ხელისუფლება Apple-ისგან ყველა ღონისძიების გაუქმებას ითხოვს

ხელისუფლება Apple-ისგან ყველა ღონისძიების გაუქმებას ითხოვს

მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიის პანდემიად გადაკეთებას არ ჩქარობს, კორონა ვირუსის გავრცელების სიჩქარე შემაშფოთებელია. ჩინეთში გამოცხადებული კარანტინების გამო, მსოფლიოში არსებული ტოპ კომპანიები იძულებულები გახდნენ საკუთარი ღონისძიებები გაექუმებინათ. მაგ: MWC, F8, Google I/O, SXSW უკვე გაუქმებულია. ახლა კი, Apple-ის მარტისა და WWDC-ის ღონისძიება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

კალიფორნიის შტატის, სანტა-კლარას ხელისუფლებამ, რომლის იურისდიქციაშიც შედის Apple Park-ი, ესაუბრა Apple-ს და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომ გააუქმონ ყველა ისეთი ღონისძიება, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ესწრება.

გაუქმდება Apple-ის ღონისძიებები?

არამგონია რომ Apple-მა ხელისუფლებასთან კამათი დაიწყოს, მით უმეტეს, როცა კომპანიისთვის უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობაა. ნებისმიერ შემთხვევაში ღონისძიებებს ჩვეულებრივ ფორმატში არ უნდა ველოდოთ, საგაზაფხულო ღონისძიება რომელზეც iPhone 9 (SE2) უნდა გვენახა, სავარაუდოდ პრესრელიზის სახით შეიცვლება. ხოლო WWDC ონლაინ კონფერენციის ფორმატით ჩატარდება.

Leave a Comment

Related Posts