ისტორია, როგორ მოიპარა Samsung-მა Apple-ის დიზაინი

ისტორია, როგორ მოიპარა Samsung-მა Apple-ის დიზაინი

ზოგადად დიზაინი — უკიდურესად რთული მოვლენაა, ხოლო ინტერფეისის დიზაინი კიდევ უფრო რთული. მოწყობილობების დიზაინების აღქმაში შესაძლოა სხვადასხვა ინტერპრეტაციები არსებობდეს, თუმცა ინტერფეისის შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან ლოგიკურად უნდა იყოს. მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელი ქმედება, რომელი ხატულა რა ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის ის არის გამარჯვებული, ვინც მარტივ და ინტუიციურ ინტერფეისს ქმნის.

Samsung-ს ისე მოეწონა Apple-ის დიზაინში მიღებული გადაწყვეტილებები, რომ უბრალოდ აიღო და დააკოპირა. (რასაც დღემდე ღშირად აკეთებს)

გახსოვთ ალბათ, როცა Samsung-მა მთლიანად დააკოპირა iPhone 3G-ის იერსახე, Galaxy S მოდელში. კუპერტინოელებმა გაასაჩივრეს და რამდენიმე წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გაიმარჯვეს. სასამართლომ კორეელებს კომპენსაციის სახით 1 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ ამბის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ Samsung-მა Apple-ს 1 მილიარდი დოლარი 5 ცენტიანების სახით, 3 სატვირთო მანქანის დახმარებით გაუგზავნა, თუმცა ეს ისტორია საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდა.

როგორც Samsung-ის მიერ სასამართლოზე წარდგენილი დოკუმენტიდან ვიგებთ, ეს არ იყო უბრალოდ დიზაინერის ინდივიდუალური ინიციატივა, არამედ ეს იყო გააზრებული და გამიზნული პროექტის გეგმის ნაწილი. სამხრეთ კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა, საკუთარ თანამშრომლებს სპეციალურად დაავალეს რომ შეესწავლათ და გაეანალიზებინათ iPhone-ის OS, შედარება გაეკეთებინათ TouchWiz-თან და შემდეგ გაეკეთებინათ მსგავსი.

რადგან Samsung-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი 132 გვერდისგან შედგება, ჩვენ მხოლოდ საუკეთესო მომენტებს წარმოგიდგენთ:

ეს დოკუმენტი პირველივე გვერდებიდან გვაფიქრებინებს, რომ Samsung-ი Apple-ის დიზაინის გადაწყვეტად სტანდარტულად მიიჩნევს. კორეელებს აშკარად ბევრი რამ არ მოსწონთ თავიანთ დიზაინში: შრიფტის ზომა კლავიატურაზე, კალენდარი და ა.შ დოკუმენტში ნაჩვენებია TouchWiz-ის უარყოფითი მხარეების ანალიზი iOS-თან შედარებით.

ახლა კი განახებთ ფოტოებს, თუ როგორ ხდებოდა კოპირება:

Apple-ის გარეშე, კორეელების სმარტფონი ვერ შეძლებდა ნორმალურად დარეკვას
რომ არა Apple, Samsung-ის აპლიკაციები იმუშავებდა მხოლოდ ვერტიკალურად
რომ არა Apple, Samsung-ში ვერ მიხვდებოდნენ რომ ერთი და იგივე ხატულების ერთ ეკრანზე კოპირება არ უნდა ხდებოდეს
მაშინაც კი, როდესაც ჩატვირთვა მიმდინარეობს, ეკრანი არ უნდა იყოს ცარიელი.

„დებილური“ მიბაძვა

გარდა იმისა რომ რაღაცეები სწორად და ადეკვატურად გადაკოპირდა, იყო არასწორი გადაკოპირებებიც. მაგალითად აქ ჩანს რომ iPhone-ზე ხმის აწევა-ჩაწევის ხატულა გამჭირვალეა და ხმის მანიშნებელი უჯრებით არის გამოყოფილი, Samsung-ის შემთხვევაში კი ხატულა ზედმეტად დიდია და ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან ინფორმაციასაც მალავს.

როცა ყველაფერს პირდაპირ დაუფიქრებლად აკოპირებ, ნამდვილად არ გესმის რა არის კარგი და რა ცუდი

დასკვნა მარტივია: Apple-ი Samsung-ისთვის აღმოჩნდა კარგი პედაგოგი, რომელმაც კორეელებს ჩამოუყალიბა შეხედულება თუ როგორი უნდა იყოს სმარტფონის ინტერფეისი. მიუხედავად იმისა რომ Samsung-მა 1 მილიარდი დოლარი გადაიხადა, ვფიქრობთ, რომ ღირდა.

ეს კი ოფიციალური დოკუმენტი რომელიც სამსუნგმა წარადგინა: Document

Leave a Comment

Related Posts