Apple-ის პროდუქცია აღარ გაძვირდება, სავაჭრო ომი დასრულდა!

Apple-ის პროდუქცია აღარ გაძვირდება, სავაჭრო ომი დასრულდა!

ეს რომ არ მომხდარიყო, 2019 წლის 15 დეკემბრიდან ჩვენ მივიღებთ გაძვირებულ Apple-ის პროდუქტებს. საუბარია საშუალოდ 150 დოლარზე. Apple-ს მოუწევდა ყველა პროდუქტზე ფასის მომატება, iPhone-ზე, MacBook-ზე და ა.შ. ეს არ ეხებათ მხოლოდ ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს ეხებათ იმ ქვეყნებსაც, სადაც ამ მოწყობილობების კომპონენტების უმეტესი ნაწილი იწარმოება. ასევე იქ სადაც თითქმის ყველა მათგანი თავიდან ბოლომდე იქმნება, რადგან ეს მოწყობილობები ამერიკულად ითვლება.

როგორ გადაგვარჩინა ტიმ კუკმა

ჩვენ შევძელით სიტყვიერი შეთანხმება ბოლო მომენტში. ეს რომ არ მომხდარიყო, უკვე დღეს სხვანაირად მოქმედება მოგვიწევდა, შედეგებს დღესვე ვერ დავინახავდით, თუმცა სამომავლოდ ეს კატასტროფა იქნებოდა.

ამერიკული კომპანიები რომლებიც თავიანთ პროდუქციას ჩინეთში აწარმოებენ, იძულებულები გახდნენ წინასწარ შეეძინათ მნიშვნელოვანი მარაგი. სულ მცირე იმისთვის, რომ საახალწლო კვარტალში პრობლემები არ ყოფილიყო.

ტიმ კუკი — აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი

სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის თითქმის 6 თვე მიმდინარეობდა. ქვეყნებმა წამოაყენეს მოთხოვნები, რომლებიც აშკარად მიუღებელი იყო. ამერიკული IT ინდუსტრიის გიგანტების ხელმძღვანელები პანიკაში იყვნენ. თუმცა, ტრამპის მხრიდან პასუხები საკმაოდ მკაცრი და უიმედო იყო. ზუსტად იგივე პასუხი მიიღო Apple-მაც. უაზრო აღშფოთების ნაცვლად, Apple-ში სიტუაცია კარგად გააანალიზეს და მიიღეს არატრადიციული გადაწყვეტილება: მოლაპარაკება!

1997 წელს სტივ ჯობსმა Apple-ს მოარგო ლოზუნგი „Think Different“, მიუხედავად იმისა რომ კლასიკური ინგლისურით არც ისე მართებულია, ამ დევიზს კვლავ იყენებ და ძალიან პოპულარობითაც სარგებლობს. იმ პერიდოში სტივის ამ ფილოსოფიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რათა Apple წამყვან პოზიციებზე დაებრუნებინა.

და ახლა, ის რაც ტიმ კუკმა მენეჯმენტისა და დირექტორთა საბჭოს სახელით გააკეთა, შეგვიძლია ვუწოდოთ „Think Different 2019“. დიახ, მიმაჩნია რომ ტიმ კუკმა დაუშვა შეცდომები გასული წლების განმავლობაში, მაგრამ ეს ბრწყინვალე იყო.

Leave a Comment

Related Posts