ხვალ საქართველოს დროით 21 საათზე Apple-ი ახალ iPhone-ებს წარმოგვიდგენს. ეს იქნება განსხვავებული ღონისძიება, რადგან კუპერტინოელები ოთხი ახალი iPhone-ის წარმოდგენას აპირებენ. ესენია ორი 6,1 ინჩიანი მოდელი, ერთი 5,4 ინჩიანი მოდელი და ერთი 6,7 ინჩიანი მოდელი. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გაუმჯობესებებს ველოდებით iPhone 12-სგან:

როგორც ჩანს Apple-ი შეინარჩუნებს Face ID-ის სენსორების წინა სისტემას, თუმცა, იგი შეიცვლება პროგრამული თვალსაზრისით. სკანირების სიჩქარის გასაზრდელად Apple-ი გამოიყენებს ახალ დინამიური ზონირების ალგორითმს.
ასევე ვარაუდობენ რომ iPhone 12 mini-ს ექნება ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე ფართო „Notch“-ი.
კამერა

iPhone-ის სხვადასხვა მოდელები მიიღებენ განსხვავებულ კომპლექტს, რომლებიც ფუნქციურადაც განსხვავდებიან.
რადგან ვიცით რომ iPhone 12 mini-ს და iPhone 12-ს ექნებათ მხოლოდ 2 კამერა, შეგვიძლია ვთქვათ რომ მათ არ ექნებათ ტელეფოტო მოდული — შესაბამისად არ ექნება 3x და 4x მასშტაბირება.
ოპტიკური მასშტაბირების გამო, Apple-ი გეგმავს მაკრო რეჟიმის გააქტიურებას. კონკურენტებისგან განსხვავებით, რომელთა სმარტფონები სპეციალური მოდულითაა აღჭურვილი. კუპერტინოში გადაწყვიტეს მხოლოდ ტელეფოტო ობიექტივის დატოვება და მას უბრალოდ 2 სმ-ზე გადაღების შესაძლებლობა მიანიჭეს.
მართალია სავარაუდოდ ამას დასჭირდება ავტოფოკუსის დამუშავება, მაგრამ ეს Apple-ისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
ღამის რეჟიმი ასევე მიიღებს პატარა განახლებას: iPhone 12-ით შესაძლებელი იქნება დაბალი სინათლის პირობებში ფოტოს გადაღება ტელეფოტო-მოდულით.
ბატარეა

რაც შეეხება ავტონომიას, აქ ყველაფერი მარტივად არ არის. რა თქმა უნდა iPhone 12-ების ახალი მოდელები მიიღებენ ხანგრძლივობის დამატებით საათს, თუმცა iPhone 12 mini-ს შემთხვევაში ასე არ იქნება. 5,4 ინჩიან მოდელში ზომისა და შესაბამისად ბატარეის შემცირების გამო, ის 1 საათით უფრო ნაკლებ დროს იმუშავებს, ვიდრე iPhone 11 მუშაობს.
ბატარეასთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბოლო ინფორმაციების თანახმად ყველა ახალ მოდელს 5G მხარდაჭერა ექნება, რაც დამატებით ზრდის ბატარეის მოხმარებას.
Discussion about this post