანიაზე გადაცემას აპირებდნენ. მათ სასამართლოს თხოვეს რომ ჟანგისა და ჩენის მონიტორინგი გააგრძელონ. [MacRumors]

Leave a Comment

Related Posts