iPhone 9 — იგივე (SE 2) მარტში გამოვა

iPhone 9 — იგივე (SE 2) მარტში გამოვა

უკვე უამრავმა წყარომ დაწერა იმის შესახებ რომ მარტისთვის Apple iPhone 9-ს გვიმზადებს. ამჯერად Bloomberg-ის ცნობით, iPhone 9-ს წარმოებას თებერვალში დაიწყებენ და მარტში უკვე პრეზენტაციაზე წარმოგვიდგენენ.

iPhone 9-ს დამზადებაში ის 3 კომპანია იქნება ჩართული, რომლებიც უკვე დიდი ხანია Apple-თან თანამშრომლობენ: Foxconn, Pegatron და Winstron.

ახალი სმარტფონი ძალიან ჰგავს iPhone 8-ს, მისი სპეციფიკაციები ასე გამოიყურება: Touch ID, ერთი კამერა, A13 პროცესორი, 3GB RAM.

ცნობილმა ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ ადრე განაცხადა რომ iPhone 9 399$ ეღირება. თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, iPhone 9 იქნება იდეალური შენაძენი ძველი სმარტფონების მფლობელთათვის.

ამ წუთისთვის Apple-ის ყველაზე იაფიანი სმარტფონი iPhone 8 არის, რომელიც 449$ ღირს. [Bloomberg]

Leave a Comment

Related Posts