რომელ სმარტფონს ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საშობაოდ?

რომელ სმარტფონს ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საშობაოდ?

ანალიტიკურმა კომპანიამ Flurry Analytics–მა გამოაქვეყნა საშობაოდ გაყიდული სმარტფონების რეიტინგი.

ყველაზე სასურველი მოწყობილობა არ გაგიკვირდებათ და ტრადიციულად iPhone იყო, პირველივე 9 ადგილი iPhone-მა დაიკავა, ამ სიაში არის როგორც ძველი iPhone 6 Plus, ასევე ახალი iPhone 11 Pro Max-ი. ყველაზე პოპულარული iPhone 11 აღმოჩნდა, რომელმაც 6.16% შეადგინა.

მეათე ადგილი Xiaomi Mi 4-მა დაიკავა.


გამოვიდა რომ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მომხმარებლების 43% საშობაოდ iPhone-სა და iPad-ს ყიდულობდნენ. სტატისტიკა აშშ-ს ბაზრის მიხედვით არის შედგენილი.

Leave a Comment

Related Posts