GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result
Home სიახლეები

რითი განსხვავდება iPhone 12 — iPhone 11-სგან

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
15/10/2020
in სიახლეები, სხვადასხვა
Reading Time: 3 min
0
რითი განსხვავდება iPhone 12 — iPhone 11-სგან
3.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალმა iPhone-ებმა ინოვაციების საკმაოდ დიდი სია მიიღეს, 11 Pro Max-სა და 12 Pro Max-ზე სტატია უკვე შემოგთავაზეთ. ახლა 12-ის დროა.

ამ სტატიაში შევადარებთ iPhone 12-ს iPhone 11-თან. iPhone 12 mini-ს არ შევეხებით, რადგან ის მხოლოდ ზომებითა და შესაბამისად ბატარიით განსხვავდება ჩვეულებრივი 12-ისგან.

1. კორპუსი და ზომები

iPhone 12-მა მიიღო განახლებული დიზაინი მკვეთრი კუთხეებით. ის ძალიან ჰგავს iPhone 5-ის ფორმებს. ერთი შეხედვით ზომებში მკვეთრი ცვლილება არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 12 უფრო მჩატეა 👇

iPhone 12-ში გაუმჯობესდა ეკრანის სიძლიერე – ახლა მისი ეკრანი Ceramic Shield-ის ფენით არის დაფარული, რაც იმას ნიშნავს რომ გაცილებით დაცულია მისი ეკრანი ვიდრე iPhone 11-ის იყო. უფრო კონკრეტულად კი, მისი ეკრანი 4-ჯერ უფრო გამძლეა ვიდრე iPhone 11-ის. რაც შეეხება ჩარჩოს, iPhone 12 Pro-სგან განსხვავებით მასში იგივე ჩარჩო დარჩა, საავიაციო ალუმინი, იგივე რაც iPhone 11-ში არის.

გაუმჯობესდა ასევე წყალში ჩატანის დრო. iPhone 11-ის შემთხვევაში მისი წყალში ჩატანა 2 მეტრზე, 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი, ახალ iPhone 12-ს უკვე 6 მეტრზე შეუძლია ყვინთვა.

ფერებშიც არის განახლებები: iPhone 12-ს აღარ აქვს ყვითელი და იასამნისფერი მოდელები, ახლა არის მხოლოდ: ახალი ლურჯი, მწვანე, წითელი, თეთრი და შავი.

დასკვნა: წონა, ხელში შეგრძნება, მტვრისგან და წყლისგან უკეთესი დაცვა, უფრო ძლიერი ეკრანი. კორპუსში და ზომებში 12 გაცილებით გაუმჯობესებულია.

2. ეკრანი

iPhone 12-სა და მის წინამორბედ 11-ს შორის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა ეკრანია. მათი ზომები იგივე დარჩა — 6.1 ინჩი, თუმცა ეს აღარ არის LCD ეკრანი, ეს არის OLED ეკრანი რომელიც 11 Pro-ში გვქონდა. ანუ, შუა სეგმენტის სმარტფონი ეკრანით აღარ ჩამოუვარდება Pro ვერსია.

ასევე, 12-ში სიკაშკაშე შეიძლება 1200 nits-ამდე გაიზარდოს, რაც ასევე არ იყო 11-ში.

დასკვნა: ახალი 12 ამ კომპონენტშიც გაცილებით უკეთესია. მან საბოლოოდ მიიღო თანამედროვე OLED ეკრანი.

3. პროცესორი

iPhone 12-მა მიიღო ყველაზე თანამედროვე 5 ნანომეტრიანი A14 Bionic პროცესორი ახალი თაობის Neural Engine-ით.

RAM-ისა და მოცულობების რაოდენობა არ შეცვლილა, 4GB ოპერატიული და მინიმალური მოცულობის მოდელი 64GB-ი.

ვის აქვს უკეთესი პროცესორი?

ახალი პროცესორის უპირატესობა მხოლოდ სინთეზურ ტესტებში ჩანს. ისე, ორივე სმარტფონი იმუშავებს სრულყოფილად უახლოეს iOS-ის განახლებებზე. შეფერხებების გარეშე.

4. კამერები

iPhone 12-ს აქვს ჩვენთვის უკვე ნაცნობი 12 მეგაპიქსელიანი 2 კამერიანი ბლოკი.

ამ კომპონენტში მცირე განახლებები გვაქვს, მთავარმა მოდულმა მიიღო დიაფრაგმის საუკეთესო კოეფიციენტი. ასევე მან ისწავლა HDR ვიდეოს გადაღება სიბნელეში. ამას გარდა, წინა კამერამ მიიღო უკეთესი გადაღების და ღამის რეჟიმი.

ზუსტ განსხვავებებზე რამდენიმე დღეში დავწერთ, სადაც გადაღებული მასალით შევადარებთ.

5. სხვა განსხვავებები

iPhone 12-ს ასევე აქვს რამდენიმე ახალი თვისება, ერთ-ერთი ყურადღებამისაქცევი ფაქტი მისი 5G მხარდაჭერაა. Apple-მა დიდი დრო დაუთმო ახალ უკაბელო დატენივს ტექნოლოგიასაც, მაგნიტური MagSafe-ი, რომელიც შალითებიდანაც მუშაობს, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

iPhone 12-ის ბატარეა ისეთივეა როგორიც არის iPhone 11-ში, გამძლეობა და ასევე დატენვის სიჩქარე:

პატარა დეტალს გეტყვით iPhone 12 mini-სთან დაკავშირებით: ბატარეა გაუარესებულია iPhone 12 mini-ში iPhone 11-თან შედარებით, ვიდეოს ყურების რეჟიმში მისი გამძლეობა 15 საათია, ხოლო 11-სა და 12-ის 17 საათი.

დასკვნა: iPhone 12 გაცილებით გაუმჯობესებულია თითქმის ყველა კომპონენტში და აქვს რამდენიმე სრულიად ახალი რამ, რაც ხანგრძლივ პერიოდში უფრო გამოიჩენს თავს, მაგ: 5G და უკეთესი პროცესორი. მოგეხსენებათ Apple-მა iPhone 11-ის ფასი 100 დოლარით შეამცირა, ამიტომ, მიუხედავად გაუმჯობესებებისა, არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის

iPhone 11 64GB (2019) — 599 დოლარი
iPhone 12 64GB (2020) — 799 დოლარი

iPhone 12 mini 64GB (2020) — 699 დოლარი

Tags: AppleiPhone
Previous Post

რითი განსხვავდება iPhone 12 Pro Max-ი — iPhone 11 Pro Max-ისგან

Next Post

iPhone 12-ს ყურსასმენი მოყვება, ოღონდ მხოლოდ საფრანგეთში

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Samsung-მა Galaxy S21-ის პრეზენტაციის შესახებ iPhone-იდან გვამცნო
სიახლეები

Samsung-მა Galaxy S21-ის პრეზენტაციის შესახებ iPhone-იდან გვამცნო

14/01/2021
289
Meizu-მ ნამუსი სულ დაკარგა და AirPods Pro წარმოგვიდგინა
სიახლეები

Meizu-მ ნამუსი სულ დაკარგა და AirPods Pro წარმოგვიდგინა

11/01/2021
380
Bloomberg: Apple-ი Tesla-ს თანამშრომლებზე ნადირობს
სიახლეები

Bloomberg: Apple-ი Tesla-ს თანამშრომლებზე ნადირობს

08/01/2021
146
Apple: ახალი წლის პერიოდში App Store-ში მომხმარებლებმა 1,8 მილიარდი დოლარი დახარჯეს
სიახლეები

Apple: ახალი წლის პერიოდში App Store-ში მომხმარებლებმა 1,8 მილიარდი დოლარი დახარჯეს

07/01/2021
116
iPhone 12-მა გაყიდვების შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ერთი მოდელის გარდა
სიახლეები

iPhone 12-მა გაყიდვების შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ერთი მოდელის გარდა

06/01/2021
158
რითი ჯობია AirPods Max-ი თავის კონკურენტებს
სიახლეები

რითი ჯობია AirPods Max-ი თავის კონკურენტებს

04/01/2021
333
Next Post
iPhone 12-ს ყურსასმენი მოყვება, ოღონდ მხოლოდ საფრანგეთში

iPhone 12-ს ყურსასმენი მოყვება, ოღონდ მხოლოდ საფრანგეთში

Discussion about this post

  • Meizu-მ ნამუსი სულ დაკარგა და AirPods Pro წარმოგვიდგინა

    Meizu-მ ნამუსი სულ დაკარგა და AirPods Pro წარმოგვიდგინა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Samsung-მა Galaxy S21-ის პრეზენტაციის შესახებ iPhone-იდან გვამცნო

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • Bloomberg: Apple-ი Tesla-ს თანამშრომლებზე ნადირობს

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • როგორ გადავტვირთოთ, ან გამოვრთოთ iPhone 11, Pro და Pro Max

    16 shares
    Share 16 Tweet 0
  • რა არის iCloud?

    3 shares
    Share 3 Tweet 0
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო პრინციპები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2020 GeMUG - Georgian Mac Users Group.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

*By registering into our website, you agree to the Terms & Conditions and Privacy Policy.
All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.